ზიმბაბვე: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 294: ხაზი 294:


ადგილობრივი ტრადიციული აფრიკული რელიგიების მიმდევრები შეადგენენ დაახლოებით 11 %-ს. მოსახლეობის 0,1 % [[ინდუიზმი|ინდუსია]] და 0,3 % [[ბაჰაიზმი|ბაჰაისტი]]. მოსახლეობის დაახლოებით 7 % არ მიეკუთვნება არც ერთ რელიგიას ანუ [[ათეიზმი|ათეისტია]].<ref>{{cite web|url=http://www.globalreligiousfutures.org/countries/zimbabwe#/?affiliations_religion_id=0&affiliations_year=2010&region_name=All%20Countries&restrictions_year=2013|title=Zimbabwe in PEW-Templeton Global Religious Futures Project}}</ref><ref>{{cite web|url=http://www.thearda.com/internationalData/countries/Country_246_1.asp|title=Zimbabwe in ARDA}}</ref><ref>{{cite web|url=http://www.state.gov/j/drl/rls/irf/religiousfreedom/index.htm#wrapper|title=Zimbabwe at "International Religious Freedom Report", USA Departament of State}}</ref>
ადგილობრივი ტრადიციული აფრიკული რელიგიების მიმდევრები შეადგენენ დაახლოებით 11 %-ს. მოსახლეობის 0,1 % [[ინდუიზმი|ინდუსია]] და 0,3 % [[ბაჰაიზმი|ბაჰაისტი]]. მოსახლეობის დაახლოებით 7 % არ მიეკუთვნება არც ერთ რელიგიას ანუ [[ათეიზმი|ათეისტია]].<ref>{{cite web|url=http://www.globalreligiousfutures.org/countries/zimbabwe#/?affiliations_religion_id=0&affiliations_year=2010&region_name=All%20Countries&restrictions_year=2013|title=Zimbabwe in PEW-Templeton Global Religious Futures Project}}</ref><ref>{{cite web|url=http://www.thearda.com/internationalData/countries/Country_246_1.asp|title=Zimbabwe in ARDA}}</ref><ref>{{cite web|url=http://www.state.gov/j/drl/rls/irf/religiousfreedom/index.htm#wrapper|title=Zimbabwe at "International Religious Freedom Report", USA Departament of State}}</ref>

== ეკონომიკა ==
1980 წელს დამოუკიდებლობის მოპოვებამდე ზიმბაბვე ეკუთვნოდა აფრიკის კონტინენტზე [[ეკონომიკა|ეკონომიკურად]] ერთ-ერთ ყველაზე უფრო განვითარებულ ქვეყნებს. დღეისათვის ზიმბაბვე შედის მსოფლიოში ყველაზე უფრო ღარიბი ქვეყნების რიცხვში. 2012 წელს [[მთლიანი შიდა პროდუქტი]] ერთ სულ მოსახლეზე — 600 USD დოლარია. ეს ყველაზე უფრო დაბალი დონეა მსოფლიოს ყველა ქვეყნებსა და ტერიტორიებს შორის კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემდეგ.<ref>[https://www.cia.gov/library/publications/the-world-factbook/rankorder/2004rank.html?countryname=Zimbabwe&countrycode=zi&regionCode=afr&rank=227#zi The World Factbook]</ref>

[[მრეწველობა]]ში დაკავებულია შრომისუნარიანი მოსახლეობის 10 %, რომლებიც ქმნიან მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 21,6 %-ს. ქვეყანაში მუშაობს ტექსტილის, თამბაქოს, ავტომანქანის აკუმულატორების და სასოფლო-სამეურნეო ნედლეულის გადამუშავების მწარმოებელი დაწესებულებები. მიმდინარეობს [[რკინა|რკინის]], [[ოქრო]]ს, [[აზბესტი]]ს, [[ნახშირი (წიაღისეული)|ქვანახშირის]], [[ვერცხლი]]ს, [[ნიკელი]]ს, [[პლატინა|პლატინის]] სამრეწველო მოპოვება, ამასთან ყველაზე უფრო მთავარ როლს ასრულებს ოქროს მოპოვება. 1996 წელს დაიწყო [[ალმასი]]ს მოპოვება.

[[სოფლის მეურნეობა]]ში დაკავებულია შრომისუნარიანი მოსახლეობის 66 %, რომლებიც ქმნიან მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 16,7 %-ს. მუშავდება ქვეყნის ტერიტორიის 8,3 %, ირწყვება მიწის 174 ათასი ჰა. მთავარი საექსპორტო კულტურებია [[თამბაქო]] (3-ე ადგილი მსოფლიოში), [[ბამბა (ბოჭკო)|ბამბა]], [[ჩაი]] (22 ათასი ტონა) და [[შაქრის ლერწამი]] (3,3 მილიონი ტონა). შიდა მოხმარეობისათვის მოჰყავთ [[მაგარი ხორბალი|ხორბალი]] (140 ათასი ტონა), [[სიმინდი]] (900 ათასი ტონა), [[ბოსტნეული კულტურები]] (135 ათასი ტონა). ხშირი [[გვალვა|გვალვები]] დიდ ზიანს აყენებენ სოფლის მეურნეობას.

2013 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებმა შეადგინა — 2,7 მილიონი [[USD]]. სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯებმა — 2,2 მილიონი USD.


== რესურსები ინტერნეტში ==
== რესურსები ინტერნეტში ==

14:55, 8 თებერვალი 2016-ის ვერსია

ზიმბაბვეს რესპუბლიკა
Republic of Zimbabwe
ზიმბაბვე
ზიმბაბვეს
დევიზი: Unity, Freedom, Work
ჰიმნი: Blessed be the land of Zimbabwe
ზიმბაბვეს მდებარეობა
დედაქალაქი
(და უდიდესი ქალაქი)
ჰარარე
17°50′ ს. გ. 31°03′ ა. გ. / 17.833° ს. გ. 31.050° ა. გ. / -17.833; 31.050
ოფიციალური ენა ინგლისური
მთავრობა რესპუბლიკა
 -  პრეზიდენტი რობერტ მუგაბე
 -  პირველი ვიცე-პრეზიდენტი ემერსონ მნანგაგვა
 -  მეორე ვიცე-პრეზიდენტი ფელეკეზელა მფოკო
ფართობი
 -  სულ 390 757 კმ2 (მე-60)
 -  წყალი (%) 1
მოსახლეობა
 -  2008 შეფასებით 13 349 000 (68-ე)
 -  2012 აღწერა 13 061 239[1][2][3][4] 
 -  სიმჭიდროვე 33,43 კაცი/კმ2 (170-ე)
მშპ (მუპ) 2008 შეფასებით
 -  სულ $2.2 მილიარდი (158-ე)
 -  ერთ მოსახლეზე $188 (178-ე)
აგი (2007) 0.513 (საშუალო) (151-ე)
ვალუტა აშშ დოლარი (USD)
დროის სარტყელი (UTC +2სთ.)
 -  ზაფხულის (DST) (UTC +2სთ.) (UTC)
ქვეყნის კოდი ZWE
Internet TLD .zw
სატელეფონო კოდი 263

ზიმბაბვე (ინგლ. Republic of Zimbabwe, ოფიც. „ზიმბაბვეს რესპუბლიკა“, ყოფილი როდეზია) — სახელმწიფო აფრიკის კონტინენტის სამხრეთ ნაწილში, ჩანჩქერ ვიქტორიას, მდინარეებს ზამბეზსა და ლიმპოპოს შორის. ესაზღვრება სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას სამხრეთით, ბოტსვანას დასავლეთით, ზამბიას ჩრდილო-დასავლეთით და მოზამბიკს აღმოსავლეთით.

