კახეთის აჯანყება (1605): განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
ხაზი 3: | ხაზი 3: | ||
==ისტორია== |
==ისტორია== |
||
კონსტანტინე ბავშვობიდანვე მძევლად იმყოფებოდა შაჰის კარზე სადაც მას სპეციალურად ზრდიდა [[შაჰ-აბასი]]. გამუსულმანებული კონსტანტინე შაჰ-აბასის დავალებით კახეთში გამოიგზავნა |
კონსტანტინე ბავშვობიდანვე მძევლად იმყოფებოდა შაჰის კარზე სადაც მას სპეციალურად ზრდიდა [[შაჰ-აბასი]]. გამუსულმანებული კონსტანტინე შაჰ-აბასის დავალებით კახეთში გამოიგზავნა, რათა შემდგომ მისი გამეფებით შესუსტებულიყო [[რუსეთი]]ს გავლენა კახეთზე. იმისათვის რომ აღნიშნული მისია კონსტანტინეს აღესრულებინა საჭირო იყო „ღალატის“ საბაბით მოეკლა კახეთის სამეფო კარის წარმომადგენლები, კერძოდ მამამისი — ალექსანდრე და მისი ძმა — გიორგი. ღალატის მიზეზად უნდა გამხდარიყო, შაჰ-აბასის მიერ კონსტანტინესათვის ნაბოძები, მაგრამ ჯერ კიდევ ოსმალების ხელში არსებული შირვანის ბრძოლით აღება. |
||
1905 წლის 12 მარტს |
1905 წლის 12 მარტს |
09:18, 10 იანვარი 2016-ის ვერსია
კახეთის აჯანყება 1605 — კახეთის მოსახლეობის ბრძოლა ყიზილბაშ დამპყრობთა წინააღმდეგ.
ისტორია
კონსტანტინე ბავშვობიდანვე მძევლად იმყოფებოდა შაჰის კარზე სადაც მას სპეციალურად ზრდიდა შაჰ-აბასი. გამუსულმანებული კონსტანტინე შაჰ-აბასის დავალებით კახეთში გამოიგზავნა, რათა შემდგომ მისი გამეფებით შესუსტებულიყო რუსეთის გავლენა კახეთზე. იმისათვის რომ აღნიშნული მისია კონსტანტინეს აღესრულებინა საჭირო იყო „ღალატის“ საბაბით მოეკლა კახეთის სამეფო კარის წარმომადგენლები, კერძოდ მამამისი — ალექსანდრე და მისი ძმა — გიორგი. ღალატის მიზეზად უნდა გამხდარიყო, შაჰ-აბასის მიერ კონსტანტინესათვის ნაბოძები, მაგრამ ჯერ კიდევ ოსმალების ხელში არსებული შირვანის ბრძოლით აღება.
1905 წლის 12 მარტს
აჯანყების უშუალო საბაბი გახდა შაჰ-აბასის დავალებით კონსტანტინე მირზას მიერ მამის, ალექსანდრე II-ის ძმისა და სხვა კახელი დიდებულების დახოცვა (12 მარტი). ამ ფაქტმა კახეთში დიდი აღშფოთება გამოიწვია. მოსახლეობამ გამაჰმადიანებული კონსტანტინე I მეფედ არ მიიღო და იარაღს მოჰკიდა ხელი.
აჯანყება ქიზიყიდან დაიწყო. კონსტანტინე I სასწრაფოდ გაემართა იქითკენ და დიდი საჩუქრებით, დაპირებებითა და შაჰის აგენტების დახმარებით მოახერხა აჯანყებულთა ასისთავების მოსყიდვა. მარტის დამლევს კონსტანტინე I გრემში ჩავიდა. აქ თავადებსა და სხვა თავკაცებს დიდი პატივი სცა, შაჰის სახელით შირვანში ლაშქრობა გამოაცხადა, მოლაშქრეებს დიდ ჯილდოს შეჰპირდა. ამით მან აჯანყება დროებით შეაჩერა. კახეთის მესვეურები, რომელთაც სათავეში მეფე დავით I-ის ქვრივი ქეთევან დედოფალი ედგა, გარეგნულად კონსტანტინეს ერთგულობდნენ, ფარულად კი აჯანყებისათვის ემზადებოდნენ.
კონსტანტინე I-მა კახეთის 10-ათასიანი ჯარით და ყიზილბაშთა ლაშქრით შირვანზე გადაილაშქრა და ქ. შემახას ალყა შემოარტყა. ალყა ძალიან გაჭიანურდა. კახთა ლაშქარი უკმაყოფილებამ მოიცვა. შეთქმულებმა ისარგებლეს მომენტით და ღამით კონსტანტინე I-ის კარავს დაეცნენ. რენეგატი გაიქცა, მეორე დილით კი კახ მოლაშქრეთა შეჩერება სცადა, მაგრამ უშედეგოდ. აჯანყებულები ბრძოლის ველიდან შინისკენ დაიძრნენ, ყიზილბაშები კი — ირანისკენ. აჯანყებულ კახთა მოციქულებმა აბას I-ს მორჩილება აღუთქვეს და მეფედ ქრისტიანი თეიმურაზი (დავით I-ის ძე, შემდეგში თეიმურაზ I) მოითხოვეს. შაჰმა, რომელიც ოსმალეთთან ომისათვის ემზადებოდა, ისინი იმედით გამოისტუმრა.
აჯანყებულებმა დახმარება სთხოვეს ქართლის მეფეს გიორგი X-ს, რომელმაც მათ პაპუნა ამილახვარი მიაშველა ზემო ქართლის ჯარით. ბრძოლა გაიმართა 22 ოქტომბერს ბელაქნისწყალზე, სადაც კონსტანტინე I-ის ლაშქარი დამარცხდა, ხოლო თვითონ ბრძოლაში დაიღუპა.
კახეთის აჯანყებამ აიძულა შაჰი დათმობაზე წასულიყო. მან 1606 წელს კახეთის მეფედ ქრისტიანი თეიმურაზი დაამტკიცა.
ლიტერატურა
- ბერძენიშვილი ნ., საქართველოს ისტორიის საკითხები, წგნ. 4, თბ., 1967;
- საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თვ., 1973;
- ნარსია გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 447.