სომის ბრძოლა: განსხვავება გადახედვებს შორის

ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
არ არის რედაქტირების რეზიუმე
[[ფაილი:Worldwari map13 largerview.jpg|მინი|მარჯვნივ|250პქ|სომის ბრძოლა]]
'''სომის ბრძოლა''' — ერთ-ერთი უდიდესი ბრძოლა [[პირველი მსოფლიო ომი|პირველ მსოფლიო ომში]], [[1916]] წლის ზაფხულ-შემოდგომაზე. ერთ მილიონზე მეტი მოკლულით ეს ასევე ყველაზე სისხლიანი ბრძოლა იყო ადამიანთა ისტორიაში. მოკავშირეთა ძალებმა გერმანელების ხაზის გარღვევა სცადეს 40 კმ-იან ფრონტზე მდინარე [[სომა (მდინარე)|სომა]]ს ჩრდილოეთითა და სამხრეთით ჩრდილოეთ [[საფრანგეთი|საფრანგეთში]]. ბრძოლის მიზანი იყო გერმანული ძალების [[ვერდენის ოპერაცია|ვერდენის ბრძოლიდან]] განდევნა, თუმცა, მისი დასრულებისას დანაკარგებმა სომთან მნიშვნელოვნად გადააჭარბა ვგერდუნისას.
 
ბრძოლა სანგრებში'''მუქი ტექსტი'''
 
ბრძოლა სანგრებში (ასევე იწოდება უმოძრაო ომად) არის სახმელეთო ომის ტიპი, სადაც მებრძოლები განლაგებულები არიან სანგრებში და შედეგად, დიდწილად დაცულები არიან მსუბუქი შეიარაღების და არტილერიის ცეცხლისგან. ამ ტიპის ომების ყველაზე ცნობილი მაგალითები იყო პირველი მსოფლიო ომის პერიოდში, დასავლეთის ფრონტზე.
ბრძოლის სანგრებში განვითარების მიზეზი გახდა საცეცხლე საშუალებებში მომხდარი რევოლუციები/ტექნოლოგიური განვითარებები, თუმცა მნიშნელოვანი განვითარება არ მომხდარა მობილობაში (გადაადგილების საშუალებებში), რასაც შედეგად მოჰყვა მსგავსი მდგომარეობა, სადაც თავდამცველ ძალას ქონდა უპირატესობა-ის კარგად იყო დაცული სანგრებში და კარგად იგერიებდა თავდამსხმელებს, ხოლო შემტევ ძალას არ ქონდა შესაბამისი მობილობა, რომ გადაელახა სანგრები ან სწრაფად ემოძრავა, ამიტომ ორივე მხარეს ერჩივნა, რომ სანგრებში გამაგრებული ყოფილიყო და იქიდან ებრძოლა.
 
მხოლოდ ცეცხლსასროლი იარაღების განვითარების შემდეგ დაიწყეს, სანგრების გამოყენება, როგორც პოზიციის, სადაც მაგრდებოდნენ ჯარისკაცები და თავს იცავდნენ მოწინააღმდეგისგან. სანგრების გამოყენება ძალიან აქტიურად დაიწყო პირველ მსოფლიო ომში, სადაც სანგრების სიგრძე კილომეტრებს აღწევდა.
 
სტრატეგია და ტაქტიკა
 
პირველ მსოფლიო ომში, სანგრებში ბრძოლის ძირითადი სტრატეგია იყო-სანგრებში გამაგრების საშუალებით, ეფექტურად დაეცვათ საკუთარი პოზიციები და ამავე დროს ეცადათ მოწინააღმდეგის ფრონტის გარღვევა. მიზანი იყო მოწინააღმდეგის გამოფიტვა, მათი საბრძოლო რესურსების თანდათანობით ისე შემცირებით, რომ მოწინააღმდეგემ ვეღარ შეძლოს ომის გაგრძელება.
 
სანგრებში ბრძოლის დროს, შეტევისას გამოყენებული ძირითადი ტაქტიკა იყო შემდეგნაირი: ჯარისკაცების დიდი რაოდენობა, ამოდიოდნენ სანგრებიდან და წინ მიიწევდნენ მტრის სანგრების მიმართულებით, რა დროსაც, მოწინააღმდეგის მძვინვარე ცეცხლის ქვეშ ექცეოდნენ. ომის ადრეულ პერიოდში, ეს სტანდარტული მეთოდი იყო და წარმატებული მაგალითები ძალიან მცირეა. შემდგომში, შეტევები დაიწყეს ღამის საათებში, რა დროსაც, მოწინააღმდეგეს ნაკლები ხილვადობა ქონდა და შესაბამისად მათ გადარჩენის შანსი ეზრდებოდათ. 1917 წლისთვის, გერმანელებმა დაიწყეს ინფილტრაციის ტაქტიკის გამოყენება ( მოწინააღმდეგის უკანა პოზიციებზე შეტევა- წინა ხაზის გამაგრებული ადგილების გვერდის ავლით, რასაც შედეგად მოჰყვება წინა ხაზის გამაგრებული ადგილის იზოლაცია), როდესაც მაღალ დონეზე მომზადებული, კარგად შეიარაღებული, მცირე ჯგუფი უტევს მოწინააღმდეგის სუსტ პოზიციებს, კარგად დაცული პოზიციების გვერდის ავლით. თუმცა, მათ მოქმედების მანძილი მაინც შეზღუდული ქონდათ, რესურსების მიწოდებასთან და კომუნიკაციასთან დაკავშირებული პრობლემების გამო.
 
ქვეითების შეტევების დროს, არტილერიას ორი ძირითადი ფუნქცია ქონდა. პირველ რიგში, ქვეითების შეტევამდე, ხდებოდა არტილერიის ცეცხლის გახსნა, მოწინააღმდეგის იმ ტერიტორიაზე, სადაც ქვეითებს უნდა დაეწყოთ შეტევა. არტილერიის ცეცხლის მიზანი იყო მოწინააღმდეგის თავდაცვითი ნაგებობების დანგრევა, ჯარისკაცების მოკვლა და მათი დემორალიზება. არტილერიის დაბომბვების ხანგრძლივობა სიტუაციის მიხედვით მერყეობდა წამებიდან დღეებამდე. თუმცა, არტილერიის პრობლემა ის იყო, რომ ხშირად მათი ცეცხლი წარუმატებლად მთავრდებოდა და ვერ ახერხებდა მოწინააღმდეგის თავდაცვითი ნაგებობების დანგრევას და ხშირად, არტილერიის ცეცხლი მოწინააღმდეგისთვის უბრალოდ ნიშანი იყო, რომ მალე ქვეითები შეტევაზე გადმოვიდოდნენ. მაგ. სომის ბრძოლის დროს (1916) ბრიტანელებმა, გერმანელებს გაუხსნეს საარტილერიო ცეცხლი, რომელიც რვა დღის მანძილზე გრძელდებოდა, თუმცა რეალურად, ამ დაბომბვებმა, უმნიშვნელო ზიანი მიაყენა, გერმანელთა მიერ- ღრმად გათხრილ სანგრებს (სადაც, ჯარისკაცები შედარებით უსაფრთხოდ იყვნენ) და ქვეითების საწინააღმდეგო მავთულებს (რომელიც ქვეითების გადაადგილებას უშლის ხელს).
 
მას შემდეგ რაც არტილერია შეწყვეტდა სროლას, თავდამცველები ასწრებდნენ მომზადებას , რომ წინააღმდეგობა გაეწიათ შემტევი ქვეითი ჯარისთვის.
 
არტილერიის მეორე მიზანი იყო, მეგობარი ძალებისთვის დახმარების გაწევა, ისე, რომ ხელი შეეშალათ მოწინააღმდეგეებისთვის კონტრ-შეტევის მოწყობაში. ამას ახერხებდნენ ე.წ მცოცავი ცეცხლის საშუალებით, როდესაც უკან დამხევი მეგობარი ძალების უკან ხდებოდა ტერიტორიის დაბომბვა, რათა ხელი შეეშალათ მოწინააღმდეგეებისთვის, უკან გამოკიდებაში.
 
კომუნიკაციები
 
ერთ ერთი მთავრი პრობლემა, რომელიც შემტევ ძალას ხვდებოდა სანგრებში ბრძოლის დროს, იყო არასაიმედო კომუნიკაციის საშუალებები. რადიო კომუნიკაციები, ჯერ კიდევ არ იყო კარგად განვითარებული და ფართოდ გავრცელებული, ამიტომ იყენებდნენ ტელეგრაფებს, სემაფორებს, სასიგნალო ნათურებს, საფოსტო მტრედებს და ასევე, ადამიანებს, რომლებსაც სირბილით მიჰქონდათ ინფორმაცია სხვაგან. თუმცა მათი პრობლემა ის იყო, რომ ხშირად ვერ მიდიოდნენ დანიშნულების ადგილამდე და ზოგჯერ, თუ მივიდოდნენ, უკვე დაგვიანებული იყო.
 
ჩიხიდან გამოსვლა
 
პირველ მსოფლიო ომში, მთავარმა მეომარმა მხარეებმა, ნელ-ნელა დაიწყეს ახალი ტაქტიკების ძიება, რათა გაერღვიათ ეს ჩიხი, რაც სანგრებში ბრძოლამ შექმნა.
 
დაიწყეს ახალი მეთოდების ძიება, როგორიცაა გერმანელების მიერ გამოყენებული ინფილტრაციის ტაქტიკები, როდესაც გერმანელები ცდილობდნენ, სწრაფად აეარათ გვერდი კარგად დაცული სანგრისთვის და შეეტიათ უფრო მსუბუქად დაცული პოზიციისთვის.
 
ასევე, ბრიტანელების მიერ შექმნილ ტანკებს შეეძლოთ სანგრების გადალახვა. იმის მიუხედავად, რომ, თავდაპირველად ტანკებს არ იყენებდნენ ფართოდ და ეფექტურად, მათ დიდი გავლენა იქონიეს გერმანელთა მორალზე;ასევე, იმ დროისთვის, საშუალო ქვეით ჯარისკაცს არ ქონდა ტანკსაწინააღმდეგო იარაღები.
 
 
2

რედაქტირება

სანავიგაციო მენიუ