ისტორია

კოლონიამდელი პერიოდი

თავდაპირველად ზიმბაბვეს ტერიტორია დასახლებული იყო ხალხით, რომლებიც ლაპარაკობდნენ კოისანის ენებზე და კულტურით ახლო იყვნენ მათ თანამედროვე შთამომავალ ხალხთან.

ჩვენი წელთაღრიცხვის დაახლოებით IX საუკუნიდან არსებობს თანამედროვე ზიმბაბვეს ტერიტორიის საკმაოდ განვითარებული კულტურის ხალხით დასახლების მტკიცებულება, რომელიც შეიძლება მიეწეროს გოკომერეს ხალხს, დღევანდელი შონას ხალხის წინაპრებს. მათ დააარსეს მუტაპას სამეფოს იმპერია, რომლის დედაქალაქი იყო ქალაქი, რომლის ნანგრევები დღეისათვის ცნობილია, როგორც „დიდი ზიმბაბვე“ (თანამედროვე შონას ენაზე dzimba dzemabwe ნიშნავს 'ქვის სახლებს').

XV საუკუნის შუა პერიოდისათვის, როდესაც ინდოეთის ოკეანის სანაპიროზე გამოჩნდნენ პორტუგალიელები, პორტუგალია ფლობდა ზიმბაბვეს თითქმის მთელ ტერიტორიას და მოზამბიკის ნაწილს. პორტუგალიელებთან შეჯახების შემდეგ იმპერია დაიშალა, თუმცა მისი ნარჩენები კარანგას ტომის სახელმწიფოს სახით შენარჩუნდა XX საუკუნის დასაწყისამდე. XVII საუკუნისთვის შონას ხალხის ნაწილი ხელმეორედ გაერთიანდა როზვის იმპერიაში, რომელმაც შეძლო განედევნა პორტუგალიელები ზიმბაბვეს პლატოდან.

როზვის იმპერიამ თავისი არსებობა შეწყვიტა XIX საუკუნის შუა პერიოდში, როდესაც ჩაკას ხელმძღვანელობით ზულუსების ექსპანსიის შედეგად დღევანდელი სამხრეთ-დასავლეთ ზიმბაბვეს ტერიტორიაზე გადასახლდნენ ნდებელეს ტომები მეფე მზილიკაზის მმართველობის ქვეშ. იმავე დროს ზიმბაბვეს ტერიტორიაზე გაიხსნა ოქროს საბადოები და ეს მიწები მოხვდა ბრიტანეთის იმპერიის ინტერესთა ზონაში.

როდეზია

1888 წელს სესილ როდსმა შეთანხმება დადო მზილიკაზის მემკვიდრე ლობენგულასთან, რომელმაც ბრიტანელებს ნება დართო ჩარეულიყო მატაბელელენდის ეკონომიკაში (ნდებელეს ტომებით დასახლებული ზიმბაბვეს სამხრეთ-დასავლეთი). 1899 წელს იმავე როდსის ძალისხმევით ბრიტანეთის სამხრეთაფრიკულმა კომპანიამ უფლება მიიღო დაეარსებინა დიდი ტერიტორიები, რომელიც მოიცავდა დღევანდელ ზიმბაბვეს და ზამბიას, იმ დროიდან ცნობილი, როგორც შესაბამისად სამხრეთი და ჩრდილოეთი როდეზია. 1895 წელს კომპანიის ჯარები შევიდნენ მაშონალენდში (ზიმბაბვეს ცენტრი და ჩრდილოეთი), რამაც დასაწყისი მისცა ამ მიწების კოლონიზაციას.

1896—1897 წლებში შავკანიანი მოსახლეობა (პირველ რიგში შონა და ნდებელე) აჯანყდა ბრიტანული მმართველობის წინააღმდეგ, მაგრამ ამ ჯანყმა, ცნობილი როგორც (პირველი) ჩიმურენგა, სრული კრახი განიცადა, პირველ რიგში კატასტროფული ტექნოლოგიური სხვაობის გამო. უკვე XX საუკუნიდან იწყება სამხრეთ როდეზიის დასახლება თეთრკანიანი მოსახლეობით.

1922 წელს ბრიტანეთის სამხრეთაფრიკულმა კომპანიამ შეწყვიტა სამხრეთ როდეზიის მართვა. რეფერენდუმის შედეგად, რომელიც ძირითადად თეთრკანიან მოსახლეობას შორის ჩატარდა, ის არ შევიდა სამხრეთ აფრიკის კავშირში, იგი გახდა თვითმართვადი კოლონია ბრიტანეთის იმპერიის შემადგენლობაში.

მეორე მსოფლიო ომის დამთავრებისა და კოლონიალური სისტემის ნგრევის დაწყების შემდეგ აფრიკის ბევრი ახალი დამოუკიდებელი ქვეყანა დაადგა სოციალისტური განვითარების გზას, მაშინ როდესაც სამხრეთ აფრიკის ქვეყნებში (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ანგოლა, მოზამბიკი) ხელისუფლება გადავიდა მხოლოდ თეთრკანიანი მოსახლეობის უმცირესობის ხელში. ამ უკიდურესობის თავიდან აცილების მიზნით, 1953 წელს შეიქმნა როდეზიისა და ნიასალენდის ფედერაცია, რომელიც მოიცავდა სამხრეთ როდეზიას, ჩრდილოეთ როდეზიას და ნიასალენდს (თანამედროვე მალავი), ფედერალური ტერიტორიის სტატუსით (უკვე არა კოლონიის, მაგრამ არც დომინიონის). მაგრამ ათი წლის შემდეგ, 1963 წელს ფედერაცია დაიშალა, როდესაც დამოუკიდებლობა მიიღო ზამბიამ და მალავი.

სამხრეთ როდეზიის თეთრკანიანთა მთავრობა ასევე ითხოვდა დამოუკიდებლობას, მაგრამ ლონდონი მისი მინიჭების წინააღმდეგი იყო, ვიდრე ქვეყანაში ხელისუფლება მთლიანად არ გადაეცემოდა შავკანიან უმრავლესობას (NIBMAR-ის პოლიტიკა: No Independence Before Majority African Rule). პასუხად 1965 წლის 11 ნოემბერს სამხრეთ როდეზიის პრემიერ-მინისტრმა იან სმიტმა გამოაცხადა დამოუკიდებლობა, რომელიც არ აღიარა დიდმა ბრიტანეთმა. 1970 წელს იან სმიტმა სამხრეთ როდეზია რესპუბლიკად გამოაცხადა, რომელმაც ასევე არანაირი საერთაშორისო მხარდაჭერა ვერ მოიპოვა.

