თეიმურაზ ბატონიშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 4: ხაზი 4:
'''თეიმურაზ ბატონიშვილი''' (''ბაგრატიონი'') (დ. [[23 აპრილი]], [[1782]], [[თბილისი]] — გ. [[25 ოქტომბერი]]/[[5 ნოემბერი]], [[1846]], [[პეტერბურგი]]) — [[ქართველები|ქართველი]] მწერალი და მეცნიერი, [[გიორგი XII|გიორგი XII-ის]] ძე. ცოლად ჰყავდა [[ელენე ამილახვარი|ელენე ოთარის ასული ამილახვარი]] (1783-1866).
'''თეიმურაზ ბატონიშვილი''' (''ბაგრატიონი'') (დ. [[23 აპრილი]], [[1782]], [[თბილისი]] — გ. [[25 ოქტომბერი]]/[[5 ნოემბერი]], [[1846]], [[პეტერბურგი]]) — [[ქართველები|ქართველი]] მწერალი და მეცნიერი, [[გიორგი XII|გიორგი XII-ის]] ძე. ცოლად ჰყავდა [[ელენე ამილახვარი|ელენე ოთარის ასული ამილახვარი]] (1783-1866).


[[1838]] წელს აკადემიის საერთო კრებაზე სიტყვით გამოსვლისას ცნობილმა ფრანგმა ისტორიკოსმა [[მარი ბროსე]]მ წარმოთქვა შემდეგი სიტყვები: „მე არ შემიძლია განუცვიფრებლად წარმოვთქვა თეიმურაზ ბატონიშვილის სახელი, რომელშიც მაღალი ზნეობა შეერთებულია განათლებულ გონებასთან და ვრცელ მეცნიერებასთან, რომელიც მწერლობით შრომაში პოულობს კეთილშობილურ გასართობს, რომლის მიზანი არის თავისი შრომით უკვდავყოს ხსენება თავისი ერისა, რომლის მდაბალ მოწაფედ, სვინდისის ქვეშ უნდა ვთქვა — აღვიარებ ჩემს თავს“<ref>Д. Бакрадзе — Статьи по ист. и др. Гр., გვ. 9, შდ. თ. ჟორდანია, ქრონიკები... I, გვ. IX</ref>.
[[1838]] წელს აკადემიის საერთო კრებაზე სიტყვით გამოსვლისას ცნობილმა ფრანგმა ისტორიკოსმა [[მარი ბროსე]]მ წარმოთქვა შემდეგი სიტყვები: „მე არ შემიძლია განუცვიფრებლად წარმოვთქვა თეიმურაზ ბატონიშვილის სახელი, რომელშიც მაღალი ზნეობა შეერთებულია განათლებულ გონებასთან და ვრცელ მეცნიერებასთან, რომელიც მწერლობით შრომაში პოულობს კეთილშობილურ გასართობს, რომლის მიზანი არის თავისი შრომით უკვდავყოს ხსენება თავისი ერისა, რომლის მდაბალ მოწაფედ, სვინდისის ქვეშ უნდა ვთქვა — აღვიარებ ჩემს თავს“<ref>Д. Бакрадзе — Статьи по истории др. Гр., გვ. 9, შდ. თ. ჟორდანია, ქრონიკები... I, გვ. IX</ref>.


==ბიოგრაფია==
==ბიოგრაფია==

06:43, 29 აპრილი 2016-ის ვერსია

ტერმინს „თეიმურაზ“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ თეიმურაზი.
თეიმურაზ ბატონიშვილი
ელენე ამილახვარი, თეიმურაზ ბატონიშვილის ცოლი

თეიმურაზ ბატონიშვილი (ბაგრატიონი) (დ. 23 აპრილი, 1782, თბილისი — გ. 25 ოქტომბერი/5 ნოემბერი, 1846, პეტერბურგი) — ქართველი მწერალი და მეცნიერი, გიორგი XII-ის ძე. ცოლად ჰყავდა ელენე ოთარის ასული ამილახვარი (1783-1866).

