სულეიმან იბნ ყუთლუმიში: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 14: ხაზი 14:
|ვიცე-პრეზიდენტი =
|ვიცე-პრეზიდენტი =
|წინამორბედი = [[ქუთულმიში]]
|წინამორბედი = [[ქუთულმიში]]
|მემკვიდრე = [[ქილიჩ-არსლან I]]
|მემკვიდრე = [[აბუ-ლ-ქასიმი]]
|დაბადების თარიღი = —?
|დაბადების თარიღი = —?
|დაბადების ადგილი =
|დაბადების ადგილი =
ხაზი 51: ხაზი 51:


{{s-start}}
{{s-start}}
{{succession box|ტიტული=[[რუმის სასულთნო|რუმის]] სულთანი|წინამორბედი=[[ქუთულმიში]]|შემდეგი=[[ქილიჩ-არსლან I]]|წლები=[[1077]]–[[1086]]}}
{{succession box|ტიტული=[[რუმის სასულთნო|რუმის]] სულთანი|წინამორბედი=[[ქუთულმიში]]|შემდეგი=[[აბუ-ლ-ქასიმი]]|წლები=[[1077]]–[[1086]]}}
{{s-end}}
{{s-end}}



11:55, 3 მარტი 2016-ის ვერსია

სულეიმან იბნ ქუთულმიში
سلیمان بن قتلمش‎‎
რუმის სულთანი
მმართ. დასაწყისი: 1077
მმართ. დასასრული: 1086
წინამორბედი: ქუთულმიში
მემკვიდრე: აბუ-ლ-ქასიმი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: —?
გარდ. თარიღი: 1086
გარდ. ადგილი: ანტიოქია
სრული სახელი: Kutalmışoglu Suleiman
მამა: ქუთულმიში

სულეიმან იბნ ქუთულმიში, ასევე ცნობილი, როგორც სულეიმან I (თურქ. Kutalmışoğlu Süleyman Şah; სპარს. سلیمان بن قتلمش) — რუმის სასულთნოს დამაარსებელი, რუმის სულთანი 1077-1086 წლებში, გარდაცვალებამდე.

სულეიმანის მამა, ქუთულმიში წარუმატებლად ებრძოდა საკუთარ ბიძაშვილს — ალფ-არსლანს სელჩუკთა სახელმწიფოს ტახტისთვის. 1064 წელს, ქუთულმიშის გარდაცვალების შემდეგ, სულეიმანი და მის სამი ძმა ტავრის მთებში გაიქცნენ, იქ კი თურქმანთა ტომებს შეაფარეს თავი. ალფ-არსლანი ამ ქმედებას სადამსჯელო ექსპედიციებით გამოეხმაურა, მან თავდასხმები დაიწყო, რასაც ოთხი ძმიდან მხოლოდ სულეიმანი გადაურჩა[1].

1078 წელს, ბიზანტიის იმპერატორი მიხეილ VII ცდილობდა სულეიმანისთვის დახმარების გაწევას ანატოლიის თემის მეთაურის — ნიკიფორე III ბოტანიატეს წინააღმდეგ, რომელიც იმპერატორს ტახტისთვის ებრძოდა. სულეიმანმა ხელში ჩაიგდო ბოტანიატეს მცირე ძალა ქუთაჰიასა და ნიკეას შორის, რის შემდეგაც, უზურპატორმა სულეიმანი დაარწმუნა, რომ შეერთებოდა მის აჯანყებას[2]. ნიკიფორე III-ის ძალაუფლებისთვის ბრძოლა წარმატებული აღმოჩნდა და მხარდაჭერის სანაცვლოდ, სულეიმანის ნაცნობ თურქმანებს კონსტანტინოპოლთან ახლოს ცხოვრების ნება დართო. ცოტა ხნის შემდეგ, სულეიმანმა მხარი ნიკიფორე მელისენოსს დაუჭირა[3], რომელმაც თურქმანებისთვის ნიკეის საზღვარი გახსნა[4]. ამის შემდეგ, ყველა ბითინია სულეიმანის კონტროლის ქვეშ მოექცა. 1084 წელს, მან ნიკეა დატოვა.

1085 წელს, სულეიმანმა ანტიოქია დაიპყრო და განაგრძო იქ მცხოვრები ხალხის ხოცვა-ჟლეტვა. 1086 წელს, იგი სირიის სელჩუკმა მმართველმა — ტუტუშ I-მა ანტიოქიასთან ახლოს მოკლა.

ლიტერატურა

  • Райс Тамара Т., Сельджуки. Кочевники - завоеватели Малой Азии, 2004. — გვ. 238, ISBN 5-9524-0949-0.
  • Успенский, Фёдор Иванович, История Византийской Империи.Отдел VI. Комнины // История Византийской империи. В 5 т, ISBN 5-271-03856-4.

სქოლიო

  1. Claude Cahen, Pre-Ottoman Turkey: a general survey of the material and spiritual culture and history c. 1071-1330, trans. J. Jones-Williams (New York: Taplinger, 1968), pp. 73-4.
  2. Speros Vryonis, The Decline of Medieval Hellenism in Asia Minor and the Process of Islamization from the Eleventh through the Fifteenth Century (University of California Press, 1971), pp. 112-3.
  3. George Ostrogorsky, History of the Byzantine State, trans. Joan Hussey (Rutgers University Press, 1969), pp. 348-9.
  4. Cahen, p. 75
წინამორბედი:
ქუთულმიში
რუმის სულთანი
1077–1086
შემდეგი:
აბუ-ლ-ქასიმი