როდეზიის ფრონტის პარტიის მთავრობა იან სმიტის ხელმძღვანელობით ატარებდა სეგრეგაციის პოლიტიკას, რომელსაც ხშირად ადარებენ აპართეიდთან, თუმცა, მკაცრად რომ ითქვას, ეს მთლიანად ასე არ არის. მაგალითად, სამხრეთ როდეზიაში «რასობრივი» ცენზის ნაცვლად ხშირად გამოიყენებოდა ქონებრივი ცენზი, პარლამენტში შენარჩუნებული იყო შავკანიანი დეპუტატების არსებობა, ჯარში არსებობდა რასობრივი სახით შერეული სამხედრო ნაწილები, როდეზიაში არ ჩატარებულა სამხრეთაფრიკული ტიპის ტერიტორიალური სეგრეგაციები. მაგრამ საქმეში მთელი ხელისუფლება ეკუთვნოდა თეთრკანიან უმცირესობას, ქვეყანაში მოქმედებდა რასობრივი დისკრიმინაციის რეჟიმი. ბევრ საზოგადოებრივ დაწესებულებებში ემსახურებოდნენ მხოლოდ თეთრკანიანებს, ნაყოფიერი მიწების დიდი ნაწილი იმყოფებოდა თეთრკანიანი ფერმერების ხელში.

შეიარაღებულ პარტიზანულ ბრძოლას როდეზიის ხელისუფლების წინააღმდეგ აწარმოებდა ზიმბაბვეს აფრიკის ეროვნულ-გამანთავისუფლებელი არმია (ZANLA) რობერტ მუგაბეს ხელმძღვანელობით და ზიმბაბვეს სახალხო-რევოლუციური არმია (ZIPRA) ჯოშუა ნკომოს ხელმძღვანელობით, ზიმბაბვეს აფრიკელი ხალხის კავშირის (ZAPU) ლიდერი, რომლებსაც ჰქონდათ ბაზები სამხრეთ როდეზიის მეზობელ ქვეყნებში (მაგალითად, ბოტსვანა და ზამბია) და სარგებლობდნენ საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირისა და ჩინეთის დახმარებით. 1975 წელს მოზამბიკის ხელისუფლებაში ფრელიმოს სოციალისტური მთავრობის მოსვლის შემდეგ ეს ქვეყანა გახდა ძირითადი ბაზა ზიმბაბვეს აფრიკის ეროვნულ-გამანთავისუფლებელი არმიის მეომრებისათვის. თეთრკანიანი უმცირესობის ხელისუფლების წინააღმდეგ შეიარაღებულმა ბრძოლამ, რომელიც მიმდინარეობდა 1964 წლიდან, სახელად მიიღო ჩიმურენგა (მეორე).

იან სმიტმა სრულმასშტაბიანი სამოქალაქო ომის თავიდან ასარიდებლად 1978 წლიდან დაიწყო მოლაპარაკებები ზომიერი პოლიტიკური შეხედულების შავკანიან ლიდერებთან, როგორებიცაა აბელ მუზორევა გაერთიანებული აფრიკული ეროვნული კონგრესიდან და ნდაბანინგი სიტოლე ZANU-ndonga-დან. ქვეყანამ მიიღო დასახელება ზიმბაბვე-როდეზია, ხოლო პარლამენტის არჩევნების შედეგად პირველად ჩამოყალიბდა შავკანიანთა უმრავლესობა, თუმცა მოსამართლეთა კორპუსი ან, მაგალითისთვის, ჯარი, მაინც ძირითადად რჩებოდა თეთრკანიანების ხელში. პრემიერ-მინისტრი გახდა აბელ მუზორევა, რომელსაც ემხრობოდნენ იან სმიტიც და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ხელისუფლებაც, მაგრამ მან ვერ მიიღო ამომრჩეველთა მთლიანი ნდობა ზიმბაბვეში.

1979 წლის 12 დეკემბრის ლანკასტერჰაუზის კონფერენციის შეთანხმების საფუძველზე ზიმბაბვე-როდეზიაში ხელისუფლება დროებით გადაეცა დიდი ბრიტანეთის გუბერნატორს ლორდ არტურ კრისტოფერ ჯონ სოუმსს, პარტიზანულ დაჯგუფებებს უნდა შეეწყვიტათ საბრძოლო მოქმედებები და დაბანაკებულიყვნენ სპეციალურად გამოყოფილ იზოლირებულ ბანაკებში. 1980 წლის საყოველთაო არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა ZANU-ს რადიკალურმა ფრთამ — ზიმბაბვეს აფრიკულმა ეროვნულმა კავშირმა რობერტ მუგაბეს ხელმძღვანელობით.

მუგაბეს მმართველობის პერიოდი

1982 წელს ჯოშუა ნკომო გარიცხეს მთავრობიდან (მასთან იარაღის საწყობის აღმოჩენის გამო), რამაც გამოიწვია უკმაყოფილება მისი ტომის ხალხ — ნდებელეს შორის და გადაიზარდა მასიურ არეულობებში. ხელისუფლებამ მათ წინააღმდეგ საბრძოლველად მატაბელელენდში გააგზავნა ძირითადად შონას ხალხისგან შემდგარი მეხუთე ბრიგადა, რის შედეგადაც განხორციელდა ბევრი დანაშაულებრივი ქმედებები: გარდაიცვალა 20 000-მდე ადამიანი. მხოლოდ 1987 წელს განახლდა მოლაპარაკებები ZANU-სა და ZAPU-ს შორის, ხოლო 1988 წელს ისინი გაერთიანდნენ ერთ პარტიაში, რომელსაც სახელად ეწოდა ZANU-PF.

1992 წლის გვალვის და მას მოყოლილი შიმშილის შემდეგ შემოღებული იქნა საგანგებო მდგომარეობა; საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემუშავებულმა აღდგენის პროგრამამ კიდევ უფრო მეტი უკმაყოფილება გამოიწვია. ქვეყნიდან დევნილების ნაკადის რაოდენობა გაიზარდა, განსაკუთრებით ნდებელეს ტომის ხალხის შევიწროვებისა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ხელისუფლებაში აფრიკის ეროვნული კონგრესის მოსვლის ფონზე. შედეგად ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება დაეჩქარებინა მიწის რეფორმა.

ქვეყანაში დამუშავებისათვის ვარგისი 70 %-მდე მიწა იმყოფებოდა თეთრკანიანი მოსახლეობის უმცირესობის ხელში, რომლებმაც ის ძირითადად დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ შეიძინა. დიდი ბრიტანეთი გამოყოფდა მილიონობით ფუნტ სტერლიგ ფულს ზიმბაბვეს ხელისუფლების მიერ ამ მიწების ნებაყოფლობით გამოსყიდვისთვის, მაგრამ მიწების გადაცემა შავკანიანი მოსახლეობისათვის მიმდინარეობდა საკმაოდ ნელი ტემპით. შედეგად 1999 წელს დაიწყო თეთრკანიანი ფერმერების ძალისმიერი გამოსახლება და მათი მიწების შავკანიანი მოსახლეობისათვის გადაცემა (ძირითადად რობერტ მუგაბეს პოლიტიკური მომხრეებისათვის). ამ ნაბიჯებმა გამოიწვია საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან და პირველ რიგში დიდი ბრიტანეთისგან ზიმბაბვეს ხელისუფლების მკვეთრი კრიტიკა, რომელმაც ზიმბაბვეს წინააღმდეგ შემოიღო ეკონომიკური სანქციები.