1838 წელს აკადემიის საერთო კრებაზე სიტყვით გამოსვლისას ცნობილმა ფრანგმა ისტორიკოსმა მარი ბროსემ წარმოთქვა შემდეგი სიტყვები: „მე არ შემიძლია განუცვიფრებლად წარმოვთქვა თეიმურაზ ბატონიშვილის სახელი, რომელშიც მაღალი ზნეობა შეერთებულია განათლებულ გონებასთან და ვრცელ მეცნიერებასთან, რომელიც მწერლობით შრომაში პოულობს კეთილშობილურ გასართობს, რომლის მიზანი არის თავისი შრომით უკვდავყოს ხსენება თავისი ერისა, რომლის მდაბალ მოწაფედ, სვინდისის ქვეშ უნდა ვთქვა — აღვიარებ ჩემს თავს“[1].

ბიოგრაფია

თეიმურაზ ბატონიშვილი დაიბადა თბილისში 1782 წლის 23 აპრილს (ახ. სტილით 6 მაისი) გიორგობა დღეს[კ 1]. თეიმურაზი გიორგი XII-ის პირველი ცოლისაგან შეძენილ ჩვილებს შორის ყველაზე უმცროსი იყო. პლატონ იოსელიანის ცნობით იგი გამხდარა მიზეზი დედის, ქეთევანის გარდაცვალებისა[კ 2]. თეიმურაზ ბატონიშვილის დაბადებისა და ქეთევან დედოფლის მშობიარობაზე გადაყოლის თარიღებს აიგივებს მარი ბროსე, ხოლო დ. ბაქრაძისთვის იგი უცნობი ყოფილა[2].

სწავლობდა თელავის სემინარიაში. 1803 წელს სპარსეთში გაიქცა და იქ თავის ბიძა ალექსანდრე ბატონიშვილთან ცხოვრობდა. 1810 წელს სამშობლოში დაბრუნდა, მალე პეტერბურგში გაგზავნეს. აქ მას დაენიშნა წლიური ჯამაგირი და პენსია. აქვე 1813 წელს შეიძინა საკუთარი სახლი (ვასილის კუნძულზე), სადაც გარდაცვალებამდე ცხოვრობდა.

თეიმურაზ ბატონიშვილი ეწეოდა ფართო მეცნიერულ-ლიტერატურულ საქმიანობას; დაკავშირებული იყო რუს მოღვაწეებთან, პოეტებთან, მეცნიერებთან. მან შემოიკრიბა პეტერბურგში მოღვაწე ქართველი მწიგნობრები. 1830 წლიდან საფუძველი ჩაეყარა მის მეცნიერულ თანამშრომლობას აკადემიკოს მარი ბროსესთან, რომელიც მის მოწაფედ თვლიდა თავს. თეიმურაზ ბატონიშვილმა ბროსესთან ერთად შექმნა პეტერბურგის ქართველოლოგიური სკოლა.

ისტორიული შრომებიდან აღსანიშნავია მონოგრაფია „ისტორის დაწყებითგან ივერიისა, ესე იგი გიორგიისა, რომელ არს სრულიად საქართველოჲსა“. ნაშრომი მოიცავს პერიოდს ადამიანის გაჩენიდან საქართველოში ქრისტიანული რელიგიის დამკვიდრებამდე. საქართველოს ისტორია განხილულია ახლო აღმოსავლეთის ისტორიის გათვალისწინებით, გამოყენებულია ანტიკური (ბერძნულ-რომაული) და სომხური ისტორიოგრაფია. როგორც ისტორიკოსი, თეიმურაზ ბატონიშვილი რომანტიკოსია, იგი აიდეალებს საქართველოს წარსულს.

ზაქარია ჭიჭინაძის სიტყვვებით მას დაწერილი ჰქონდა საქართველოს ისტორიის მეორე ტომიც, რომელიც დაიკარგაო[3].

