ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება: განსხვავება გადახედვებს შორის

ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
→‎კონსტანტინეს მოქცევა: clean up, replaced: შემდგე → შემდეგ using AWB
(62.212.60.45-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა ოდიშარი-ის მიერ რედაქტირებული ...)
(→‎კონსტანტინეს მოქცევა: clean up, replaced: შემდგე → შემდეგ using AWB)
კონსტანტინეს მოქცევა უკავშირდება ცნობილ გადმოცემას მაზე ჯვარის გამოჩენისა, როდესაც [[კონსტანტინე]] მაქსტენციუსს ეომებოდა. მისი მოქცევის მიზეზად დასახელებულია სასწაული, თუმცა წყაროები ამის შესახებ დიდ უთანხმოებას იწვევენ. უძველესი მოწმობა სასწაულებრივი გამოცხადებისა ეკუთვნის კონსტანტინეს ქრისტიან თანამედროვეს ლაქტენციას, რომელიც თვის თხზულებაში „მდევნელთა სიკვდილის შესახებ“ ამბობს მხოლოდ სიზმარზე, რომელიც კონსტანტინემ იხილა, რომ მას ფარზე უნდა გამოესახა ქრისტეს ზეციური ნიშანი. ცაზე ჯვრის გამოსახვაზე ლაქტენციასთან სიტყვაც არაა ნათქვამი.
 
სხვა თანამედროვე კონსტანტინესი, [[ევსევი კესიარიელი]], ორჯერ ეხება კონსტანტინეს მაქსტენციუსთან გამარჯვების ეპიზოდის. უფრო ადრეულ თხზულებაში „ეკლესიის ისტორია“ ევსევი მხოლოდ აღნიშნავს, რომ კონსტანტინემ, მიდიოდა რა რომის დასაცავად, ლოცვისას აღიარა ზეციური ღმერთი და მისი სიტყვა, ყველას მხსნელი, იესო ქრისტეო. როგორც ჩანს, არც სიზმარზე, არც რამე ფარზე გამოსახულ ნიშნებზე აქ არაფერია ნათქვამი. თავის სხვა ნაშრომში “კონსანტინეს ცხოვრების აღწერა“, რომელიც მაქსტენციუსზე გამარჯვებიდან 25 წლის შემდგეშემდეგ დაიწერა, გვაძლევს ფიცით დამტკიცებულ ცნობას, თავად იმპერატორის მიერ თქმულს, ცნობილ გადმოცემას იმაზე, რომ კონსტანტინემ ლაშქრობის დროს ცაზე ჯვრის ნიშანი დაინახა წარწერით – „ამით სძლიე“. თავზარი დაეცათ კონსტანტინეს და მის ჯარისკაცებს. იმავე ღამეს კონსტანტინეს ძილში თავად ქრისტე გამოეცხადა ჯვრით ხელში და უბრძნა ჯვრის დამზადება და ამ ნიშნით მტრის წინააღმდეგ გამოსვლა. დილით იმპერატორი მოყვა სასწაულებრივ გამოცხადებაზე, დაუძახა ხელოსნებს და უბრძანა მათ მის მიერ აღწერილი ნიშნის დამზადება, რომელიც ცნობილია labarum ის სახელით.
== მილანის ედიქტი ==
 
49 737

რედაქტირება

სანავიგაციო მენიუ