მიგრაციის შედეგად თეთრკანიანი მოსახლეობის რაოდენობა ქვეყნის დამოუკიდებლობამდე იზრდებოდა: 1927 წელს 922 ათას შავკანიანზე მოდიოდა 38,2 ათასი თეთრკანიანი, 1939 წელს თეთრკანიანთა რაოდენობა გაიზარდა 60 ათას ადამიანამდე, 1946 წელს 1640 ათას შავკანიანზე მოდიოდა 80,5 ათასი თეთრკანიანი მოსახლეობა. 1952 წელს თეთრკანიანთა რაოდენობამ მიაღწია 135 ათასს, 1963 წელს — 223 ათასს. 1987 წელს თეთრკანიანთა რაოდენობა შემცირდა 100 ათას ადამიანამდე. დღეისათვის ქვეყნიდან მოსახლეობის მასიური გადინების გამო ზიმბაბვეში ცხოვრობს დაახლოებით 30 ათასი თეთრკანიანი მაცხოვრებელი[5][6][7] — ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის 1 %-ზე ნაკლები.

2002 წელს ერთა თანამეგობრობამ შეაჩერა ზიმბაბვეს წევრობა ადამიანის უფლებების დარღვევებისა და არჩევნების ფალსიფიკაციის გამო; 2003 წელს რობერტ მუგაბემ თვითონვე გამოაცხადა ზიმბაბვეს ერთა თანამეგობრობიდან გასვლის შესახებ.

2005 წლის არჩევნების შემდეგ, რომლის დროსაც გახლეჩილმა ოპოზიციამ ვერ შეძლო ვერაფრით დაპირისპირებოდა ZANU-PF-ს, მუგაბემ გამოაცხადა ოპერაცია «მურამბატსვინას» (შონას ენაზე «გავყაროთ ნაგავი») დაწყების შესახებ, რომლის მიზანი თითქოს ქვეყნის თვითნებურად აგებული ქოხებისგან გაწმენდა იყო. კრიტიკოსების აზრით, ამ ოპერაციისგან პირველ რიგში იტანჯებიან მოსახლეობის უღარიბესი ფენები, განსაკუთრებით ნდებელეს ხალხი.

მიწის გადანაწილებამ მოიტანა სოფლის მეურნეობაში პროდუქტიულობის მკვეთრი კლება, ფასების კატასტროფული ზრდა და უმუშევრობა (ზრდასრული მოსახლეობის 80 %-მდე).

გეოგრაფია

ზიმბაბვეს ხედი კოსმოსიდან
ზიმბაბვეს ტოპოგრაფიული რუკა
ზიმბაბვეს რუკა
ზიმბაბვეს ქალაქები

სახელმწიფო საზღვრის საერთო სიგრძე შეადგენს 3066 კმ-ს: ბოტსვანასთან — 813 კმ, მოზამბიკთან — 1231 კმ, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასთან — 225 კმ, ზამბიასთან — 797 კმ.

ზიმბაბვეს ტერიტორიის დიდი ნაწილი მდებარეობს ზღვის დონიდან 1000—1500 მეტრ სიმაღლეზე ვრცელი დოკემბრიული პერიოდის მაშონას და მატაბელეს ცოკოლური პლატოს საზღვრებში, რომლებიც საფეხურებით დაბლდება მდინარე ზამბეზის შუა დინების (ჩრდილოეთით) და ლიმპოპოს და საბის მდინარეებს შორის არსებული ნაწილის (სამხრეთით) მაღალ პლასტებიან ქვიშოვან ველებზე. ქვეყნის უმაღლესი წერტილია — ნიანგანის მთა (2592 მეტრი) ზიმბაბვეს აღმოსავლეთში.

სასარგებლო წიაღისეული

პლატინოიდების და ქრომიტების რაოდენობით ზიმბაბვეს III ადგილი უკავია მსოფლიოში. ასევე ბევრია რკინის მადნის საბადოები, კერძოდ: ოქრო, იშვიათი ლითონები, სპილენძი, ნიკელი, კობალტი, ბოქსიტები, ქვანახშირი და ძვირფასი ქვები (ალმასი, ლალი, ზურმუხტი).

შიდა წყლები

ინდოეთის ოკეანის აუზში ხშირია მდინარეთა ქსელი, დასავლეთით არსებული შიდა მდინარეული ჩამონადენის მცირე რაიონის გამოკლებით. მდინარე ზამბეზის, რომელიც მიედინება ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ საზღვარზე, უერთდება შენაკადები (გვაი, სენგვა, სანიატი, ჰუნიანი და სხვა) ზიმბაბვეს ნახევარი ტერიტორიიდან. მდინარე ლიმპოპოში, რომელიც მიედინება ქვეყნის სამხრეთ საზღვარზე, ჩაედინებიან მდინარეები შაშე, უმზინგვანი, ბუბიე, მვენეზი. სამხრეთ-აღმოსავლეთში მდინარე სავეს უერთდება შენაკადები რუნდე და საბი. დასავლეთით მდინარე ნატა შენაკადებით შრება კალაჰარისკენ მიმავალ გზაზე. ზიმბაბვეს მდინარეები არ არიან დიდები, შრებიან მშრალ სეზონში, ბევრია ჭორომი და ჩანჩქერი, რომელთაგან ყველაზე განთქმულია ვიქტორია მდინარე ზამბეზი. ბევრ მდინარეზე აშენებულია წყალსაცავები, რომელთაგან ყველაზე დიდია კარიბა. სანაოსნოა ზამბეზის და ლიმპოპოს მხოლოდ ცალკეული მონაკვეთები.

კლიმატი

ზიმბაბვეს კლიმატი მერყეობს ჩრდილოეთში სუბეკვატორული კლიმატიდან სამხრეთში ტროპიკულ კლიმატამდე. წელიწადში გამოირჩევა სამი სეზონი: თბილი ნოტიო ზაფხული (ნოემბრიდან მარტის ჩათვლით, 21—27 °С), გრილი მშრალი ზამთარი (აპრილი — ივნისი, 13—17 °С, მთებში იცის სუსხიც) და ცხელი მშრალი გაზაფხული (აგვისტო — ოქტომბერი, 30—40 °С). წელიწადში ნალექების რაოდენობა შეადგენს 400 მმ-დან სამხრეთის დაბლობებში 2000 მმ-მდე აღმოსავლეთის მთებში.

პლატოს ცენტრალური ნაწილის საშუალო წლიური ტემპერატურაა — 18,89 °C; საშუალოწლიური მაქსიმუმი — 25,56 °C, მინიმუმი — 12,22 °C.

