საქართველო-იმერეთის გუბერნია: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 12: ხაზი 12:
§ 4. Губурния Грузино-Имеретинская разделяется на одинадцать уездов, именно: Тифлиский, Горийский, Телавский, Белоканский, Кутаиский, Елисаветпольский, Александрапольский, Эриванский, Нахичеванский, Ахалцыхский и Гурийский.</ref>. აღნიშნული ტერიტორია დაიყო საქართველო-იმერეთის გუბერნიად და კასპიის ოლქად.
§ 4. Губурния Грузино-Имеретинская разделяется на одинадцать уездов, именно: Тифлиский, Горийский, Телавский, Белоканский, Кутаиский, Елисаветпольский, Александрапольский, Эриванский, Нахичеванский, Ахалцыхский и Гурийский.</ref>. აღნიშნული ტერიტორია დაიყო საქართველო-იმერეთის გუბერნიად და კასპიის ოლქად.


საქართველო-იმერეთის გუბერნია [[1841]] წელს დაიყო 11 მაზრად:
[[1841]] წელს ახლადშექმნილი საქართველო-იმერეთის გუბერნია დაიყო 11 მაზრად:
#[[ტფილისის მაზრა]] (ადმ. ცენტრი — [[ტფილისი]])
#[[ტფილისის მაზრა]] (ადმ. ცენტრი — [[ტფილისი]])
#[[გორის მაზრა]] (ადმ. ცენტრი — [[გორი]])
#[[გორის მაზრა]] (ადმ. ცენტრი — [[გორი]])

09:38, 23 მარტი 2016-ის ვერსია

საქართველო-იმერეთის გუბერნიის გერბი

საქართველო-იმერეთის გუბერნია (რუს. Грузино-Имеретинская губерния) — რუსეთის იმპერიის ადმინისტრაციული-ტერიტორიული ერთეული 1841-1846 წლებში. ადმინისტრაციული ცენტრი — ტფილისი.

ისტორია

შეიქმნა საქართველოს გუბერნიის, სომხეთის ოლქისა და იმერეთის ოლქის გაერთიანების შედეგად ნიკოლოზ I-ის ბრძანებით[1] 1840 წლის 10 აპრილს, ხოლო ძალაში შევიდა 1841 წლის 1 იანვარს. 1841 წელს რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში მყოფი ამიერკავკასიის მხარე შედგებოდა შემდეგი მიწებისაგან: 1) ქართლი; 2) იმერეთი, გურია, სამეგრელო, სვანეთი, აფხაზეთი; 3) სომხეთის ოქი; 4) ჯარ-ბელქანის ოლქი; 5) შირვანის პროვინცია; 6) ყარაბაღის პროვინცია; 7) შაქის პროვინცია; 8) ტალიშის სახანო; 9) ბაქოს პროვინცია; 10) დარუბანდის პროვინცია; 11) ყუბანის პროვინცია; 12) სამურის ოკრუგი; 13) ტარკოვის შამხალეთი; სახანოები: ავარიის, კიურა-კაზი-კუმის, მეხთულინის და ლეზგინთა მიწებისაგან[კ 1]. აღნიშნული ტერიტორია დაიყო საქართველო-იმერეთის გუბერნიად და კასპიის ოლქად.

1841 წელს ახლადშექმნილი საქართველო-იმერეთის გუბერნია დაიყო 11 მაზრად:

  1. ტფილისის მაზრა (ადმ. ცენტრი — ტფილისი)
  2. გორის მაზრა (ადმ. ცენტრი — გორი)
  3. თელავის მაზრა (ადმ. ცენტრი — თელავი)
  4. ბელაქანის მაზრა (ადმ. ცენტრი — ზაქათალა)
  5. ქუთაისის მაზრა (ადმ. ცენტრი — ქუთაისი)
  6. ელიზავეტპოლის მაზრა (ადმ. ცენტრი — ელიზავეტპოლი)
  7. ალექსანდროპოლის მაზრა (ადმ. ცენტრი — ალექსანდროპოლი)
  8. ერივანის მაზრა (ადმ. ცენტრი — ერივანი)
  9. ნახიჩევანის მაზრა (ადმ. ცენტრი — ნახიჩევანი)
  10. ახალციხის მაზრა (ადმ. ცენტრი — ახალციხე)
  11. გურიის მაზრა (ადმ. ცენტრი — ოზურგეთი)

საქართველო-იმერეთის გუბერნია გაუქმდა 1846 წლის 14 დეკემბერს[2], მის ადგილას ჩამოყალიბდა თბილისის, ქუთაისის, შემახისა და დერბენტის გუბერნიები[3].

კომენტარები

  1. § 1. Закавкаский кай составляют земли, лежащия мужду Черным и Каспииским Морями, и именно: 1) Грузия; 2) Имеретия с Гуриею, Мингрелию, Свнетиею и Абхазиею; 3) Область Армянская; 4) Область Джаробелоканская; 5) Провинция Ширванская; 6) Провинция Карабахская; 7) Провинция Шекинская; 8) Ханство Талышинское; 9) Провинция Бакинская; 10) Провинция Дербентская; 11) Провинция Кубинская; 12) Округ Самурский; 13) Шамхалсство Тарковское; Ханства: Аварское, Кюра-Казы-Кумикское и Мехтулинское, и земли Лезгин. § 2. В порядке управления Закавкасскй край образует одну губернию, под наименованием Грузино-Имеретинской, и одну оласть, под наименрванием Каспийской, с особым военно-окружным управлением. § 3. Губерния и область разделяются на уезды, а уезды на участки. § 4. Губурния Грузино-Имеретинская разделяется на одинадцать уездов, именно: Тифлиский, Горийский, Телавский, Белоканский, Кутаиский, Елисаветпольский, Александрапольский, Эриванский, Нахичеванский, Ахалцыхский и Гурийский.

სქოლიო

  1. Полное собрание законов Российской империи, собрание 2-е, т. XV, ук. 13368, ст. 237
  2. Полное собрание законов Российской империи, собрание 2-е, т. XXI, ук. 20.701, ст. 647
  3. § 1. Закавказский край, впорядке общаго управления, разделяется на 4 губернии: Тифлисскую; Кутаисскую, Шемахинскую и Дербентскую