კვირა (ერთეული): განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
მასალა სტატიიდან "კვირა (დრო)"
მომხმარებელმა Tokoko გვერდი „კვირა (შვიდი დღე)“ გადაიტანა გვერდზე „კვირა (ერთეული)“
(განსხვავება არ არის)

12:56, 25 თებერვალი 2016-ის ვერსია

ეს სტატია დროის მონაკვეთს ეხება. კვირის დღის შესახებ იხილეთ კვირა.

კვირა — შვიდდღიანი დროის შუალედი, რომელშიც თითოეულ დღეს საკუთარი სახელწოდება აქვს; აგრეთვე მეშვიდე დღის სახელწოდება. შვიდდღიანი კვირა პირველად ძველ აღმოსავლეთში შემოიღეს; ახალი წელთაღრიცხვის I საუკუნეში რომშიც დაკანონდა, იქიდან კი მთელ დასავლეთ ევროპაში გავრცელდა. კვირის დღეებს ციურ სხეულთა სახელწოდებანი შეარქვეს, მაგ: შაბათს უწოდეს სატურნის დღეს, კვირას და დანარჩენ დღეებს შესაბამისად — მზის, მთვარის, მარსის, მერკურის, იუპიტერისა და ვენერას დღეები. ძველ ქართულში ამ ციურ სხეულთა შესაბამისად კვირის დღეებს ერქვა: კრონოსისა, მზისა ან საუფლო, მთოვარისა, არიასი, ერმისა, აფროდიტესა და დიოსისა. ზოგ ხალხში გავრცელებული იყო ხუთ- და ათდღიანი კვირებიც.

ლიტერატურა