თეიმურაზ ბატონიშვილმა განსაკუთრებული ღვაწლი დასდო ვეფხისტყაოსნის შესწავლას („განმარტება პოემა ვეფხისტყაოსანისა“), ტექსტის დადგენას და პოემის 1841 წლის გამოცემას. მიუხედავად იმისა, რომ მცირე ასაკის გამო არ მონაწილეობდა კრწანისის ბრძოლაში, აღწერა ეს მოვლენა. აღწერა ერეკლე II-ის ცხოვრების ბოლო პერიოდი.

თეიმურაზ ბატონიშვილმა შეისწავლა ქართული ლექსთწყობის საკითხებიც („გვარნი ანუ საზომნი ქართულისა ენის სტიხთა“). მას ეკუთვნის აგრეთვე ლექსთა კრებული „სამოცეული“, პოემა „ვაშლი ანუ დარღვევა ტროადისა“, პიესა „სამსახეობა რაინდისა“, მემუარული ჟანრის ნაწარმოები „მოგზაურობა ჩემი ევროპისა სხვათა და სხვათა ადგილთა“; თარგმნა ტაციტუსის, ვოლტერის, პუშკინისა და სხვათა ნაწარმოებები.

მისი უმდიდრესი ბიბლიოთეკიდან ზოგი უნიკალური ხელნაწერი საქართველოს დაუბრუნდა.

თეიმურაზ ბატონიშვილი იყო პეტერბურგის საიმპერატორო მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრი (1837), პარიზის სააზიო საზოგადოების და კოპენჰაგენის სამეფო ანტიკვართა საზოგადოების წევრი.

1843 წლის 18 ივნისს, საქართველოს სამეფო ოჯახის წევრებს (ფარნაოზი ერეკლეს ძე; გიორგის ძეები: თეიმურაზი, მიხეილი, ილია, ოქროპირი, ერეკლე; იულონის ძეები: ლუარსაბი და დიმიტრი; იოანეს შვილიშვილი - იოანე; ბაგრატ გიორგის ძის შვილები: დავითი და ალექსანდრე; კონსტანტინე დავითის ძე; იმერეთის მეფის გიორგი ალექსანდრეს ძის შვილები: ალექსანდრე და დიმიტრი), რუსეთის იმპერატორის ბრძანებით „უვადო“ პენსიაზე დაემატათ „შთამომავლობითი“ პენსიაც[4].

თეიმურაზ ბატონიშვილი 1846 წელს პეტერბურგში გარდაიცვალა. დაკრძალულია ალექსანდრე ნეველის ლავრაში.

ის არის ავტორი შრომისა „დაწყებითგან ივერიისა, ესე იგი გეორგიისა, რომელ არს სრულიად საქართველოჲსა“.

კომენტარები

  1. ვიკიციტატა
    „წელსა ქ~სით 1810 აპრილის 23, თავრიზს მყოფმან ვსთქვი ესე აკროსტახული ჩემს შობის დღეს, რომლისა კიდურ წერილობა [არს] წმ~ო გიორგი ვაკურთხევ დღესა შენსა, რომელსა შინა ვიშევ მწირი თეიმურაზ.“
    (საისტორიო ფონდი, H, 2.225, თეიმურაზის ლექსების ალბომი, ფურცელი 18)
  2. ვიკიციტატა
    „3 ივნისს 1782 წლისა მშობიარობისა გამო თეიმურაზზედ, მეფის რძალი ქეთევან გარდაიცვალა.“
    (ცხოვრება გიორგი XIII-სა, 1936, აკ. გაწერელიას რედაქციით, გვ. 10)

ლიტერატურა

  • ბარამიძე არ., შარაძე გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 642.
  • შ. მესხია, „თეიმურაზ ბატონიშვილი“, თბ. 1982

სქოლიო

  1. Д. Бакрадзе — Статьи по истории др. Гр., გვ. 9, შდ. თ. ჟორდანია, ქრონიკები... I, გვ. IX
  2. Д. Бакрадзе, Статьи по истории, 1887, გვ. 9
  3. ზ. ჭიჭინაძე, „საქართველოს ცხოვრება“, თბ. 1913, გვ 32
  4. Собрание (1825 - 1881) : Том 17 (1842) : Часть 1 : Законы 15766