პროტესტანტიზმი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1: ხაზი 1:
[[ფაილი:Martin Luther, 1529.jpg|thumb|[[მარტინ ლუთერი]]]]
[[ფაილი:Martin Luther, 1529.jpg|thumb|[[მარტინ ლუთერი]]]]
'''პროტესტანტიზმი''' (''[[ლათინური ენა|ლათ.]]'' protestans, ნათესაობითი ბრუნვა protestantis - ის, ვინც საჯაროდ ამტკიცებს) [[ქრისტიანობა|ქრისტიანობის]] სამი მთავარი განშტოებიდან ერთ-ერთია და წარმოადგენს რამდენიმე მსხვილი მიმდინარეობის და ბევრი დამოუკიდებელი ეკლესიის ერთობლიობას, რომლებიც წარმოშობით დაკავშირებულნი არიან ანტიკათოლიკურ, შუა საუკუნეებიის ეკლესიის ევროპულ რეფორმაციასთან, რომლის ძირითადი სულისჩამდგმელები ინგლისელი ჯონ უიკლიფი (1320-1384), ჩეხი იან ჰუსი (1369-1415) და გერმანელი ბერი [[ლუთერი, მარტინ|მარტინ ლუთერი]] (1483-1546) იყვნენ.
'''პროტესტანტიზმი''' ({{lang-la|protestans}}, ნათესაობითი ბრუნვა protestantis - ის, ვინც საჯაროდ ამტკიცებს) [[ქრისტიანობა|ქრისტიანობის]] სამი მთავარი განშტოებიდან ერთ-ერთია და წარმოადგენს რამდენიმე მსხვილი მიმდინარეობის და ბევრი დამოუკიდებელი ეკლესიის ერთობლიობას, რომლებიც წარმოშობით დაკავშირებულნი არიან ანტიკათოლიკურ, შუა საუკუნეებიის ეკლესიის ევროპულ რეფორმაციასთან, რომლის ძირითადი სულისჩამდგმელები ინგლისელი [[ჯონ უიკლიფი]] (1320-1384), ჩეხი [[იან ჰუსი]] (1369-1415) და გერმანელი ბერი [[მარტინ ლუთერი]] (1483-1546) იყვნენ.


ამჟამად მსოფლიოში 600 მილიონამდე პროტესტანტია, აქედან 350 მილიონი [[აფრიკა|აფრიკაში]], 120 მილიონი [[ევროპა|ევროპაში]], 80 მილიონი [[ლათინური ამერიკა|ლათინურ ამერიკაში]], 65 მილიონი [[აზია|აზიაში]] და 10 მილიონი [[ავსტრალია|ავსტრალიასა]] და მიმდებარე კუნძულებზე.
ამჟამად მსოფლიოში 600 მილიონამდე პროტესტანტია, აქედან 350 მილიონი [[აფრიკა|აფრიკაში]], 120 მილიონი [[ევროპა|ევროპაში]], 80 მილიონი [[ლათინური ამერიკა|ლათინურ ამერიკაში]], 65 მილიონი [[აზია|აზიაში]] და 10 მილიონი [[ავსტრალია|ავსტრალიასა]] და მიმდებარე კუნძულებზე.

10:19, 5 იანვარი 2016-ის ვერსია

მარტინ ლუთერი

პროტესტანტიზმი (ლათ. protestans, ნათესაობითი ბრუნვა protestantis - ის, ვინც საჯაროდ ამტკიცებს) — ქრისტიანობის სამი მთავარი განშტოებიდან ერთ-ერთია და წარმოადგენს რამდენიმე მსხვილი მიმდინარეობის და ბევრი დამოუკიდებელი ეკლესიის ერთობლიობას, რომლებიც წარმოშობით დაკავშირებულნი არიან ანტიკათოლიკურ, შუა საუკუნეებიის ეკლესიის ევროპულ რეფორმაციასთან, რომლის ძირითადი სულისჩამდგმელები ინგლისელი ჯონ უიკლიფი (1320-1384), ჩეხი იან ჰუსი (1369-1415) და გერმანელი ბერი მარტინ ლუთერი (1483-1546) იყვნენ.

ამჟამად მსოფლიოში 600 მილიონამდე პროტესტანტია, აქედან 350 მილიონი აფრიკაში, 120 მილიონი ევროპაში, 80 მილიონი ლათინურ ამერიკაში, 65 მილიონი აზიაში და 10 მილიონი ავსტრალიასა და მიმდებარე კუნძულებზე.

