დავით წერეთელი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 5: ხაზი 5:
| ფოტოს_სიგანე =
| ფოტოს_სიგანე =
| სურათის წარწერა =
| სურათის წარწერა =
| დაბადების თარიღი = [[17 აპრილი]]/[[1 მაისი]], [[1905]]
| დაბადების თარიღი = [[ძველი სტილი]]თ [17 აპრილი], [[ახალი სტილი]]თ [1 მაისი], 1905
| დაბადების ადგილი = [[ჯვარისა (ამბროლაურის მუნიციპალიტეტი)|შრომა]], [[ამბროლაურის მუნიციპალიტეტი]]
| დაბადების ადგილი = [[ჯვარისა (ამბროლაურის მუნიციპალიტეტი)|შრომა]], [[ამბროლაურის მუნიციპალიტეტი]]
| გარდაცვალების თარიღი = [[30 ივლისი]], [[1976]]
| გარდაცვალების თარიღი = [[30 ივლისი]], [[1976]]

17:49, 27 დეკემბერი 2015-ის ვერსია

დავით წერეთელი
დაბ. თარიღი ძველი სტილით [17 აპრილი], ახალი სტილით [1 მაისი], 1905
დაბ. ადგილი შრომა, ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
გარდ. თარიღი 30 ივლისი, 1976
გარდ. ადგილი მოსკოვი, რუსეთი
დასაფლავებულია თბილისი
მოქალაქეობა  რუსეთის იმპერია
ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ
საქმიანობა გეოგრაფი და ალპინისტი
მუშაობის ადგილი ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჯილდოები საპატიო ნიშნის ორდენი

დავით ბესარიონის ძე წერეთელი (დ. ძველი სტილით [17 აპრილი], ახალი სტილით [1 მაისი], 1905, სოფელი ჯვარისა, ონის მაზრა, ახლანდელი სოფელი შრომა, ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, ― გ. 30 ივლისი, 1976, მოსკოვი, დაკრძალულია თბილისში) — ქართველი გეოგრაფი და მთასვლელი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი (1965), პროფესორი (1965).

1934 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი გეოლოგიის სპეციალობით. ამავე წლიდან მუშაობას იწყებს საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში გეოლოგიის განყოფილების უმცროს მეცნიერ თანამშრომლად, 1936-1942 წლებში განყოფილების გამგეა. 1942-1945 წლებში მონაწილეობდა დიდ სამამულო ომში. დემობილიზაციის შემდეგ, 1946 წლიდან ისევ მუზეუმში განაგრძობს მუშაობას. 1951 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვახუშტის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო დარგში. 1947 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კითხულობდა მეოთხეული გეოლოგიის, გლაციოლოგიისა და პალეოგეოგრაფიის სალექციო კურსს. არის 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. 1933-1934 წლებში პამირის 7000 მეტრიანი მწვერვალის დაპყრობისათვის სსრკ-ში ერთ პირველთაგანს მიენიჭა ალპინიზმის ოსტატის საპატიო წოდება.

დაჯილდოებულია საპატიო ნიშნის ორდენით (1952), მრავალი მედლითა და სიგელით.

ლიტერატურა