ივნისი და ივლისი ყველაზე უფრო გრილი თვეებია წელიწადში. ამ დროს ქვეყნის ძირითადი ნაწილისთვის დამახასიათებელია მსუბუქი სუსხი, მაგრამ ძლიერი ყინვები (−5 °C და უფრო დაბალი) საკმაოდ იშვიათია. აგვისტოს შუა რიცხვებიდან დაწყებული ტემპერატურა თანდათან იზრდება და თავის პიკს აღწევს ოქტომბერში, ამიტომ სექტემბერი და ოქტომბერი ყველაზე უფრო ნაკლებად სასიამოვნო თვეებია. თუმცა ზღვის დონიდან 1200 მეტრზე უფრო მაღლა მდებარე რეგიონებში 37 °C-ზე უფრო მაღალი ტემპერატურა იშვიათობაა — როგორც წესი, ამ თვეებში ტემპერატურა იმყოფება 29—35 °C-ის ინტერვალში.

ჰაერის ფარდობითი ტენიანობა ოქტომბერში და სექტემბერში არ აჭარბებს 35—40 %-ს. ნოემბრიდან დაწყებული დღის ტემპერატურა ეცემა მზარდი ღრუბლიანობის გამო, რომელიც თან ახლავს წვიმების სეზონის დასაწყისს, ხოლო ტენიანობა მატულობს[8].

ფლორა და ფაუნა

ტყის გაჩეხვის კატასტროფული ტემპების გამო, დღეისათვის ტყის მცენარეულობას უკავია ქვეყნის ტერიტორიის ნახევარზე უფრო ცოტა. რელიქტური ნოტიო მარადმწვანე ტყეები შენარჩუნებულია მხოლოდ ნიანგანის მთის კალთებზე ქვეყნის აღმოსავლეთში. დასავლეთში იზრდება მშრალი ფოთლოვანი ტექის ხის ტყეები. მაშონას პლატოზე გავრცელებულია მშრალი მეჩხერი მიომბოს და მოპანეს (ლათ. Colophospermum mopane) ტყეები. მატაბელეს პლატო დაფარულია ხეებიანი და ბუჩქოვანი სავანებით. ზამბეზის ხეობაში ბევრია დატბორილი სავანები.

ზიმბაბვეს ცხოველთა სამყარო საკმაოდ მრავალფეროვანი და მრავალრიცხოვანია. ქვეყნის მეჩხერად დასახლებულ რაიონებში გვხვდება აფრიკული კამეჩი, ბეჰემოთები, აფთრები, მიწის მგლები, სპილოები, ანტილოპებით, ზებრებით, ჟირაფებით, ლომებით. მცირერიცხოვანია მარტორქები, ავაზები, ორიქსები, პითონები. მდინარეებში ბინადრობენ ნიანგები. ბევრია ფრინველი, ხვლიკი, გველი (მათ შორის აფრიკული პითონი).

გავრცელებულია ჭიანჭველების და ტერმიტების სხვადასხვა სახეობები; ჩრდილოეთით — ბუზი ცეცე. გაქრობის საფრთხის ქვეშაა ფრინველების და ძუძუმწოვრების (მათ შორის შავი მარტორქები, რომელთა მსოფლიო პოპულაციის ნახევარი ბინადრობს ზიმბაბვეში) 9 სახეობა, ასევე მცენარეთა 73 სახეობა. ცხოველთა სამყაროს და მცენარეულობების დასაცავად შექმნილია რამდენიმე ნაკრძალი და ეროვნული პარკი (ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 10 %), მათ შორის ყველაზე დიდებია — ჰვანგე, მატუსადონა, ვიქტორია-ფოლსი, მანა-პულსი.

ეკოლოგია

ზიმბაბვის ეკოლოგიური სიტუაცია შედარებით დამაკმაყოფილებელია. ზიმბაბვეს ყველაზე უფრო მწვავე ეკოლოგიური პრობლემებია — სასოფლო-სამეურნეო მიწების ეროზია და ტყეების ფართობის შემცირება. 1990-იან წლების შუა პერიოდში ტყეების უსისტემო გაჩეხვამ გამოიწვია ტყის მასივების ფართობის ყოველწლიური შემცირება 1,5 %-ით (ანუ 70—100 ათასი ჰექტრით). გამოტყორცნილი ნახშირორჟანგის საერთო მოცულობა შემცირდა 16,6 მილიონი ტონიდან (1990 წელს) 11,5 მილიონ ტონამდე (2005 წელს), რაც დაკავშირებულია ეკონომიკური სიტუაციის გაუარესებასთან და მრეწველობის უკუსვლასთან. წყლების დაჭუჭყიანების ძირითადი წყაროა სამთო მრეწველობა და სასუქების გამოყენება. კოღოების საწინააღმდეგო პრეპარატის კონცენტრაცია ზიმბაბვეს სოფლის მეურნეობაში ერთ-ერთი ყველაზე უფრო მაღალია მსოფლიოში.

პოლიტიკური წყობა

ზიმბაბვე რესპუბლიკაა. სახელმწიფოს მეთაურია — პრეზიდენტი. 2013 წლის ახალი კონსტიტუციის მიხედვით ირჩევა მოსახლეობის მიერ 5-წლიანი ვადით პირდაპირი არჩევნების გზით არაუმეტეს ორი ვადისა[9]. პრეზიდენტი რობერტ მუგაბე ასაკით ყველაზე უფრო ხნიერი მოქმედი სახელმწიფოს ხელმძღვანელია მსოფლიოში 2014 წლის 24 ივლისიდან.

პარლამენტი — ორპალატიანია. სენატი 2013 წლის ახალი კონსტიტუციის თანახახმად შედგება 80 წევრისაგან (60 ირჩევა 5-წლიანი ვადით მოსახლეობის მიერ, 2 შეზღუდული უნარის მქონე მოქალაქენი და 18 დანიშნული). ქვედა პალატა — 210 დეპუტატი, ირჩევა მოსახლეობის მიერ მაჟორიტარულ ოლქებში 5-წლიანი ვადით. ამას გარდა ცალკე აირჩა 60 ქალი დეპუტატი[10].

პოლიტიკური პარტიები:

  • ZANU-PF (რობერტ მუგაბე) — 37 ადგილი სენატში, 159 ადგილი ქვედა პალატაში;
  • მოძრაობა დემოკრატიული ცვლილებებისთვის (მორგან ცვანგირაი) — 21 ადგილი სენატში, 49 ადგილი ქვედა პალატაში;
  • მოძრაობა დემოკრატიული ცვლილებებისთვის (უელშმან ნკუბე) — 2 ადგილი სენატში.
  • დარეგისტრირებულია 20-ზე მეტი პარტია, მათ შორის ყველაზე უფრო გავლენიანებია: ზიმბაბვეს აფრიკის ეროვნული კავშირი-პატრიოტული ფრონტი — ინგლ. Zimbabwe African National Union-Рatriotic Front (ZANU-PF), ქვეყნის მმართველი პოლიტიკური პარტია, დაარსდა 1963 წელს;
  • მოძრაობა დემოკრატიული ცვლილებებისთვის (ფაქტიურად ორი ორგანიზაცია) — ინგლ. Movement for Democratic Change; კარგი მმართველობის ეროვნული კავშირი — ინგლ. National Alliance for Good Governance;
  • გაერთიანებული პარტია — ინგლ. United Party; ზიმბაბვეს აფრიკის ეროვნული კავშირი-ნდონგა — ინგლ. Zimbabwe African National Union-Ndonga (ZANU-Ndonga); ზიმბაბვეს აფრიკელი ხალხის კავშირი — ინგლ. Zimbabwe African People Union (ZAPU).
  • ზიმბაბვეს პროფკავშირების კონგრესი — ინგლ. Zimbabwe Congress of Trade Unions (ZCTU), დაარსდა 1981 წელს; ზიმბაბვეს პროფკავშირების ფედერაცია — ინგლ. Zimbabwe Trade Unions Federation (ZTUF).

