ნიკოლოზ თბილელი: განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
No edit summary |
No edit summary |
||
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
'''ნიკოლოზ თბილელი''' (დ. [[1672]], სოფ. [[ტანძია]] — გ. [[1732]], [[მოსკოვი]]) |
'''ნიკოლოზ თბილელი''' (დ. [[1672]], სოფ. [[ტანძია]] — გ. [[1732]], [[მოსკოვი]]) — ქართველი სახელმწიფო და სასულიერო მოღვაწე, მწერალი. |
||
დაიბადა ქართლის [[მდივანბეგი|მდივანბეგის]] [[ორბელიანი, ვახტანგ ყაფლანის ძე|ვახტანგ ორბელიანის]] ოჯახში. მალე ჩაება პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში. ქართლის სამეფო ტახტისათვის გაჩაღებულ ბრძოლაში მხარს უჭერდა [[გიორგი XI|გიორგი XI-ს]]. XVII საუკუნის დამლევიდან მოღვაწეობდა სასულიერო ასპარეზზე. [[1715]] მიიღო რუისის ეპარქია. [[1724]]-იდან რუსეთში გაჰყვა [[ვახტანგ VI|ვახტანგ VI-ს.]] [[1726]] მოსკოვში მიიღო თბილისის მიტროპოლიტობა. |

17:12, 21 თებერვალი 2016-ის ვერსია
ნიკოლოზ თბილელი (დ. 1672, სოფ. ტანძია — გ. 1732, მოსკოვი) — ქართველი სახელმწიფო და სასულიერო მოღვაწე, მწერალი.
დაიბადა ქართლის მდივანბეგის ვახტანგ ორბელიანის ოჯახში. მალე ჩაება პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში. ქართლის სამეფო ტახტისათვის გაჩაღებულ ბრძოლაში მხარს უჭერდა გიორგი XI-ს. XVII საუკუნის დამლევიდან მოღვაწეობდა სასულიერო ასპარეზზე. 1715 მიიღო რუისის ეპარქია. 1724-იდან რუსეთში გაჰყვა ვახტანგ VI-ს. 1726 მოსკოვში მიიღო თბილისის მიტროპოლიტობა.
ნიკოლოზ თბილელი ეწეოდა მრავალმხრივ (დოგმატიკა, ლიტურგიკა, პოეზია, ასტრონომია და სხვა) კულტურულ-ლიტერატურულ და სამეცნიერო საქმიანობას. მისი რედაქტირებულია არჩილ II-ის მიერ რუსულიდან თარგმნილი პეტრე მოგილას თხზულება "აღსარება მართლისა სარწმუნოებისა".
ნიკოლოზ თბილელს ეკუთვნის საგალობლები, იამბიკოები და სხვა. იგი იღვწოდა ძველი ხელნაწერების აღდგენა-გამრავლებისათვის. აქტიურად თანამშრომლობდა თბილისის სტამბაში. მისი უშუალო მონაწილეობით გამოქვეყნდა სახარება (1709), სამოციქულო (1709), ლოცვანი (1710) და სხვა.
იხილეთ აგრეთვე
ლიტერატურა
- მენაბდე ლ., ქსე, ტ. 7, გვ. 433, თბ., 1984