აბდულმესიანი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 9: ხაზი 9:
== ლიტერატურა ==
== ლიტერატურა ==
*{{ქსე|1|23-24|ცაიშვილი ს.}}
*{{ქსე|1|23-24|ცაიშვილი ს.}}
{{თამარ მეფე}}


[[კატეგორია:ძველი ქართული ლიტერატურა]]
[[კატეგორია:ძველი ქართული ლიტერატურა]]

18:14, 9 თებერვალი 2016-ის ვერსია

აბდულმესიანი, ძველი ქართული ლიტერატურის კლასიკური ეპოქის ძეგლი, სახოტბო ოდების კრებული, რომლის ავტორად მიჩნეულია იოანე შავთელი. ძეგლში მოხსენებული სხვადასხვა ისტორიული რეალიის მიხედვით (ტრაპიზონის სამეფოს დაარსება, ბასიანის ბრძოლა) იგი შექმნილი უნდა იყოს XIII საუკუნის პირველ ათწლეულში. თხზულებაში თამარ მეფესთან ერთად შექებულია მისი მეუღლე დავით სოსლანი, რასაც ადასტურებს იგივე ისტორიული რეალიები, ნაწარმოების იდეოლოგიური მიმართულება და მისი ზოგი ხელნაწერის სათაურიც. ამ ტრადიციული თვალსაზრისისაგან განსხვავებით ნ. მარს "აბდულმესიანი" დავით აღმაშენებლის ქებად მიაჩნდა. კ. კეკელიძეს მიაჩნდა, რომ თხზულებაში დავით აღმაშენებელთან ერთად შექებულია თამარ მეფე, ამასთან იზიარებდა ძველ ქართველ მეცნიერთა (იოანე და თეიმურაზ ბაგრატიონების და სხვა) შეხედულებას, რომ "აბდულმესიანი" სხვა, დაკარგული ნაწარმოების სახელწოდებაა და არა ამ თხზულებისა. შ. ნუცუბიძის აზრით კი, სხვადასხვა დროს მოღვაწეობდა ორი შავთელი, რომელთაგან პირველმა დავით აღმაშენებლის ქება შეთხზა, მეორემ კი - თამარ მეფისა და დავით სოსლანის ქება. ამ ორი თხზულების შერწზმის შედეგად წარმოიშვა "აბდულმესიანის" სახელით ცნობილი, ჩვენამდე მოღწეული კრებული. საკითხის საბოლოო გადაწყვეტას ართულებს ისიც, რომ ხოტბათა ტექსტმა გვიანდელი (XVIII-XIX სს.) და საგრძნობლად შებღალული ხელნაწერებით მოაღწია. მრავალ გაუგებრობას დაუდო სათავე იაკობ დუმბაძემაც (XVII ს. ). მან თხზულება არჩილ მეფის ხოტბად გადააკეთა, ტექსტში თამარის სახელი წარხოცა და ავტორობაც მიისაკუთრა.

"აბდულმესია" თხზულების სახელწოდება და შექებული გმირის ეპითეტი უნდა იყოს (აბდ ალ-მესიჰ, არაბულად - მონა მესიისა, ქრისტესი) და არა ავტორის ზედწოდება, როგორც ადრე ეგონათ დავით რექტორს, პ. იოსელიანსა და სხვებს. მას თხზულების გმირად მიიჩნევს ერთ-ერთი უძველესი წყაროც - "ვეფხისტყაოსნის" ბიბლიოგრაფიული სტროფი [(უქია) "აბდულმესია - შავთელსა..."].

აბდულმესიანი საკარო პოეზიის ტიპობრივი ნიმუშია, რომელშიც შექებულია მეფე-პატრონთა ქველი საქმეები. "აბდულმესიანში" გატარებულია იმ დროისათვის პროგრესული იდეა ძლიერი, ცენტრალიზებული სახელმწიფოსი, რომელსაც წარმართავს ღვთით დადგენილი თვითმპყრობელი მეფე. ღრმა ეროვნულ სულისკვეთებასთან ერთად თხზულების მსოფლმხედველობრივი საფუძველია აღიარება ძლიერი ქართული სახელმწიფოსი, რომელსაც იმდროინდელ ახლო აღმოსავლეთში განსაკუთრებული მისია - ქრისტიანობის დაცვა-განმტკიცება ეკისრებოდა. თავისი მესიანისტური კინცეფციით "აბდულმესიანი" ეხმაურება კლასიკური ხანის სხვა ძეგლებს. მისი იდეოლოგიური მიმართულების აშკარა პარალელი დასტურდება თამარისავე ეპოქის საისტორიო თხზულებებში.

ხოტბები დაწერილია ამაღლებული, მწიგნობრული სტილით. ავტორი ამჟღავნებს ფართო და ღრმა განსწავლულობას.

ლიტერატურა