საგარეო პოლიტიკა

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ზიმბაბვეს საგარეო პოლიტიკის მთავარი მიმართულება ხდება აფრიკა. ზიმბაბვე აქტიურ როლს თამაშობდა მიუმხრობლობის მოძრაობაში, ერთა თანამეგობრობაში, აპართეიდის წინააღმდეგ ბრძოლაში და «ფრონტისპირა სახელმწიფოების» ჯგუფის წევრია. ზიმბაბვეს ხელმძღვანელობა ეხმარებოდა მოზამბიკის მთავრობას მის ბრძოლაში მოზამბიკის ეროვნული წინააღმდეგობის წინააღმდეგ; 1992 წლიდან 1995 წლის ჩათვლით ზიმბაბვე მონაწილეობდა გაეროს სამშვიდობო ძალების სამშვიდობო მისიებში მოზამბიკში, რუანდაში, ანგოლაში, სომალიში.

რობერტ მუგაბეს მთავრობის ურთიერთობა დასავლეთთან გაფუჭდა ქვეყანაში თეთრკანიანი ფერმერების მიწების რეკვიზიციის დაწყების შემდეგ, ასევე მას შემდეგ, რაც დასავლეთის ქვეყნების მეთვალყურეებმა 2000 წლის არჩევნები ჩათვალეს არასამართლიანად. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა და მსოფლიო ბანკმა შეწყვიტა ზიმბაბვესთვის კრედიტების გაცემა, ეყრდნობოდა რა მთავრობის წევრების მიერ მიღებული თანხების არაკეთილსინდისიერად გამოყენებას, ასევე ვალების გადახდის შეწყვეტას. მეორე მიზეზი გახდა აშშ-ში მიღებული კანონი «ზიმბაბვეს დემოკრატიისა და ეკონომიკის აღდგენის» შესახებ (2001 წლის დეკემბერი), რომლის თანახმადაც რობერტ მუგაბეს შეუძლია აღადგინოს ნორმალური ურთიერთობა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან მხოლოდ კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკიდან ჯარების გამოყვანის და გამჭირვალე და სამართლიანი არჩევნების ჩატარების უზრუნველყოფის შემთხვევაში. ზიმბაბვეს ხელისუფლების მოქმედებები ოპოზიციასთან მიმართებაში 2002 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ევროპის კავშირის მიერ შეფასდა, როგორც მუქარა დემოკრატიისადმი, რამაც მოიტანა ზიმბაბვეს მიმართ შეზღუდული სანქციების შემოღება. ერთა თანამეგობრობამ დროებით შეაჩერა ზიმბაბვეს წევრობა ორგანიზაციაში, რის შემდეგაც ქვეყანა თვითონვე გამოვიდა იქიდან.

რობერტ მუგაბეს მთავრობა ღებულობდა რეგიონალური ლიდერის — სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის საკმაოდ სტაბილურ მხარდაჭერას, თუმცა სიტუაცია დროებით გართულდა ზიმბაბვეს არმიის კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში შეყვანის შემდეგ. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ ხმა მისცა ზიმბაბვეს გარიცხვაზე ერთა თანამეგობრობის რიგებიდან ერთი წლის ვადით, მაგრამ წინააღმდეგი გამოვიდა საერთაშორისო სანქციების დაწესებაზე. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ხელმძღვანელობა აქტიურ მონაწილეობას ღებულობს ზიმბაბვეში პოლიტიკური კრიზისის მოგვარების საქმეში.

2006 წელს ზიმბაბვეს მთავრობამ ოფიციალურად გამოაცხადა პროგრამა — «მზერა აღმოსავლეთისაკენ» («Look East»), რომელიც გახდა დასავლეთის ბაზრებიდან ჩინეთის, ინდოეთის, ირანის, ინდონეზიის, მალაიზიის, ჩრდილოეთ კორეის ბაზრებზე ორიენტაციის შეცვლის სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილი.

ზიმბაბვე — გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრია (1980 წლის 25 აგვისტოდან), შედის აფრიკის კავშირის, სამხრეთი აფრიკის განვითარების თანამეგობრობის, აღმოსავლეთი და სამხრეთი აფრიკის საერთო ბაზრის და სხვა ორგანიზაციების შემადგენლობაში.

შეიარაღებული ძალები

ჯარის რაოდენობაა: 30 ათასი ადამიანი, მათ შორის — სახმელეთო ჯარები — 25 ათასი, ავიაცია — 5139[11]. მთავარსარდალი — პრეზიდენტი. პოლიციის რაოდენობა — 25 ათასი ადამიანი[12]. ამას გარდა, არსებობენ ნახევრადსამხედრო პოლიციური შენაერთები — 2,3 ათასი ადამიანი. (2000 წელი) ჯარის ხარჯები მთლიანი შიდა პროდუქტის — 3,7 % (2006 წლის შეფასება).

ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა

ზიმბაბვეს ადმინისტრაციული დაყოფა

ზიმბაბვე დაყოფილია 8 პროვინციად, ასევე 2 პროვინციული სტატუსის მქონე ქალაქად (ჰარარე და ბულავაიო). ისინი, თავის მხრივ, იყოფიან 59 რაიონად, ხოლო ისინი — 1200 მუნიციპალიტეტად.


რუკაზე
პროვინცია ადმინისტრაციული ცენტრი ფართობი,
კმ²
მოსახლეობა[1][2][3][4],
ად. (2012 წელი)
სიმჭიდროვე,
ად./კმ²
1 ბულავაიო ბულავაიო 479 653 337 1363,96
2 ჰარარე ჰარარე 872 2 123 132 2434,78
3 მანიკალენდი მუტარე 36 459 1 752 698 48,07
4 ცენტრალური მაშონალენდი ბინდურა 28 347 1 152 520 40,66
5 აღმოსავლეთი მაშონალენდი მარონდერა 32 230 1 344 955 41,73
6 დასავლეთი მაშონალენდი ჩინჰოი 57 441 1 501 656 26,14
7 მასვინგოს პროვინცია მასვინგო 56 566 1 485 090 26,25
8 ჩრდილოეთი მატაბელელენდი ლუპანე 75 025 749 017 9,98
9 სამხრეთი მატაბელელენდი გვანდა 54 172 683 893 12,62
10 მიდლენდსი გვერუ 49 166 1 614 941 32,85
სულ 390 757 13 061 239 33,43