სახელწოდების წარმოშობა და აღიარება

პროტესტანტიზმი
რეფორმაცია

რეფორმაციამდელი მოძრაობები

ჰუსიტები  • ლოლარდები  • ვალდენსები  • ჩეხი ძმები


რეფორმაციის მოძრაობები

ანგლიკანიზმი • კალვინიზმი • ლუთერანობა • ცვინგლიანობა • ჰუგენოტები


ახალი რეფორმაციული მოძრაობები

ანაბაპტიზმი • ახალსამოციქულო ეკლესია • ბაპტიზმი • კონგრეგაციონალიზმი • პიეტიზმი • პურიტანები • მეთოდიზმი • მენონიტები • ამიშები • კვაკერები • პრესვიტერიანობა


XX საუკუნის პროტესტანტული მოძრაობები

პენტეკოსტალიზმი • რევივალიზმი • ევანგელიკალიზმი • ფილიპინების დამოუკიდებელი ეკლესია


ქრისტიანობა
წმინდა წერილი
ძველი აღთქმა
ახალი აღთქმა (სახარება)
ისტორია
მოციქულების ეპოქა
ეკლესიის დევნის პერიოდი
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება
მსოფლიო საკლესიო კრებები
დიდი სქიზმა
კიდევ...
მიმდინარეობები
მართლმადიდებლობა
კათოლიციზმი
მონოფიზიტობა
პროტესტანტიზმი
კიდევ...
ღვთისმეტყველება
შობა
ჯვარცმა
ამაღლება
ანტიქრისტე
კიდევ...
სხვადასხვა
ქრისტიანობა
პორტალი
დაფა: იხ.  განხ.  რედ.


XIV საუკუნეში ინგლისში დიდი პოპულარულობა მოიხვეჭა ჯონ უიკლიფის ქადაგებებმა რომელიც რომის პაპის, ბერ-მონაზვნობის და სასულიერო პირების უზნეობის წინააღმდეგ იყო მიმართული. მანვე ინგლისურ ენაზე თარგმნა ბიბლია და გაავრცელა ხალხში. მისი სწავლება გავრცელდა ჰოლანდიაში, ბელგიაში, გერმანიასა და ჩეხეთში. ჩეხეთში რეფორმაციის ქადაგება და ჩეხურ ენაზე ნათარგმნი ბიბლიის გავცრელება დაიწყო იან ჰუსმა, რომელიც 1415 წელს სიკვდილით დასაჯეს პაპისტებმა, რასაც შედეგად ჩეხი და ბოჰემიელი რაინდების პროტესტი ე.წ. protestatio Bohemorum და 15 წლიანი სისხლისმღვრელი ომი მოჰყვა კათოლიკებსა და ჩეხ რეფორმატორებს (იან ჟიჟკა, პროკოპ დიდი, სიგიზმუნდ კორიბუტი) შორის. კათოლიკებმა საერთო ჯამში 6 ჯვაროსნული ლაშქრობა მოაწყეს ჩეხეთზე და შეძლეს რეფორმაციის გავრცელების შეჩერება როგორც ჩეხეთში, ისე პოლონეთში.

XVI საუკუნის დასაწყისში გერმანიაში გავრცელდა ჰუმანისტური იდეოლოგია (ერაზმ როტერდამელი, იოჰან როიხლინი, ულრიჰ ფონ ჰუტენი), რომელიც ქრისტიანობის პირველსაწყისებთან დაბრუნებას ქადაგებდა. 1517 წელს გერმანელმა ბერმა მარტინ ლუთერმა გამოაკრა კათოლიციზმის და ინდუგლენციებით ვაჭირობის საწინააღმდეგო „95 თეზისი“ ვიტენბერგის ეკლესიის კარებზე, რამაც სათავე დაუდო ახალ მოძრაობას. გერმანიის პარალელურად ულრიჰ ცვინგლის ხელმძღვანელობით რეფორმაცია დაიწყო შვეიცარიაში. რადიკალი რეფორმატორებისა (თომას მიუნცერი, ჰანს ბულგენბაჰი) და კათოლიკების დაპირისპირებას გერმანიაში მოჰყვა ორწლიანი „გლეხთა ომი“ (1524-1526).

1526 წელს ლუთერის მომხრე გერმანელი თავადების შპეერის რაიხსტაგმა შეაჩერა ლუთერის საწინააღმდეგო ვორმსის ედიქტის მოქმედება. თუმცა 1529 წელს მეორე რაიხსტაგმა გააუქმა ეს დადგენილება, რასაც 5 საიმპერიო თავადის და რამდენიმე გერმანული ქალაქის პროტესტი მოჰყვა, რაც ხმამაღლა და უკომპრომისოდ განაცხადეს კათოლიკებთან გამართული თეოლოგიური დისპუტისას. აქედან წარმოსდგა ტერმინი ”პროტესტანტი”.

ახალმა მიმდინარეობამ სწრაფად მოიცვა ევროპის ჩრდილოეთ ნაწილი და საფრანგეთი. შეშფოთებულმა კათოლიკურმა ეკლესიამ საფრანგეთში იარაღი გამოიყენა ახალი მიმდინარეობის წინააღმდეგ, რასაც თან დინასტიური ინტრიგები დაერთო, 1562-1598 წლებში მიმდინარეობდა ომი რომელიც ისტორიაში ”ჰუგენოტების ომის” სახელით შევიდა. შედეგად ჰუგენოტებმა მიიღეს სამხრეთ საფრანგეთში ცხოვრების უფლება, თუმცა მათი გავლენა საფრანგეთში მკვეთრად შემცირდა.

რომის ეკლესიამ რეფორმაციასთან საბრძოლველად შექმნა ”კათოლიკური ლიგა”. პროტესტანტებმა ’’ევანგელისტური კავშირის’’ შექმნით უპასუხეს. შეიარაღებული დაპირისპირება საერთოევროპულ, ე.წ. ”30 წლიან” (1618-1648 წლები) ომში გადაიზარდა, რომელიც დასრულდა ვესტფალიის სამშვიდობო შეთანხმებით. შედეგად კათოლიკეები, პროტესტანტები და კალვინისტები უფლებრივად გათანაბრდნენ.

პროტესტანტიზმის ზოგადი მოძღვრება

რადგანაც პროტესტანტიზმი არ არის ერთი ეკლესია და შედგება ბევრი მიმდინარეობისგან, აღსანიშნავია მხოლოდ ის თეზისები, რაც აერთიანებს პროტესტანტულ ტრადიციაზე აღმოცენებულ ეკლესიათა უმეტესობას.

პროტესტანტები იზიარებენ ზოგადქრისტიანულ წარმოდგენას ღმერთზე, იესო ქრისტესა და სულიწმინდაზე, აღიარებენ სამებას და ნიკეო-კონსტანტინოპოლის აღსარებას, სწამთ სულის უკვდავების, იესოს მეორედ მოსვლის, საბოლოო განკითხვის და ცათა სასუფევლის. ამასთან ერთად, პროტესტანტიზმმა წამოაყენა 3 ძირითადი თეზისი: სულის ხსნა პერსონალური რწმენით, მორწმუნეთა საყოველთაო სიწმინდე და წმინდა წერილის განსაკუთრებული ავტორიტეტი.

Sola scriptura (მხოლოდ წერილი) - პროტესტანტებისთვის ბიბლია წარმოადგენს საეკლესიო სწავლების ერთადერთ წყაროს, ამიტომ ის ითარგმნა ნაციონალურ ენებზე, მისი შესწავლა და პრინციპების ცხოვრებაში გატარება ყველა პროტესტანტის მთავარი ამოცანაა. წმინდა გადმოცემისადმი დამოკიდებულება არაერთგვაროვანია, ერთი მხრივ უარყოფა და მეორე მხრივ აღიარება, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ერთი მნიშვნელოვანი დანამატით: გადმოცემა (ისევე როგორც ნებისმიერი სხვა თეოლოგიური ნაშრომი) ავტორიტეტულია იმდენად, რამდენადაც ის დაფუძნებულია ბიბლიაზე. სწორედ ეს დანამატი (და არა ღვთისმსახურების გამარტივების და გაიაფების მცდელობა) არის პროტესტანტული მიმდინარეობების მიერ ამა თუ იმ სწავლების და პრაქტიკის უარყოფის მიზეზი და სწორედ ამის გამო არის ამდენი მიმდინარეობა პროტესტანტიზმში. რადგანაც ბიბლიის 34.000 მუხლის ერთნაირად გაგება შეუძლებელია, მისი ინტერპრეტაცია იწვევს სხვადასხვა აზრის გაჩენას და ეს პროცესი ხანდახან დამოუკიდებელი ეკლესიების წარმოქმნით ბოლოვდება. მიმდინარეობების წარმოშობას დიდწილად ხელი შეუწყო ევროპის და აშშ-ს დემოკრატიულმა და ტოლერანტულმა გარემომ. მიუხედავად ბიბლიის ზოგიერთი საკითხის სხვადასხვანაირი ინტერპრეტაციისა, პროტესტანტულ ეკლესიებს აერთიანებთ ერთი ტრადიცია და ძირითადი სწავლება დიდწილად იდენტურია. პროტესტანტულ სამყაროში ძირითადად გავრცელებულია წმინდა წერილის ბიზანტიური ვერსია ე.წ. Textus Receptus, რომლის საფუძველზეც გამოიცა პირველი ევროპული ბიბლიები.

