პეტრიწონის მონასტერი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 27: ხაზი 27:
* [http://www.doaks.org/publications/doaks_online_publications/typikaPDF/typ032.pdf Byzantine Monastic Foundation Documents_Typikon of Gregory Pakourianos for the Monastery of the Mother of God Petritzonitissa in Backovo]
* [http://www.doaks.org/publications/doaks_online_publications/typikaPDF/typ032.pdf Byzantine Monastic Foundation Documents_Typikon of Gregory Pakourianos for the Monastery of the Mother of God Petritzonitissa in Backovo]


[[კატეგორია:პეტრიწონის მონასტერი| ]]
[[კატეგორია:ბულგარეთის ისტორიული ძეგლები]]
[[კატეგორია:ბულგარეთის ისტორიული ძეგლები]]
[[კატეგორია:ბულგარეთის მონასტრები]]
[[კატეგორია:ბულგარეთის მონასტრები]]

08:44, 10 თებერვალი 2016-ის ვერსია

პეტრიწონის მონასტერი
პეტრიწონის მონასტერი
პეტრიწონის მონასტრის შესასვლელი

პეტრიწონის მონასტერი, აგრეთვე ცნობილი, როგორც ბაჩკოვოს მონასტერი (ბულგ. Бачковски манастир) — ბულგარეთში ქართული ქრისტიანული ხუროთმოძღვრების მნიშვნელოვანი მონუმენტი, ერთ-ერთი უდიდესი და უძველესი მართლმადიდებლური მონასტერი აღმოსავლეთ ევროპაში. მდებარეობს მდ. ჩეპელარეს მარჯვენა სანაპიროზე, სოფიიდან 89 კმ-ში და ამჟამად ბულგარეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდის პირდაპირ დაქვემდებარებაშია.

მონასტრის არქიტექტურა გამოირჩევა საერთო რწმენით დაკავშირებული ბიზანტიური, ქართული და ბულგარული კულტურის უნიკალური კომბინაციით.

ისტორია

მონასტერი 1083 წელს დააფუძნა უფლისწულმა გრიგოლ ბაკურიანის ძემ, რომელიც ცნობილი ქართველი სახელმწიფო მოღვაწე და სამხედრო მეთაური იყო ბიზანტიის კარზე. მანვე შეუდგინა მონასტერს ტიპიკონი ქართულ და ბერძნულ ენებზე.

კომპლექსში შედიოდა ღვთისმშობლის (მთავარი ტაძარი), იოანე ნათლისმცემლისა და წმინდა გიორგის ეკლესიები, აგრეთვე საძვალე (საძვალეში დაკრძალული არიან ძმები აბაზ და გრიგოლ ბაკურიანის ძენი). პეტრიწონის მონასტრის ირგვლივ მდებარე მიწები და დასახლებები მის საკუთრებას შეადგენდნენ, რაც ხელს უწყობდა მონასტრის ეკონომიკურად გაძლიერებას და დაწინაურებას. მონასტერთან არსებობდა სემინარია. იქაურ მწიგნობრულ საქმიანობას, ტრადციული აზრით თითქმის ოცი წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა იოანე პეტრიწი, რომლის ლიტერატურულ-ფილოსოფიურმა სკოლამ კიდევ უფრო დაუახლოვა ქართული მწერლობა ბიზანტიურს. დოგმატური ფილოსოფიის წიგნების თარგმნითა და კომენტარებით დიდად შეუწყო ხელი ქართული ფილოსოფიური აზროვნების განვითარებას 1204 წელს მონასტერი ჯვაროსნებმა დაარბიეს და გაძარცვეს.

ბულგარეთის მეორე იმპერიის პერიოდში მონასტერს მფარველობდა მეფე ივანე ალექსანდრე, რაც სამლოცველოს ერთ-ერთი არკის კედლის ფრესკაზეა გამოსახული. მე-11 საუკუნიდან მონასტერში სკოლა იყო განთავსებული.

მიუხედავად იმისა, რომ მონასტერი თურქების ბულგარეთში მრავალგზის შემოსევას გადაურჩა, ის საბოლოოდ მაინც გაძარცვულ და განადგურებულ იქნა, თუმცა XV საუკუნეში ისევ აღადგინეს. უცნობი ავტორის რეფექტორიის კედლებზე შესრულებული მიურალები განსაკუთრებული მხატვრული ღირებულებისაა, რომელიც 1601 წელს აღდგა, ხოლო ღვთისმშობლის ეკლესია, დღემდე შემორჩენილი, 1604 წელს დასრულდა.

მიუხედავად ამისა, სამონასტრო ცხოვრება შემდგომ საუკუნეებშიც გრძელდებოდა. რუსეთ-თურქეთის ომის (1877-1878) დროს რუსეთის არმიის ნაწილმა კაპიტან ჯორჯაძის მეთაურობით თურქთაგან დარბევას გადაარჩინა.

შემონახულია 1311 წლის ქართულწარწერიანი ღვთისმშობლის ხატი. მთავარი ეკლესიის გუმბათის ჯვარს ქართული წარწერა აქვს.

რესურსები ინტერნეტში