დემოგრაფია

  • მოსახლეობის რაოდენობა — 13 061 239 ადამიანი[1][2][3][4] (2012 წელი).
  • წლიური ზრდა — 4,357 % (2012 წელი).
  • ქალაქის მოსახლეობა — 33 % (2012 წელი).
  • შობადობა — 32,19 ბავშვი 1000 ადამიანზე (ფერტილობა — 3,8 დაბადებული ერთ ქალზე) (2012 წელი).
  • სიკვდილიანობა — 12,38 გარდაცვლილი 1000 ადამიანზე (2012 წელი).
  • ბავშვთა სიკვდილიანობა — 62,97 ბავშვი 1000 დაბადებულიდან (2006 წელი).
  • სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა — 51,82 წელი (51,95 წელი მამაკაცებში, 51,68 წელი ქალებში (2012 წელი)).
  • საშუალი ასაკი — 18,3 წელი
    • 0-14 წელი: 5 372 281 ადამიანი (41,13 %)
    • 15-64 წელი: 7 129 591 ადამიანი (54,59 %)
    • 65 წელზე უფროსები: 531 704 ადამიანი (4,07 %) (2012 წელი).
  • განათლება — 90,7 % (94,2 % მამაკაცებში, 87,2 % ქალებში (2003 წლის შეფასება)).
  • შიდსის ვირუსით დაავადება — 15,3 % (2007 წელი).

ეთნიკური ჯგუფები

ბანტუს ენებზე მოლაპარაკე ეთნიკური ჯგუფები შეადგენენ ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის 98 %-ს. მათი უმრავლესობა შონას ხალხი შეადგენს 70 %-ს. მატაბელეს ხალხი მეორეა მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით და შეადგენს მოსახლეობის 20 %-ს.[13][14] XIX საუკუნეში მატაბელეს ხალხი მიგრაციის შედეგად შეერია ზულუს და სხვა ტომების მოსახლეობას, რომლებთანაც დანათესავდნენ. სავარაუდოდ ერთ მილიონამდე მატაბელეს ხალხმა დატოვა ქვეყანა უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში, პირველ რიგში მათი უმრავლესობა გადასახლდა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში. ბანტუს ხალხის სხვა ეთნიკურ ჯგუფებს წარმოადგენენ 2 %-დან 5 %-მდე რაოდენობის ხალხი: ვენდა, ტონგა, ტსონგა, პედი, კალანგა, ბასუტო, ტსვანა, ლოზი და სხვა.[14]

ეთნიკურ უმცირესობაში შედიან თეთრკანიანი ზიმბაბველები, რომლებიც შეადგენენ ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის 1 %-ზე ნაკლებს. ისინი ძირითადად ბრიტანული წარმომავლობის არიან, მაგრამ მათ გარდა ქვეყანაში ასევე ცხოვრობენ აფრიკანერები, ბერძნები, პორტუგალიელები, ფრანგები და ჰოლანდიელები. თეთრკანიანი მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა თავისი პიკური მნიშვნელობიდან — დაახლოებით 278 000 ადამიანიდან ანუ 4,3 %-დან 1975 წელს[15] სავარაუდოდ 120 000 ადამიანამდე 1999 წელს და 50 000 ადამიანამდე 2002 წელს. 2012 წლის აღწერით თეთრკანიანი მოსახლეობის საერთო რაოდენობა შეადგენს 28 782 ადამიანს ანუ 0,22 %-ს.[16] ზიმბაბვედან ემიგრირებული თეთრკანიანი მოსახლეობის უმრავლესობა დასახლდა გაერთიანებულ სამეფოში (200 000-დან 500 000-მდე ბრიტანელი როდეზიული ან ზიმბაბვური წარმომავლობისაა), სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, ბოტსვანაში, ზამბიაში, კანადაში, ავსტრალიაში და ახალ ზელანდიაში. მეტისები შეადგენენ ქვეყნის საერთო მოსახლეობის 0,5 %-ს. სხვადასხვა აზიური ეთნიკური ჯგუფები, ძირითადად ინდოელები და ჩინელები ასევე ქვეყნის საერთო მოსახლეობის 0,5 %-ს შეადგენენ.[17]

2012 წლის მოსახლეობის აღწერის თანახმად, მოსახლეობის 99,7 % აფრიკული წარმოშობისაა.[5] შობადობის ზრდის ოფიციალურმა კოეფიციენტმა უკანასკნელ ათწლეულში შეადგინა: 3,6 (2002 წლის აღწერა),[18] 3,8 (2006 წლის შეფასება)[19] და 3,8 (2012 წლის აღწერა).[5]

ენა

ზიმბაბვეში არსებობს 16 ოფიციალური ენა: ჩევა, სენა ენის ბარვეს დიალექტი, ინგლისური, კალანგა, კალანგის ენის ნამბიის დიალექტი, კოისანური ენები, შონა, შონა ენის ნდაუს დიალექტი, ჩრდილოეთ ნდებელეს ენა, ტსვანა, ჟესტების ენა, სესოტო ენა, ტონგა, ტსვანა, ვენდა, კოსა.[20] ინგლისური ასევე ზიმბაბვეს ერთ-ერთი ოფიციალური ენაა და ფართედ გამოიყენება ადმინისტრაციულ, სამართალწარმოების და სასკოლო დაწესებულებებში, თუმცა მას მშობლიურად მიიჩნევს მოსახლეობის 2,5 %-ზე ნაკლები, ძირითადად თეთრკანიანი და ფერადკანიანი (შერეული რასა) უმცირესობა. დანარჩენი მოსახლეობა ლაპარაკობს შონას (70 %), ჩრდილოეთ ნდებელეს (20 %), კალანგას (2 %) და სხვა ენებზე.[21] შონას ხალხს აქვს მდიდარი ზეპირსიტყვიერი ტრადიცია, რომელიც შონას ენაზე 1956 წელს გამოქვეყნდა სოლომონ მუტსვაიროს პირველ რომანში «ფეზო».[22] ინგლისურ ენაზე ძირითადად ლაპარაკობენ ქალაქებში, ვიდრე სოფლებში. ახალი ამბები სატელევიზიო ეთერში გადის ინგლისურ, შონას და ჩრდილოეთ ნდებელეს ენებზე, თუმცა ზოგჯერ გამოიყენება ადგილობრივი ენები. რადიოგადაცემები ეთერში გაცილებით უფრო მეტ ენებზე გადის, თუმცა ყველაზე უფრო მეტი დრო მაინც ეთმობა გადაცემებს, რომლებიც მიმდინარეობს ინგლისურ, ჩრდილოეთ ნდებელეს და შონას ენებზე.

