თერმომეტრი: განსხვავება გადახედვებს შორის

ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
არ არის რედაქტირების რეზიუმე
== [[გალილეო გალილეი|თერმომეტრი]] ==
[[ფაილი:თერმომეტრი.jpg|thumb|ადამიანის ტემპერატურის საზომი თერმომეტრი]]
 
[[ფაილი:თერმომეტრი|მინიატიურა|თერმომეტრი]]
 
'''თერმომეტრი''' (ლათ. Thermo – სითბო, Metrum – ზომა) ტემპერატურის გასაზომი ხელსაწყოა.
თერმომეტრი ძირითადად ორი
თერმომეტრი ძირითადად ორი ტიპისაა. პირველში, რომელიც შუშის მილისაგან შედგება, მოთავსებულია დანაყოფიანი ფირფიტა, რომელზეც ვერცხლისწყლით სავსე ღეროა დამაგრებული. და ელექტრონული, რომელმაც სხვები ჩაანაცვლა.
[[ფაილი:ელექტრონული თერმომეტრი.jpg|thumb|173x173px|ელექტრონული თერმომეტრი]]
თერმომეტრი ძირითადად ორი ტიპისაა. პირველში, რომელიც შუშის მილისაგან შედგება, მოთავსებულია დანაყოფიანი ფირფიტა, რომელზეც ვერცხლისწყლით სავსე ღეროა დამაგრებული. და ელექტრონული, რომელმაც სხვები ჩაანაცვლა.
ერთი სახის თერმომეტრით ყველა სხეულისა თუ სუბსტანციის ტემპერატურის გაზომვა არ მოხერხდება, ამიტომ ყველა სახეობას სხვადასხვა დანიშნულება აქვს. ადამიანის ტემპერატურის საზომ თერმომეტრს გარკვეულ სიმაღლეზე წითელი ფერით აწერია 37°. ამ რიცხვის ქვევით ტემპერატურა დაბალია, ხოლო ზევით – მაღალი. ჰაერის ტემპერატურის საზომს წითელი ფერით 0° აქვს აღნიშნული. მის ზევით სითბოა, ქვევით – სიცივე.
 
 
 
=== წარმოშობის ისტორია ===
 
თერმომეტრის გამოგონებამდე ადამიანებს ვარაუდი ტემპერატურის შესახებ მათი შეგრძნებების მიხედვით შეეძლოთ: თბილა თუ გრილა, ცხელა თუ ცივა.
 
მე–17 საუკუნეში, საჰაერო თერმოსკოპი ფლორენციელმა მეცნიერმა [[ევანჯელისტა ტორიჩელი|ევანჯელისტა ტორიჩელიმ]] ალკოჰოლურში გარდაქმნა. ბურთი უკვე ხელსაწყოს ქვედა ნაწილში მოთავსებულიყო; წყლით სავსე ჭურჭელი საერთოდ ამოიღეს, ხოლო მილში წყლის ნაცვლად სპირტი ჩაასხეს. სხეულის მოქმედება ემყარებოდა სპირტის გაფართოებაზე გათბობისას, – ამის შემდეგ მაჩვენებელი აღარ იყო დამოკიდებული [[ატმოსფერული წნევა|ატმოსფერულ წნევაზე]]. ეს ერთ–ერთი პირველი იყო თხევადი თერმომეტრებიდან.
[[ფაილი:Term165.gif|thumb|გალილეო გალილეის ჰაერის თერმოსკოპი]]
 
იმ დროისთვის ხელსაწყოების მაჩვენებლები ერთმანეთს არ ემთხვეოდა, ამიტომ 1694 წელს [[კარლო რენალდინმა]] შესთავაზა, რომ ტემპერატურის ორი უკიდურესი წერტილი (ყინულის ლღობისა და წყლის დუღილის) მიეღოთ.
 
1714 წელს [[გალილეო გალილეი|დ. გ. ფარენჰაიტმა]] შექმნა ვერცხლისწყლის თერმომეტრი. სკალაზე მან სამი დაფიქსირებული წერტილი აღნიშნა: ქვედა 32 °F – მარილიანი ხსნარის გაყინვის ტემპერატურა, 96 °F – ადამიანის სხეულის ტემპერატურა, ზედა 212 °F – წყლის დუღილის ტემპერატურა. ფარენჰაიტის თერმოეტრით სარგებლობდნენ ინგლისურენოვან ქვეყნებში მე–20 საუკუნის 70–იანებამდე, ხოლო ამერიკაში დღესდღეისობითაც იყენებენ.
კიდევ ერთი სკალა შემოთავაზებული იყო ფრანგი მეცნიერის რეომიუროს მიერ 1730 წელს. ის კვლევებს ატარებდა სპირტის თერმომეტრზე და მივიდა დასკვნამდე, რომ სკალა შეიძლება სპირტის გაფართოების საფუძველზე აიგოს. სპირტისა და წყლის ნარევში, რომელშიც სპირტი ისე შეეფარდება წყალს, როგორც 5:1, ტემპერატურის ცვლილებასთან, გაყინვის წერტილიდან დუღილის წერტილამდე, მათი შეფარდება ხდება 1000:1080. ამ ფაქტზე დაყრდნობით მან გამოიყენა 0 °, როგორც ყინულის დნობის ტემპერატურა და 80 °, როგორც წყლის დუღილის ტემპერატურა ნორმალური ატმოსფერული წნევის დროს.[[ევანჯელისტა ტორიჩელი]]
[[ფაილი:Term265.gif|thumb|ფლორენციელი მეცნიერების მიერ გაუმჯობესებული გალილეო გალილეის თერმოსკოპი]]
 
1742 წელს შვედმა მეცნიერმა [[ანდერს ცელსიუსი|ანდერს ცელსიუსმა]] დაამზადა ვერცხლისწყლის თერმომეტრის ახალი სკალა, რომელშიც მანძილი უკიდურეს წერტილებს შორის 100 ° იყო. ამ შემთხვევაში წყლის დუღილის ტემპერატურა იყო 0 ° , ხოლო ყინულის დნობის ტემპერატურა 100 °. თუმცა სკალის ეს სახე არც თუ ისე კომფორტული აღმოჩნდა და მოგვიანებით ასტრონომმა მ. შტრემერმა და ბოტანიკოსმა კ. ლინეიმ გადაწყვიტეს 100 ° და 0 °–ის გადანაცვლება.
მ. დ. ლომონოსოვის მიერ შემოთავაზებული იყო ყინულის დნობისა და წყლის დუღილის ტემპერატურას შორის 150°–ანი მანძილი. ი. გ. ლამბერტს კი ჰაერის თერმომეტრის (რომელიც 375°–იანი სკალისგან შდგებოდა, რომლის ერთი გრადუსი ჰაერის გაფართოების ერთ მეათასედ ნაწილს უდრიდა) გამოგონებაში მიუძღვის დიდი წვლილი. იყო ასევე მცდელობა გამოეგონათ თერმომეტრი, რომელიც მყარი საგნების გაფართოებაზე იმუშავებდა. 1747 წელს ჰოლანდიელმა მეცნიერმა პ. მუშენბრუგმა გამოიყენა მეტალის გაფართოება სხვადასხვა ლითონის დნობის ტემპერატურის გასაზომად.
 
მე–18 საუკუნეში თერმომეტრთა განსხვავებული სკალების რაოდენობამ საგრძნობლად იმატა. ლამბერტის ცნობებზე დაყრდნობით მათი რიცხვი 19–ს უტოლდებოდა.
12

რედაქტირება

სანავიგაციო მენიუ