Sola fide (მხოლოდ რწმენით) - პროტესტანტები ასწავლიან რომ ცოდვამ შეცვალა ადამიანის ბუნება და მიუხედავად იმისა, რომ ადამიანს შეუძლია სიკეთის კეთება და ზნეობრივი ცხოვრება, მას არ შეუძლია სულის ხსნა საკუთარი დამსახურებით, ზნეობრივი ცხოვრებით და სიკეთის კეთებით. ეს შესაძლებელია მხოლოდ იესო ქრისტეს გამომსყიდველი მსხვერპლისადმი რწმენით. პროტესტანტები არ აუფასურებენ კეთილ საქმეებს, მათ მიაჩნიათ, რომ ზნეობრივი ცხოვრება არის რწმენის და ცოდვების პატიების გარდაუვლად თანმდევი ნაყოფი და არა ის პირობა, რის საფუძველზეც ღმერთი პატიობს ადამიანს ცოდვებს და ანიჭებს სულის ხსნას. პროტესტანტების სწავლებაა: რწმენას მოაქვს პატიება, სულის ხსნა და შედეგად კეთილი საქმეები. კათოლიკური სწავლება შემდეგია: რწმენას და კეთილ საქმეებს მოაქვთ შედეგად პატიება და სულის ხსნა. სწორედ ეს თეზისი იყო მარტინ ლუთერის და სხვა რეფორმატორების ცენტრალური თეოლოგიური საკითხი.

Sola gratia (მხოლოდ მადლი) - სულის ხსნას პროტესტანტები იღებენ როგორც ღმერთის მადლს, როგორც დაუმსახურებელ წყალობას და არა ისე, თითქოს ვინმემ დაიმსახურა ის. ანუ სულის ხსნა არის ღმერთის მიერ მონიჭებული დაუმსახურებელი საჩუქარი, გადმოცემული ადამიანებისთვის იესო ქრისტეს დამსახურებით. ღმერთის ყველა მოქმედება ადამიანის მიმართ ეფუძნება მის მადლს და წყალობას.

Solus Christus (მხოლოდ ქრისტე) - ქრისტე არის ერთადერთი შუამავალი ღმერთსა და ადამიანებს შორის. ყველა ზეციდან შობილი და მონათლული ქრისტიანი იღებს ღმერთთან ურთიერთობის შესაძლებლობას და შეუძლია იქადაგოს სახარება. პროტესტანტობაში არ არსებობს დოგმატური განსხვავება „მღვდელსა“ და „საეროს“ შორის, ამიტომ ღვთისმსახურებს არა აქვთ თანამდებობა, მათ აქვთ მოვალეობა. ამგვარად უქმდება საეკლესიო იერარქია მისი ტრადიციული გაგებით. ამავე მიზეზის გამო არ არსებობს აღსარების საიდუმლო და ცოდვების პატიების რიტუალები, რომლებიც მღვდელმა უნდა შეასრულოს, მაგრამ ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ღმერთის წინაშე გულწრფელ მონანიებას და ცოდვის მიტოვებას, როგორც შინაგანი მონანიების გარეგან დადასტურებას, პროტესტანტების აზრით ამ საშუამავლო მსახურებას ატარებს იესო ქრისტე და არა მღვდელი.

Soli Deo gloria (დიდება მხოლოდ ღმერთს) - ადამიანი რელიგიურ თაყვანს უნდა სცემდეს მხოლოდ ღმერთს, რადგანაც ის არის შემოქმედი და სულის ხსნა მიიღება მხოლოდ მისი ნებით და მოქმედებით. რადგანაც ღმერთი არის ”პირველი და უკანასკნელი”, მთელი დიდება ეკუთვნის მას და არა მის ქმნილებას.