რელიგია

რელიგია ზიმბაბვეში
რელიგია პროცენტი
პროტესტანტიზმი
  
63%
კათოლიკები
  
17%
ტრადიციული აფრიკული რელიგიები
  
11%
არარელიგიურობა
  
7%
სხვები
  
2%

ზიმბაბვეს მოსახლეობის დაახლოებით 80 % ქრისტიანია; მოსახლეობის 62 % რელიგიურ აღმსარებლობას ესწრება რეგულარულად.[23] დიდი ქრისტიანული ეკლესიებია, ანგლიკანური, კათოლიკური, მეშვიდე დღის ადვენტისტების[24] და მეთოდისტური. როგორც აფრიკის სხვა ქვეყნებში, ქრისტიანობაში შერწყმულია ტრადიციული აფრიკული რელიგიები. ქრისტიანობის გარდა, წინაპრების კულტის თაყვანისცემა და სულების მფარველობა ყველაზე უფრო გავრცელებული არაქრისტიანული წესია. მოსახლეობის დაახლოებით 1 %-ს შეადგენენ მუსლიმები, ძირითადად მოზამბიკიდან და მალავიდან.[25]

პროტესტანტები (ძირითადად აფრიკის ორმოცდაათიანელთა ეკლესიის მიმდევრები) შეადგენენ მოსახლეობის 63 %-ს. კათოლიკები მოსახლეობის დაახლოებით 17 %-ია. ზიმბაბვეში 2014 წელს იეჰოვას მოწმეების ყოველწლიურ მემორიალურ აქციას დაესწრო დაახლოებით 110 000 (0,8 %) ადამიანი.[26]

ადგილობრივი ტრადიციული აფრიკული რელიგიების მიმდევრები შეადგენენ დაახლოებით 11 %-ს. მოსახლეობის 0,1 % ინდუსია და 0,3 % ბაჰაისტი. მოსახლეობის დაახლოებით 7 % არ მიეკუთვნება არც ერთ რელიგიას ანუ ათეისტია.[27][28][29]

ეკონომიკა

1980 წელს დამოუკიდებლობის მოპოვებამდე ზიმბაბვე ეკუთვნოდა აფრიკის კონტინენტზე ეკონომიკურად ერთ-ერთ ყველაზე უფრო განვითარებულ ქვეყნებს. დღეისათვის ზიმბაბვე შედის მსოფლიოში ყველაზე უფრო ღარიბი ქვეყნების რიცხვში. 2012 წელს მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე — 600 USD დოლარია. ეს ყველაზე უფრო დაბალი დონეა მსოფლიოს ყველა ქვეყნებსა და ტერიტორიებს შორის კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემდეგ.[30]

მრეწველობაში დაკავებულია შრომისუნარიანი მოსახლეობის 10 %, რომლებიც ქმნიან მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 21,6 %-ს. ქვეყანაში მუშაობს ტექსტილის, თამბაქოს, ავტომანქანის აკუმულატორების და სასოფლო-სამეურნეო ნედლეულის გადამუშავების მწარმოებელი დაწესებულებები. მიმდინარეობს რკინის, ოქროს, აზბესტის, ქვანახშირის, ვერცხლის, ნიკელის, პლატინის სამრეწველო მოპოვება, ამასთან ყველაზე უფრო მთავარ როლს ასრულებს ოქროს მოპოვება. 1996 წელს დაიწყო ალმასის მოპოვება.

სოფლის მეურნეობაში დაკავებულია შრომისუნარიანი მოსახლეობის 66 %, რომლებიც ქმნიან მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 16,7 %-ს. მუშავდება ქვეყნის ტერიტორიის 8,3 %, ირწყვება მიწის 174 ათასი ჰა. მთავარი საექსპორტო კულტურებია თამბაქო (3-ე ადგილი მსოფლიოში), ბამბა, ჩაი (22 ათასი ტონა) და შაქრის ლერწამი (3,3 მილიონი ტონა). შიდა მოხმარეობისათვის მოჰყავთ ხორბალი (140 ათასი ტონა), სიმინდი (900 ათასი ტონა), ბოსტნეული კულტურები (135 ათასი ტონა). ხშირი გვალვები დიდ ზიანს აყენებენ სოფლის მეურნეობას.

2013 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებმა შეადგინა — 2,7 მილიონი USD. სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯებმა — 2,2 მილიონი USD.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის 2012 წლის აღწერა-Geohive
  2. 2.0 2.1 2.2 მოსახლეობის 2012 წლის აღწერა-Citypopulation
  3. 3.0 3.1 3.2 მოსახლეობის 2012 წლის აღწერა-Statoids
  4. 4.0 4.1 4.2 მოსახლეობის 2012 წლის აღწერა-Zimstat
  5. 5.0 5.1 5.2 http://www.zimstat.co.zw/dmdocuments/Census/CensusResults2012/National_Report.pdf
  6. Zimbabwe's only white minster [sic] says insults against whites continue at top government level. Fox News.
  7. United Nations High Commissioner for Refugees. Refworld - Zimbabwe: Dual citizenship. Refworld.
  8. Southern Rhodesia. Handbook for the use of prospective settlers on the land. Fifth edition. 1930
  9. BBC News - Zimbabweans hope for democratic rebirth. Bbc.co.uk (2013-03-20). ციტირების თარიღი: 2013-08-15.
  10. Total Zanu-PF seats in Parliament now 197
  11. Zimbabwe Defence Forces News. ZDF News. ციტირების თარიღი: 17 April 2009.
  12. Chari, Freeman Forward. (24 December 2007) MILITARISATION OF ZIMBABWE: Does the opposition stand a chance?. zimbabwejournalists.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 January 2008.
  13. The People of Zimbabwe. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 July 2007. ციტირების თარიღი: 13 November 2007.
  14. 14.0 14.1 Ethnicity/Race of Zimbabwe. ციტირების თარიღი: 6 January 2008.
  15. Wiley, David and Isaacman, Allen F. (1981). Southern Africa: society, economy, and liberation. Michigan State University, University of Minnesota. p. 55
  16. Quarterly Digest Of Statistics, Zimbabwe Printing and Stationery Office, 1999.
  17. Quarterly Digest of Statistics, 1998, Zimbabwe Printing and Stationery Office
  18. Zimbabwe Profile based on the 2002 Population Census. zimstat.co.zw
  19. Zimbabwe Demographic and Health Survey 2005–06. zimstat.co.zw.
  20. The following languages, namely Chewa, Chibarwe, English, Kalanga, Koisan, Nambya, Ndau, Ndebele, Shangani, Shona, sign language, Sotho, Tonga, Tswana, Venda and Xhosa, are the officially recognised languages of Zimbabwe. (CONSTITUTION OF ZIMBABWE (final draft)).
  21. Zimbabwe GAP Adventures
  22. Mother Tongue: Interviews with Musaemura B. Zimunya and Solomon Mutswairo University of North Carolina at Chapel Hill
  23. MSN Encarta. დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 October 2007. ციტირების თარიღი: 13 November 2007.
  24. Zimbabwe. ციტირების თარიღი: 22 January 2008.
  25. Zimbabwe – International Religious Freedom Report 2005. U. S. Department of State. ციტატა: „An estimated 1% of the total population is Muslim.“ ციტირების თარიღი: 3 December 2007.
  26. 2015 Yearbook of Jehovah's Witnesses, p186
  27. Zimbabwe in PEW-Templeton Global Religious Futures Project.
  28. Zimbabwe in ARDA.
  29. Zimbabwe at "International Religious Freedom Report", USA Departament of State.
  30. The World Factbook
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: