კახეთის აჯანყება (1605): განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 2: ხაზი 2:
'''კახეთის აჯანყება 1605''' — კახეთის მოსახლეობის ბრძოლა ყიზილბაშ დამპყრობთა წინააღმდეგ.
'''კახეთის აჯანყება 1605''' — კახეთის მოსახლეობის ბრძოლა ყიზილბაშ დამპყრობთა წინააღმდეგ.


==ისტორია==
==აჯანყების მიზეზი==
კონსტანტინე ბავშვობიდანვე მძევლად იმყოფებოდა შაჰის კარზე სადაც მას სპეციალურად ზრდიდა [[შაჰ-აბასი]]. გამუსულმანებული კონსტანტინე შაჰ-აბასის დავალებით კახეთში გამოიგზავნა და შემდგომ მისი გამეფებით შეესუსტებინა რუსეთის გავლენა კახეთზე და ყოფილიყო ირანის დაქვემდებარებაში. იმისათვის რომ აღნიშნული მისია კონსტანტინეს აღესრულებინა საჭირო იყო „ღალატის“ საბაბით მოეკლა კახეთის სამეფო კარის წარმომადგენლები, კერძოდ მამამისი — ალექსანდრე და მისი ძმა — გიორგი. ღალატის მიზეზად უნდა გამხდარიყო, შაჰ-აბასის მიერ კონსტანტინესათვის ნაბოძები, მაგრამ ჯერ კიდევ ოსმალების ხელში არსებული შირვანის ბრძოლით აღება.
აჯანყების უშუალო საბაბი გახდა [[შაჰ-აბასი|აბას I-ის]] დავალებით [[კონსტანტინე I (ალექსანდრე II-ის ძე)|კონსტანტინე მირზას]] მიერ მამის, [[ალექსანდრე II (კახეთის მეფე)|ალექსანდრე II-ის]] ძმისა და სხვა კახელი დიდებულების დახოცვა ([[12 მარტი]]). ამ ფაქტმა კახეთში დიდი აღშფოთება გამოიწვია. მოსახლეობამ გამაჰმადიანებული კონსტანტინე I მეფედ არ მიიღო და იარაღს მოჰკიდა ხელი.

1905 წლის 12 მარტს

აჯანყების უშუალო საბაბი გახდა [[შაჰ-აბასი]] დავალებით [[კონსტანტინე I (ალექსანდრე II-ის ძე)|კონსტანტინე მირზას]] მიერ მამის, [[ალექსანდრე II (კახეთის მეფე)|ალექსანდრე II-ის]] ძმისა და სხვა კახელი დიდებულების დახოცვა ([[12 მარტი]]). ამ ფაქტმა კახეთში დიდი აღშფოთება გამოიწვია. მოსახლეობამ გამაჰმადიანებული კონსტანტინე I მეფედ არ მიიღო და იარაღს მოჰკიდა ხელი.


აჯანყება [[ქიზიყი]]დან დაიწყო. კონსტანტინე I სასწრაფოდ გაემართა იქითკენ და დიდი საჩუქრებით, დაპირებებითა და შაჰის აგენტების დახმარებით მოახერხა აჯანყებულთა ასისთავების მოსყიდვა. მარტის დამლევს კონსტანტინე I [[გრემი|გრემში]] ჩავიდა. აქ თავადებსა და სხვა თავკაცებს დიდი პატივი სცა, შაჰის სახელით შირვანში ლაშქრობა გამოაცხადა, მოლაშქრეებს დიდ ჯილდოს შეჰპირდა. ამით მან აჯანყება დროებით შეაჩერა. კახეთის მესვეურები, რომელთაც სათავეში მეფე დავით I-ის ქვრივი [[ქეთევან დედოფალი]] ედგა, გარეგნულად კონსტანტინეს ერთგულობდნენ, ფარულად კი აჯანყებისათვის ემზადებოდნენ.
აჯანყება [[ქიზიყი]]დან დაიწყო. კონსტანტინე I სასწრაფოდ გაემართა იქითკენ და დიდი საჩუქრებით, დაპირებებითა და შაჰის აგენტების დახმარებით მოახერხა აჯანყებულთა ასისთავების მოსყიდვა. მარტის დამლევს კონსტანტინე I [[გრემი|გრემში]] ჩავიდა. აქ თავადებსა და სხვა თავკაცებს დიდი პატივი სცა, შაჰის სახელით შირვანში ლაშქრობა გამოაცხადა, მოლაშქრეებს დიდ ჯილდოს შეჰპირდა. ამით მან აჯანყება დროებით შეაჩერა. კახეთის მესვეურები, რომელთაც სათავეში მეფე დავით I-ის ქვრივი [[ქეთევან დედოფალი]] ედგა, გარეგნულად კონსტანტინეს ერთგულობდნენ, ფარულად კი აჯანყებისათვის ემზადებოდნენ.

