თერმომეტრი: განსხვავება გადახედვებს შორის

ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
არ არის რედაქტირების რეზიუმე
მე–17 საუკუნეში, საჰაერო თერმოსკოპი ფლორენციელმა მეცნიერმა [[ევანჯელისტა ტორიჩელი|ევანჯელისტა ტორიჩელიმ]] ალკოჰოლურში გარდაქმნა. ბურთი უკვე ხელსაწყოს ქვედა ნაწილში მოთავსებულიყო; წყლით სავსე ჭურჭელი საერთოდ ამოიღეს, ხოლო მილში წყლის ნაცვლად სპირტი ჩაასხეს. სხეულის მოქმედება ემყარებოდა სპირტის გაფართოებაზე გათბობისას, – ამის შემდეგ მაჩვენებელი აღარ იყო დამოკიდებული [[ატმოსფერული წნევა|ატმოსფერულ წნევაზე]]. ეს ერთ–ერთი პირველი იყო თხევადი თერმომეტრებიდან.
[[ფაილი:Term165.gif|thumb|გალილეო გალილეის ჰაერის თერმოსკოპი]]
იმ დროისთვის ხელსაწყოების მაჩვენებლები ერთმანეთს არ ემთხვეოდა, ამიტომ 1694 წელს [[კარლო რენალდინი|კარლო რენალდინმა]] შესთავაზა, რომ ტემპერატურის ორი უკიდურესი წერტილი (ყინულის ლღობისა და წყლის დუღილის) მიეღოთ.
 
1714 წელს [[დანიელ გაბრიელ ფარენჰაიტი|დ.დანიელ გ.გაბრიელ ფარენჰაიტმა]] შექმნა ვერცხლისწყლის თერმომეტრი. სკალაზე მან სამი დაფიქსირებული წერტილი აღნიშნა: ქვედა 32 °F – მარილიანი ხსნარის გაყინვის ტემპერატურა, 96 °F – ადამიანის სხეულის ტემპერატურა, ზედა 212 °F – წყლის დუღილის ტემპერატურა. ფარენჰაიტის თერმოეტრით სარგებლობდნენ ინგლისურენოვან ქვეყნებში მე–20 საუკუნის 70–იანებამდე, ხოლო ამერიკაში დღესდღეისობითაც იყენებენ.
კიდევ ერთი სკალა შემოთავაზებული იყო ფრანგი მეცნიერის [[რეომიუროს]] მიერ 1730 წელს. ის კვლევებს ატარებდა სპირტის თერმომეტრზე და მივიდა დასკვნამდე, რომ სკალა შეიძლება სპირტის გაფართოების საფუძველზე აიგოს. სპირტისა და წყლის ნარევში, რომელშიც სპირტი ისე შეეფარდება წყალს, როგორც 5:1, ტემპერატურის ცვლილებასთან, გაყინვის წერტილიდან დუღილის წერტილამდე, მათი შეფარდება ხდება 1000:1080. ამ ფაქტზე დაყრდნობით მან გამოიყენა 0 °, როგორც ყინულის დნობის ტემპერატურა და 80 °, როგორც წყლის დუღილის ტემპერატურა ნორმალური ატმოსფერული წნევის დროს. [[ევანჯელისტა ტორიჩელი]]
[[ფაილი:Term265.gif|thumb|ფლორენციელი მეცნიერების მიერ გაუმჯობესებული გალილეო გალილეის თერმოსკოპი]]
1742 წელს შვედმა მეცნიერმა [[ანდერს ცელსიუსი|ანდერს ცელსიუსმა]] დაამზადა ვერცხლისწყლის თერმომეტრის ახალი სკალა, რომელშიც მანძილი უკიდურეს წერტილებს შორის 100 ° იყო. ამ შემთხვევაში წყლის დუღილის ტემპერატურა იყო 0 ° , ხოლო ყინულის დნობის ტემპერატურა 100 °. თუმცა სკალის ეს სახე არც თუ ისე კომფორტული აღმოჩნდა და მოგვიანებით ასტრონომმა [[მ. შტრემერმა]] და ბოტანიკოსმა [[კ. ლინეიმ]] გადაწყვიტეს 100 ° და 0 °–ის გადანაცვლება.
მ.[[მიხეილ დ. ლომონოსოვისლომონოსოვი]]ს მიერ შემოთავაზებული იყო ყინულის დნობისა და წყლის დუღილის ტემპერატურას შორის 150°–ანი მანძილი. ი. გ. ლამბერტს კი ჰაერის თერმომეტრის (რომელიც 375°–იანი სკალისგან შდგებოდა და რომლის ერთი გრადუსი ჰაერის გაფართოების ერთ მეათასედ ნაწილს უდრიდა) გამოგონებაში მიუძღვის დიდი წვლილი. იყო ასევე მცდელობა გამოეგონათ თერმომეტრი, რომელიც მყარი საგნების გაფართოებაზე იმუშავებდა. 1747 წელს ჰოლანდიელმა მეცნიერმა [[პ. მუშენბრუგმა]] გამოიყენა მეტალის გაფართოება სხვადასხვა ლითონის[[ლითონი]]ს დნობის ტემპერატურის გასაზომად.
 
მე–18 საუკუნეში თერმომეტრთა განსხვავებული სკალების რაოდენობამ საგრძნობლად იმატა. [[იოჰან ჰაინრიხ ლამბერტი|ლამბერტის]] ცნობებზე დაყრდნობით მათი რიცხვი 19–ს უტოლდებოდა.
 
ზემოთ მოხსენიებულ სკალებზე, ყველა მეცნიერი საწყის წერტილს სპონტანურად იღებდა. მე–19 საუკუნის დასაწყისში ინგლისელი მეცნიერის [[ლორდი კელვინი|ლორდ კელვინისგან]] შემოთავაზებული იყო აბსოლუტური თერმოდინამიური სკალა. [[კელვინმა]] ასევე შემოიღო აბსოლუტური ნულის გაგება იმავე წერტილის აღნიშვნით, რომლის დროსაც მოლეკულების [[სითბური მოძრაობა]] ჩერდება. ცესიუსებში ეს –213°C–ის ტოლია.
 
ასეთია თერმომეტრისა და თერმომეტრული სკალების წარმოშობის ისტორია. დღესდღეობით გამოიყენება [[ცელსიუსის]], [[ფარენჰაიტისა]] (ა.შ.შ–ში), და ასევე [[კელვინის]] სამეცნიერო კვლევებში. ამ დროს, ტემპერატურას ზომავენ იმ ხელსაწყოებით, რომელიც ემყარება სხვადასხვა სითხის, გაზებისა და სხეულების თავისებურებებს. და თუკი მე–18 საუკუნეში იყო ტემპერატურის საზომი ხელსაწყოების „ბუმი“, მაშინ წინა წლიდან მოყოლებული, დაიწყო ტემპერატურის დადგენის სხვადასხვა მეთოდები. თანამედროვეობაში არსებობს უამრავი ხელსაწყო, რომელსაც იყენებენ მრეწველობაში, ბრძოლისას, სამეცნიერო კვლევებისთვის – [[გაფართოების თერმომეტრები]] და ლაბორატორიული მოწყობილობები, [[თერმოელექტრული თერმომეტრები|თერმოელექტრული]] და [[წინააღმდეგობის თერმომეტრები]], რომლებიც ტემპერატურას უკონტაქტოდ იძლევიან.

სანავიგაციო მენიუ