სორაიას ჩაქოლვა: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1: ხაზი 1:
{{ინფოდაფა კინოფილმი
{{ინფოდაფა კინოფილმი
| სახელი = The Stoning of Soraya M.
| სახელი =ქვებით ჩაქოლვა
| სურათი =
| სურათი =
| ტიტრი =
| ტიტრი =

21:09, 7 ნოემბერი 2015-ის ვერსია

„ქვებით ჩაქოლვა“
რეჟისორი საირუს ნაურასტეხი
პროდიუსერი ტოდ ბარნსი
დაიან ჰენდრიკსი
ჯეისონ ჯონსი
სცენარის ავტორი ბეტსი გიფენ ნაურასტეხი
საირუს ნაურასტეხი
ფრეიდონ საებჟამი
როლებში შოხრე აგდაშლუ,
მოჟან მარნო,
ჯეიმზ კევიზელი
კომპოზიტორი ჯონ დებნი
სტუდია Mpower Pictures
გამოსვლის თარიღი 2008
ხანგრძლივობა 116 წთ
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური, სპარსული

ქვებით ჩაქოლვა (სპარს. سنگسار ثريا م‎) — 2008 წლის ამერიკულ-სპარსული ფილმი, რეჟისორ საირუს ნაურასტეხის მძაფრსიუჟეტიანი დრამა. მთავარ როლებში მონაწილეობენ შოხრე აგდაშლუ და მოჟან მარნო. ფილმში აგრეთვე მონაწილეობა მიიღო ჯეიმზ კევიზელმა.

ფილმი რეალურ ისტორიაზეა დაფუძნებული და გადაღებულია ფრანგ-ირანელი ჟურნალისტის ფრეიდონ საებჟამის ამავე სახელწოდების წიგნის (ფრანგ. La Femme Lapidée) მიხედვით. მსოფლიო პრემიერა გაიმართა ტორონტოში, საერთაშორისო კინოფესტივალზე.

სიუჟეტი

ფილმის მოქმედება ვითარდება 1980-იან წწ. ირანის ერთ-ერთ მოშორებულ სოფელში. ამ სოფელში ხვდება ჟურნალისტი, რომელსაც მიმავალ გზაზე მანქანა გაუფუჭდა. სოფელში მისვლისას იგი დახმარებას სთხოვს ადგილობრივ მცხოვრებს, რომელიც სოფლის მექანიკოსი იყო. ამასობაში ჟურნალისტი სოფელში შეხვდება ზახრას, ქალს, რომელსაც სურს მოუყვეს წინა დღეს დატრიალებულ ტრაგედიაზე. ზახრა ჟურნალისტს შემზარავ ამბავს მოუყვება, რომელიც თავს გადახდა მის ძმისშვილს – სორაიას და თან სთხოვს ჟურნალისტს, რომ ეს ისტორია მთელ მსოფლიოს მოუთხროს.

რესურსები ინტერნეტში