09:16, 10 იანვარი 2016-ის ვერსია

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კახეთის აჯანყება (მრავალმნიშვნელოვანი).

კახეთის აჯანყება 1605 — კახეთის მოსახლეობის ბრძოლა ყიზილბაშ დამპყრობთა წინააღმდეგ.

ისტორია

კონსტანტინე ბავშვობიდანვე მძევლად იმყოფებოდა შაჰის კარზე სადაც მას სპეციალურად ზრდიდა შაჰ-აბასი. გამუსულმანებული კონსტანტინე შაჰ-აბასის დავალებით კახეთში გამოიგზავნა და შემდგომ მისი გამეფებით შეესუსტებინა რუსეთის გავლენა კახეთზე და ყოფილიყო ირანის დაქვემდებარებაში. იმისათვის რომ აღნიშნული მისია კონსტანტინეს აღესრულებინა საჭირო იყო „ღალატის“ საბაბით მოეკლა კახეთის სამეფო კარის წარმომადგენლები, კერძოდ მამამისი — ალექსანდრე და მისი ძმა — გიორგი. ღალატის მიზეზად უნდა გამხდარიყო, შაჰ-აბასის მიერ კონსტანტინესათვის ნაბოძები, მაგრამ ჯერ კიდევ ოსმალების ხელში არსებული შირვანის ბრძოლით აღება.

1905 წლის 12 მარტს

აჯანყების უშუალო საბაბი გახდა შაჰ-აბასის დავალებით კონსტანტინე მირზას მიერ მამის, ალექსანდრე II-ის ძმისა და სხვა კახელი დიდებულების დახოცვა (12 მარტი). ამ ფაქტმა კახეთში დიდი აღშფოთება გამოიწვია. მოსახლეობამ გამაჰმადიანებული კონსტანტინე I მეფედ არ მიიღო და იარაღს მოჰკიდა ხელი.

აჯანყება ქიზიყიდან დაიწყო. კონსტანტინე I სასწრაფოდ გაემართა იქითკენ და დიდი საჩუქრებით, დაპირებებითა და შაჰის აგენტების დახმარებით მოახერხა აჯანყებულთა ასისთავების მოსყიდვა. მარტის დამლევს კონსტანტინე I გრემში ჩავიდა. აქ თავადებსა და სხვა თავკაცებს დიდი პატივი სცა, შაჰის სახელით შირვანში ლაშქრობა გამოაცხადა, მოლაშქრეებს დიდ ჯილდოს შეჰპირდა. ამით მან აჯანყება დროებით შეაჩერა. კახეთის მესვეურები, რომელთაც სათავეში მეფე დავით I-ის ქვრივი ქეთევან დედოფალი ედგა, გარეგნულად კონსტანტინეს ერთგულობდნენ, ფარულად კი აჯანყებისათვის ემზადებოდნენ.

კონსტანტინე I-მა კახეთის 10-ათასიანი ჯარით და ყიზილბაშთა ლაშქრით შირვანზე გადაილაშქრა და ქ. შემახას ალყა შემოარტყა. ალყა ძალიან გაჭიანურდა. კახთა ლაშქარი უკმაყოფილებამ მოიცვა. შეთქმულებმა ისარგებლეს მომენტით და ღამით კონსტანტინე I-ის კარავს დაეცნენ. რენეგატი გაიქცა, მეორე დილით კი კახ მოლაშქრეთა შეჩერება სცადა, მაგრამ უშედეგოდ. აჯანყებულები ბრძოლის ველიდან შინისკენ დაიძრნენ, ყიზილბაშები კი — ირანისკენ. აჯანყებულ კახთა მოციქულებმა აბას I-ს მორჩილება აღუთქვეს და მეფედ ქრისტიანი თეიმურაზი (დავით I-ის ძე, შემდეგში თეიმურაზ I) მოითხოვეს. შაჰმა, რომელიც ოსმალეთთან ომისათვის ემზადებოდა, ისინი იმედით გამოისტუმრა.

აჯანყებულებმა დახმარება სთხოვეს ქართლის მეფეს გიორგი X-ს, რომელმაც მათ პაპუნა ამილახვარი მიაშველა ზემო ქართლის ჯარით. ბრძოლა გაიმართა 22 ოქტომბერს ბელაქნისწყალზე, სადაც კონსტანტინე I-ის ლაშქარი დამარცხდა, ხოლო თვითონ ბრძოლაში დაიღუპა.

კახეთის აჯანყებამ აიძულა შაჰი დათმობაზე წასულიყო. მან 1606 წელს კახეთის მეფედ ქრისტიანი თეიმურაზი დაამტკიცა.

ლიტერატურა

  • ბერძენიშვილი ნ., საქართველოს ისტორიის საკითხები, წგნ. 4, თბ., 1967;
  • საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თვ., 1973;