თეიმურაზ ბატონიშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

Jump to navigation Jump to search
რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის მიზეზი თეიმურაზს ნათლად აქვს გამოხატული ციციანოვისადმი თავის საპასუხო წერილში:
{{ციტატა|გარნა უკეთუ გნებავსთ სამსახური ჩვენ მიერ მაღლისა ხელმწიფისა, წარმოგზავნონ ოჯახისა ჩუენისაგან ერთი, რომელიცა სათნო იყოს იმპერატორისა, მეფედ ქუეყანასა შინა ჩუენსა და აღადგინოს მაღალმან ხელმან დაცემული ოჯახი ჩუენი და მაშინ ჩუენ ყოვლისა ბრძანებისა მისისა მორჩილნი შევიძლებთცა სამსახურთა შესაბამთა დიდებულებისა მისისათა. და თუ არა ესრეთ იქმნას, არცა ჩუენ ძალა გვიძს მოსულაჲ მანდა, ვინაიდგან არა ვართ ჩუენ გოჰთაჯნი მხოლოდ გლახაკებრივისა პურისა ჭამისანი, არამედ ყოველთვის სისხლ დათხევით მცდელნი ბაგრატიონთა ოჯახისა აღდგენისანი<ref>«Акты», II, გვ. 184-188</ref>.}}
 
მისი ეს დამოკიდებულება ვერ შეაცვლევინა მისთვის ძვირფასი მეუღლის, ელენეს, სიბრალულითა და სიყვარულით სავსე წერილმაც.
 
[[1805]] წელს თეიმურაზი იხსენიება, როგორც ერთ-ერთი მეთაური ერევნის ხანის [[კულიხანი]]ს ლაშქრისა, [[ქემალ-ხანი|ქემალ-ხანთან]] ერთად. იმავე წლის ოქტომბერს გამოემგზავრა ისევ ბაბახანისაკენ და ცდილობდა დაერწმუნა იგი, რომ გამარჯვების მიღწევა შესაძლებელია თუ კი რუსეთს მთელ მოსახლეობას აუმხედრებდნენ. მაგრამ როგორც ჩანს აქ სასურველ შედეგს ვერ მიაღწია და გადადის ახალციხეში. ხვდება რა რომ სპარსეთის დახმარებიდან არაფერი გამოდის, ბიძასთან ერთად მიმართავს ოსმალეთს, ინგლისს და სხვ. როგორც ირკვევა თეიმურაზს ასევე გარკვეული ორიენტაცია ჰქონდა ნაპოლეონის საფრანგეთთანაც. მას მიწერ-მოწერაც კი ჰქონდა ამ საკითხზე და საფიქრბელია, რომ გამგზავრებაც კი სურდა ამ მიზნით საფრანგეთში.
 
თეიმურაზი რწმუნდებოდა რა მთელი ამ გეგმების უსუსურობაში, [[1810]] წელს ის თავის მტკიცე გადაწყვეტილებას სცვლის და არჩევს რუსეთთან შერიგებას. ამ შერიგების საქმეში დიდი როლი ითამაშა [[პეტრე ლარაძე]]მ, როგორც გვამცნობს მისი „ჩახრუხაული და შაირნი, მწირობასა შინა თქმული ოდეს მსახურა მეფის ძეს თეიმურაზს და ძლიერის ხელოვნებით გამოიყანა სპარსეთით“.
 
[[1810]] წელს სამშობლოში დაბრუნდა, მალე [[სანქტ-პეტერბურგი|პეტერბურგში]] გაგზავნეს. აქ მას დაენიშნა წლიური ჯამაგირი და პენსია. აქვე [[1813]] წელს შეიძინა საკუთარი სახლი (ვასილის კუნძულზე), სადაც გარდაცვალებამდე ცხოვრობდა.

სანავიგაციო მენიუ