ანა გურიელი: განსხვავება გადახედვებს შორის

Jump to navigation Jump to search
არ არის რედაქტირების რეზიუმე
(ახალი გვერდი: '''ანა გურიელი''' (გ. დაახ. 1612) — თეიმურაზ I-ის პირველი მეუღლე. 1607...)
 
 
ვახუშტის ცნობით „მოკვდა ანნა ქ~სა ჩქ~ი ქართ. სჟჱ“ ე. ი. [[1610]] წელს. პარიზის ქრონიკა კი შემდეგს გვიამბობს: „ამ შვილების ყოლის უკან ცოტა ხანი გამოვიდა, ყელში ყიყვი გაუჩნდა ანა დედოფალსა, მრავალი იწამლა, უცხო და ძნელი და მერმე ორმოც დრესა სხვა არა ჭამა რა ხმელის პურის მეტი და არაყი ზედა სვა და მერმე გაიჭრა ყიყვი. ქკსა სჟზ. ბევრი უშალა ბატონმა თეიმურაზ და სხვათაცა, მაგრამ არც წამლობა დაიშალა და არც ყელის გაჭრა. ამ ქკსა მიიცვალა დედოფალი ანნა“. ამრიგად პარიზის ქრონიკის მიხედვით, დედოფალი ანა გარდაიცვალა [[1609]] წელს. ვახუშტისა და პარიზის ქრონიკის ცნობები არ ეთანხმება არჩილიანის მონაცემებს. არჩილიანის მიხედვით, თეიმურაზის შვილები ყოფილან ხუთის წლის და მეოთხისა, როცა მოვიდა გლოვა წუხილი, კერძოდ თეიმურაზის ქორწინებიდან შვიდი წლის შემდეგ („შვიდს წელიწადს ასრე ვიყავ“...) ამ ცნობების გათვალისწინებით თეიმურაზს მეუღლე გარდაეცვალა დაახლოებით [[1613]]-[[1614]] წლებში. მაგრამ არც ეს ცნობებია მართებული, რადგან, როგორც ცნობილია შაჰ-აბასის პირველი შემოსევის დროს თეიმურაზს უკვე ყავდა მეორე ცოლი [[ხორეშანი]]. [[ალავერდი]]ს [[1612]] წლის სიგელი რომელშიც დაწესებულია ანას მოსახსენებელი აღაპი, წერია: „ოდეს ყოველთა მბადმან არსთამან წარიყვანა თანამეცხედრე ჩემი დედოფალთ დედოფალი ანა შემგან, შემოგწირე 37 კომლი კაციო“.
 
==ლიტერატურა==
* მ. გუგუშვილი, „თეიმურაზ პირველის ცხოვრების გზა“, თბ. 1979

სანავიგაციო მენიუ