ნიკოლოზ თბილელი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 6: ხაზი 6:

ნიკოლოზ თბილელს ეკუთვნის საგალობლები, იამბიკოები და სხვა. იგი იღვწოდა ძველი ხელნაწერების აღდგენა-გამრავლებისათვის. აქტიურად თანამშრომლობდა თბილისის სტამბაში. მისი უშუალო მონაწილეობით გამოქვეყნდა სახარება (1709), სამოციქულო (1709), ლოცვანი (1710) და სხვა.

==იხილეთ აგრეთვე==
* [[თბილელი მღვდელთმთავრები]]

==ლიტერატურა==
==ლიტერატურა==
*''მენაბდე ლ.,'' ქსე, ტ. 7, გვ. 433, თბ., 1984
*''მენაბდე ლ.,'' ქსე, ტ. 7, გვ. 433, თბ., 1984

[[კატეგორია:თბილელი მღვდელთმთავრები]]
[[კატეგორია:ქართველი საეკლესიო მოღვაწეები]]
[[კატეგორია:ქართველი საეკლესიო მოღვაწეები]]
[[კატეგორია:დაბადებული 1672]]
[[კატეგორია:დაბადებული 1672]]

17:11, 21 თებერვალი 2016-ის ვერსია

ნიკოლოზ თბილელი (დ. 1672, სოფ. ტანძია — გ. 1732, მოსკოვი), ქართველი სახელმწიფო და სასულიერო მოღვაწე, მწერალი.

დაიბადა ქართლის მდივანბეგის ვახტანგ ორბელიანის ოჯახში. მალე ჩაება პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში. ქართლის სამეფო ტახტისათვის გაჩაღებულ ბრძოლაში მხარს უჭერდა გიორგი XI-ს. XVII საუკუნის დამლევიდან მოღვაწეობდა სასულიერო ასპარეზზე. 1715 მიიღო რუისის ეპარქია. 1724-იდან რუსეთში გაჰყვა ვახტანგ VI-ს. 1726 მოსკოვში მიიღო თბილისის მიტროპოლიტობა.

ნიკოლოზ თბილელი ეწეოდა მრავალმხრივ (დოგმატიკა, ლიტურგიკა, პოეზია, ასტრონომია და სხვა) კულტურულ-ლიტერატურულ და სამეცნიერო საქმიანობას. მისი რედაქტირებულია არჩილ II-ის მიერ რუსულიდან თარგმნილი პეტრე მოგილას თხზულება "აღსარება მართლისა სარწმუნოებისა".

ნიკოლოზ თბილელს ეკუთვნის საგალობლები, იამბიკოები და სხვა. იგი იღვწოდა ძველი ხელნაწერების აღდგენა-გამრავლებისათვის. აქტიურად თანამშრომლობდა თბილისის სტამბაში. მისი უშუალო მონაწილეობით გამოქვეყნდა სახარება (1709), სამოციქულო (1709), ლოცვანი (1710) და სხვა.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

  • მენაბდე ლ., ქსე, ტ. 7, გვ. 433, თბ., 1984