წესჩვეულებები და ღვთისმსახურება

ღვთისმსახურების წესი ეფუძნება ახალ აღთქმას და ამიტომ მარტივად ტარდება. ლიტურგიის ძირითადი ნაწილი შედგება ქადაგების, ლოცვის და საგალობლების შესრულებისგან. სრულდება საიდუმლოებებიც, როგორებიცაა მაგალითად ზიარება, წყლით ნათლობა, ქორწინება. პროტესტანტები არ ლოცულობენ გარდაცვლილი ადამიანებისთვის, არ სცემენ თაყვანს წმინდანებს, მათ ნეშტებს, ხატებს და არ აღნიშნავენ მათდამი მიძღვნილ დღესასწაულებს. პროტესტანტული სამლოცველო სახლები, როგორც წესი, სადაა, არ გააჩნია მდიდრული ატრიბუტიკა, ხატები და ქანდაკებები. რადგან მიაჩნიათ რომ ასეთი დეკორაციების აუცილებლობა არ არის. ეკლესიის შენობად შეიძლება გამოიყენებოდეს ნებისმიერი შენობა, რომელსაც ქირაობენ, თავად აშენებენ, ან ყიდულობენ. ღვთისმსახურება ორიენტირებულია ქადაგებაზე, ლოცვაზე და საგალობლების შესრულებაზე. ღვთისმსახურების დაუქორწინებლობა, ისევე როგორც დაქორწინება არანაირად არ რეგლამენტირდება და ხუცესების (პასტორი, პრესვიტერი) პირადი გადასაწყვეტია. პროტესტანტიზმმა უარყო რომის პაპის ავტორიტეტი და გააუქმა ბერ-მონაზვნური სისტემა, როგორც სულის ხსნისთვის საჭირო განსაკუთრებული ღვაწლი. ამასთან არსებობენ მონასტრის ტიპის დაწესებულებებიც მაგ.: ნარკომანთა რეაბილიტაციის ცენტრები. საყოველთაო სიწმინდის პრინციპმა საფუძველი დაუდო ეკლესიების დემოკრატიულ მოწყობას (მრევლის და ღვთსმსახურთა თანაბრობა, არჩევითობა, ანგარიშვალდებულება და ა.შ.) იერარქია, იქნება ეს ფორმალური თუ არაფორმალური, არსებობს წესრიგის შესანარჩუნებლად და მას განსაკუთრებული დატვირთვა არ აქვს.

ისტორია

ამ მიმდინარეობების უმეტესობა ”სულიერი აღორძინების” ეგიდით ფორმირდებოდა, რათა ეკლესია პირველი საუკუნის ეკლესიის იდეალებს და რეფორმაციის არსს დაბრუნებოდა. ამ მიმდინარეობების განმასხვავებელი ნიშანი თავისუფალი ქადაგება და აქტიური მისიონერული მოღვაწეობაა.

პროტესტანტობის გავრცელება

დღევანდელ დღეს პროტესტანტიზმი წამყვან პოზიციებზეა სკანდინავიის ქვეყნებში (შვედეთი, ნორვეგია, ფინეთი), აშშ-ში, გერმანიასა და დიდი ბრიტანეთში, მოიცავს ჰოლანდის, დანიას, ისლანდიას, კანადს, შვეიცარიას, ავსტრალიას, ახალ ზელანდიას და ზოგადად ოკეანიის რეგიონს. პროტესტანტული ქვეყნები გამოირჩევიან სოციალურად სამართლიანი სისტემით, ძლიერი სახელმწიფო წყობილებით და ცხოვრების მაღალი დონით.

პროტესტანტიზმი ერთერთი იმ მცირერიცხოვან რელიგიათა შორისაა, რომლებიც დღევანდელ დღესაც სწრაფად იზრდება რაოდენობაში. მაგალითად: უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში ბრაზილიის მოსახლეობის 20%, ჩილეს მოსახლეობის 25%, გვატემალის 30% და სამხრეთ კორეის 35% გახდა პროტესტანტი. ევრაზიის ისლამური საბჭოს წევრის საბრი ხაზმეთლის ცნობით უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში პროტესტანტობაში გადავიდა შუა აზიის 500.000 მაცხოვრებელი. საქართველოში პროტესტანტების საერთო ჯამური რიცხვი დაახლ. 15-20.000 ადამიანია.

დამაარსებლები და ცნობილი პროტესტანტი ღვთისმსახურები

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

(XVI საუკუნე)
(XI საუკუნე)
უნია