Sony: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1: ხაზი 1:
{{გადამისამართება|სონი|სონი (მდინარე)|ინდოეთის მდინარე სონის შესახებ}}
{{გადამისამართება|სონი|სონი (მდინარე)|ინდოეთის მდინარე სონის შესახებ}}
{{ინფოდაფა კომპანია
{{ინფოდაფა კომპანია
| სახელი = სონი<br />Sony
| სახელი = Sony Corporation<br>ソニー株式会社
| ლოგო = Sony logo.svg
| ლოგო = Sony logo.svg
| ტიპი = [[სახალხო კომპანია]]
| ტიპი = [[სახალხო კომპანია]]

08:05, 30 ნოემბერი 2015-ის ვერსია

სონი“ ამ გვერდზე გადმოდის. ინდოეთის მდინარე სონის შესახებ იხილეთ სონი (მდინარე).
Sony Corporation
ソニー株式会社
ტიპი სახალხო კომპანია
დაფუძნდა 1946
დამაარსებელი მასარუ იბუკა
აკიო მორიტა
სათავო ოფისი მინატო, ტოკიო, იაპონია
მმართველი

ჰოვარდ სტრინგერი (თავმჯდომარე, პრეზიდენტი & CEO), Ryoji Chubachi (ვიცე თავმჯდომარე),

Nobuyuki Oneda (CFO-ს აღმასრულებელი ვიცე პრეზიდენტი)
პროდუქცია

სამოყვარულო და პროფესიონალური ელექტრონული მოწყობილობები
კომუნიკაცია და ინფორმაციის მოწყობილობები
ნახევრადგამტარი
ელექტრონული მოწყობილობები & კომპონენტები
ბატარეა
ქიმიკალიები
Sony Pictures Entertainment
Sony Music
PlayStation

Blu-Ray
შემოსავალი ¥7.730.0 ტრილიონი ($78.88 მილიარდი)
თანამშრომელი 180,500 (მარტი, 2008)

სონი (ინგლ. Sony, იაპონ. ソニー株式会社) — მრავალეროვნული კონგლომერატი გაერთიანება, რომლის სათავო ოფისი მდებარეობს მინატოში, ტოკიო, იაპონია. იგი არის მსოფლიოს უდიდესი მედია კონგლომერატი, რომლის წლიური შემოსავალი აღემატება ¥7.730.0 ტრილიონს, რაც $78.88 მილიარდს შეადგენს (2008 წლის მონაცემებით). სონი არის ერთერთი ლიდერი ელექტრონიკის, ვიდეოს, კომუნიკაციების, ვიდეო თამაშების კონსოლებისა და ინფორმაციის ტექნოლოგიების გამოშვებაში. მისი სახელი მომდინარეობს sonus-დან, რაც ლათინური ენიდან ნიშნავს ხმას.

პროდუქცია

1950-იან წლებში სონიმ პირველმა განავითარა ტრანზისტორებზე მომუშავე რადიო Sony TR-63. სავაჭრო მარკა ვალკმანის სახელით სონიმ პირველი აუდიოპლეიერი ბაზარზე 1979 წელს გამოიტანა.

1983 წელს სონიმ ფილიპსთან ერთად კომპაქტდისკი განავითარა. სონის აქვს მისი ტელეფონების ხაზი Xperia, ტელევიზორების ხაზი Bravia და კონსოლების ხაზი Playstation.

