თეიმურაზ ბატონიშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

Jump to navigation Jump to search
ჯერ კიდევ 1801 წლის თებერვალში, როდესაც თეიმურაზი გორში იმყოფებოდა მან განაცხადა სურვილი რუსეთში წასვლისა. ზოგ ბატონიშვილს ამისთვის დროც დაუნიშნეს, მაგრამ თეიმურაზმა ავადმყოფობა მოიმიზეზა და გამგზავრების დრო აღარ დანიშნა<ref>«Акты», I, გვ. 311</ref>.
 
მისი რუსეთისადმი დამოკიდებულება მკვეთრად შეიცვალა მას შემდეგ რაც დავით ბატონიშვილს ეთქვა უარი გამხდარიყო საქართველოს პირობითი მმართველი. მას შემდეგ რაც რუსეთმა დაარღვია გიორგი მეფესთან დადებული პირობა და შექმნა ახალი მანიფესტი რაც ითვალისწინებდა საქართველოდან ყოველი სამეფო დინასტიის რუსეთში, კერძოდ კი პეტერბურგში გადასახლებას, სადაც რუსეთი იმპერია პირდებოდასაკუთარ თავზე აიღებდა საქართველოს სამეფო კარზე ზრუნვას. სწორედ აღნიშნული პირობის დარღვევის შემდეგ თეიმურაზი იწყებს შეხვედრების მოწყობას მათი გადმობირების მიზნით. აღნიშნულმა ვერანაირი შედეგი ვერ გამოიღო. და [[1803]] წელს [[სპარსეთი|სპარსეთში]] გაიქცა, და იქსადაც თავის ბიძა [[ალექსანდრე ბატონიშვილი, ერეკლე II-ის ძე|ალექსანდრე ბატონიშვილთან]] ცხოვრობდა. [[1810]] წელს სამშობლოში დაბრუნდა, მალე [[სანქტ-პეტერბურგი|პეტერბურგში]] გაგზავნეს. აქ მას დაენიშნა წლიური ჯამაგირი და პენსია. აქვე [[1813]] წელს შეიძინა საკუთარი სახლი (ვასილის კუნძულზე), სადაც გარდაცვალებამდე ცხოვრობდა.
 
როგორც ციციანოვის 1803 წლის 26 თებერვლის პატაკშია ნათქვამი, 1803 წლის 25 თებერვალს ღამით თეიმურაზ ბატონიშვილი თბილისიდან გაიპარა, დატოვა მეუღლე და წაიღო თან რაც კი ძვირფასი ნივთები ჰქონდა<ref>«Акты», II, გვ. 185</ref>. ამასვე ადასტურებს სიღნაღის კაპიტან ისპრავნიკის სოკოლოვის ცნობაც<ref>«Акты», II, გვ. 155</ref>.
 
[[1810]] წელს სამშობლოში დაბრუნდა, მალე [[სანქტ-პეტერბურგი|პეტერბურგში]] გაგზავნეს. აქ მას დაენიშნა წლიური ჯამაგირი და პენსია. აქვე [[1813]] წელს შეიძინა საკუთარი სახლი (ვასილის კუნძულზე), სადაც გარდაცვალებამდე ცხოვრობდა.
 
თეიმურაზ ბატონიშვილი ეწეოდა ფართო მეცნიერულ-ლიტერატურულ საქმიანობას; დაკავშირებული იყო რუს მოღვაწეებთან, პოეტებთან, მეცნიერებთან. მან შემოიკრიბა პეტერბურგში მოღვაწე ქართველი მწიგნობრები. 1830 წლიდან საფუძველი ჩაეყარა მის მეცნიერულ თანამშრომლობას აკადემიკოს [[ბროსე, მარი|მარი ბროსესთან]], რომელიც მის მოწაფედ თვლიდა თავს. თეიმურაზ ბატონიშვილმა ბროსესთან ერთად შექმნა პეტერბურგის ქართველოლოგიური სკოლა.

სანავიგაციო მენიუ