ხუნანი (ქალაქი): განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
No edit summary |
No edit summary |
||
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
{{მმ*|გარდაბანი (მრავალმნიშვნელოვანი)}} |
{{მმ*|გარდაბანი (მრავალმნიშვნელოვანი)}} |
||
[[ფაილი:Ruins of the Khunani castle on the map.jpg|მინიატიურა|ხუნანის ციხის ნანგრევები (მტკვარი-ხრამის შესართავში) კავკასიის მხარის ხუთვერსიან რუკაზე]] |
[[ფაილი:Ruins of the Khunani castle on the map.jpg|მინიატიურა|ხუნანის ციხის ნანგრევები (მტკვარი-ხრამის შესართავში) კავკასიის მხარის ხუთვერსიან რუკაზე]] |
||
'''ხუნანი''', ''გარდაბანი'', ''მტვერის-ციხე'' ან ''მტკვრის-ციხე'', ''კუპრიკენტი'' — ციხე-ქალაქი ისტორიულ აღმოსავლეთ საქართველოში, [[ხუნანი (მხარე)|ხუნანის მხარისა]] და საერისთავოს ცენტრი. |
'''ხუნანი''', '''გარდაბანი''', '''მტვერის-ციხე''' ან '''მტკვრის-ციხე''', '''კუპრიკენტი''' — ციხე-ქალაქი ისტორიულ აღმოსავლეთ საქართველოში, [[ხუნანი (მხარე)|ხუნანის მხარისა]] და საერისთავოს ცენტრი. |
||
==ისტორია== |
==ისტორია== |
13:31, 8 მარტი 2016-ის ვერსია
ხუნანი, გარდაბანი, მტვერის-ციხე ან მტკვრის-ციხე, კუპრიკენტი — ციხე-ქალაქი ისტორიულ აღმოსავლეთ საქართველოში, ხუნანის მხარისა და საერისთავოს ცენტრი.
ისტორია
აშენდა ქართლოსის მიერ და დაერქვა სახელად ხუნანი.
„შემდგომად ამისსა ამან-ვე ქართლოს აღაშენა ციხე ორბისა, რომელსა აწ ჰქჳან სამშჳლდე. და კუალად აღაშენა მტუერის-ციხე, რომელსა აწ ჰქჳან ხუნანი. ცხოვნდა იგი მრავალთა წელთა და განმრავლდა ნათესავი მისი[1].“
|
პლატონ იოსელიანის თქმით, მას შემდეგ რაც ხუნანი გარდაბოსის სამფლობელოს რეზიდენცია გახდა, დაერქვა მისი სახელი — გარდაბანი[2].
„გარდაბოსს მისცა ხუნანი და უჩინა საზღვარი: აღმოსავლით მდინარე ბერდუჯისი, დასავლით ქალაქი გაჩიანი, და სამჴრით მთა პირველ ჴსენებული, და ჩრდილოთ მტკვარი[3].“
|
ფარნავაზ მეფის დროს ხუნანის ციხე-ქალაქი გადაიქცა ხუნანის საერისთავოს ადმინისტრაციულ ცენტრად.
VII საუკუნეში მურვან ყრუმ ქალაქი დაარბია. 1640 წელს როსტომ მეფის მიერ ციხესთან აშენდა ქვის ხიდი (წითელ ხიდთან), ცნობილი ჩატეხილი ხიდის სახელწოდებით. 1673 წელს შარდენს უმოგზაურია და უნახავს ქალაქი ხუნანი, რომელიც იმ დროს იწოდებოდა როგორც კუპრიკენტი (ხიდის სოფელი). ქალაქი იმ დროს მოიცავდა 150 სახლს[4].
მდებარეობა
ისტორიული წყაროები
ქალაქი ხუნანი ისტორიული ქართლის უკიდურესი აღმოსავლეთი წერტილი იყო, მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე და მდებარეობდა მდინარეების ხრამისა და მტკვრის შესართავში.
„და მისცა ქართლოსს ქუეყანა, რომელი ზემო აღვწერეთ. და ესე ქართლოს მოვიდა პირველად ადგილსა მას, სადა შეერთჳს არაგჳ მტკუარსა, და განვიდა მთასა მას ზედა, რომელსა ეწოდების არმაზი. და პირველად შექმნა სიმაგრენი მას ზედა, და იშენა მუნ ზედა სახლი, და უწოდა მთასა მას სახელი თავისა თჳსისა ქართლი. და ვიდრე აღმართებამდე მუნ-ზედა კერპი არმაზისი ერქუა მთასა მას ქართლი, და მის გამო ეწოდა ყოველსა ქართლსა ქართლი, ხუნანითგან ვიდრე ზღუამდე სპერისა[5].“
|
სხვა ვერსიები
მდებარეობდა მდ. მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, მდ. თაუზჩაის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით თოფრაქყალის მთასთან (აზერბაიჯანი თოფრაქყალა - ალიზით ნაგები ციხე).
ლიტერატურა
- ბერძენიშვილი დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 515.
სქოლიო
- ↑ "ქართლის ცხოვრება" სიმონ ყაუხჩიშვილის გამოცემა, ტომი 1, თბილისი 1955
- ↑ П. Иоселиани, «Города, существовавшие и существующие в Грузии» 1850. გვ. 39-40
- ↑ "ქართლის ცხოვრება" სიმონ ყაუხჩიშვილის გამოცემა, ტომი 1, თბილისი 1955
- ↑ "Voyage en Georgie", p. 249
- ↑ "ქართლის ცხოვრება" სიმონ ყაუხჩიშვილის გამოცემა, ტომი 1, თბილისი 1955