სონის ცენტრი ბერლინში

ისტორია

სონი (Sony) - კომპანიის ისტორია იწყება 1946 წლის 7 მაისიდან, როდესაც ინჟინერმა მასარუ იბუკამ (Masaru Ibuka) და მისმა კომპანიონმა აკიო მორიტამ (Akio Morita), რომელიც ომის წლებში მუშაობდა სამხედრო ლაბორატორიაში, ტოკიოში დააფუძნეს რადიონაწილების კომპანია სონი (Sony). ფირმაში დასაქმებული იყო 20 ადამიანი და საწყისი კაპიტალი შეადგენდა 500 დოლარს. კომპანია, მატერიალური პრობლემების და მსხვილი ფირმებისგან დიდი კონკურენციის გამო, ბაზრიდან გაქრობისგან იხსნა აკიო მორიტას წარმატებულმა მარკეტინგულმა პოლიტიკამ. 1949 წელს კომპანია სონი (Sony) იღებს მაგნიტური ფირის გახმოვანების პატენტს და ერთი წლის შემდეგ უშვებს მაგნიტოფონს G-Typ. მიუხედავად იმისა, რომ პროდუქცია ვიზუალურად მიმზიდველად არ გამოიყურებოდა, სწორედ ამ მაგნიტოფონმა დაუდო საფუძველი სონის შემდგომ განვითარებას. 1950 წელს სონი (Sony) ამერიკული კომპანია Western Electric – ისგან ყიდულობს ტრანზისტორების წარმოების ლიცენზიას. მალე ფირმის წარმოება იზრდება და გამოდის სონის (Sony) ცნობილი რადიომიმღები TR-2. ამავე დროს იწყება სონის ტალევიზორების და ვიდეო მაგნიტოფონების. ყველა ეს მოწყობილობა მუშაობდა ტრანზისტორებზე (პირველი ტრანზისტორი შემუშავებული იქნა კომპანია Bell – ის კვლევით ლაბორატორიაში. მისი შემქმნელი იყო ტელეფონის გამომგონებელი ალექსანდრე გრემ ბელი) . მორიტას ძირითადად მიმართულება ჰქონდა აღებული ხმოვანი აპარატურის წარმოებაზე, რის გამოც კომპანიას 1955 წელს ეწოდა სახელწოდება სონი (Sony) , რომელისც ლათინურად ნიშნავს "ხმა" – ს. 1963 წელს სონიმ გაიტანა თავისი აქციები ნიუ–იორკის საფონდო ბირჟაზე. კომპანია იყო პირველი იაპონური ბრენდი, რომელიც მოხვდა NYSE (New York Stock Exchange) – ს სიაში. იმავე პერიოდში, იმისათვის, რომ უფრო მეტად დაემკვიდრებინა ამერიკულ ბაზარზე თავისი ბრენდი აკიო მორიტა ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გადადის შტატებში. 1968 წელს კომპანია უშვებს თავის პირველ ფერად სონის ტელევიზორს Trinitron. სწორედ მსოფლიო ბრენდმა სონიმ პირველმა გამოუშვა მუსიკალური პორტატული ფირსაკრავი და ლაზერული დისკები (ლაზერული დისკები სონიმ გამოიგონა კომპანია ფილიპსთან (Philips) >> ერთად 1980 წელს). მნიშვნელოვანი გარდატეხა თანამედროვე ტექნიკის სფეროში სონიმ (Sony) მოახდინა 1990 წელს. შეიქმნა DVD, Blu-Ray და თანამედროვე ტიპის ტელევიზორი Bravia, სათამაშო მოწყობილობა Sony PlayStation და Sony PlayStation Portable, განთქმული ნოუთბუქი სონი ვაიო (Sony Vaio), ფოტოაპარატი Cyber-Shot, მობილური ტელეფონი სონი ერიქსონი ( Sony Ericsson) >>. 1999 წლის 21 ოქტომბერს, 1993 წლიდან ინვალიდის სავარძელს მიჯაჭვული, კომპანია სონის ლეგენდარული დამაარსებელი აკიო მორიტა გარდაიცვალა 78 წლის ასაკში. მორიტას დაწერილი და გამოცემული აქვს ორი წიგნი, მათ შორის ცნობილი – "Made in Japan" . იგი იყო პირველი იაპონელი, რომელსაც მიღებული ჰქონდა დიდი ბრიტანეთის ხელოვნების ორდენი. აგრეთვე მას მიღებული აქვს დამსახურებული ლეგიონის ნაციონალური ორდენი და იაპონიის იმპერატორის წმინდა საგანძურის პირველი კატეგორიის ორდენი. ამჟამადაც კომპანია სონი (Sony) ერთ–ერთი წამყვანი მსოფლიო ბრენდია ისეთ სფეროებში, როგორიცაა საყოფაცხოვრებო და პროფესიონალური ელექტრო ტექნიკა; საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო პროდუქციის წარმოება; გასართობი სფერო – მათ შორის კინოფილმების ( Columbia Pictures ) , მუსიკალური პროგრამების და კომპიუტერული თამაშების შექმნა–წარმოება; საინვესტიციო–საფინანსო საქმიანობა; ინტერნეტ პროექტების განხორციელება და ა.შ.

რესურსები ინტერნეტში

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Sony&oldid=3004603“-დან