დიმიტრი გულია: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 23: ხაზი 23:
| სქოლიო =
| სქოლიო =
}}
}}
'''დიმიტრი იოსების ძე გულია''' ({{lang-ab|Дырмит Иасыф-и{{Unicode|ҧ}}а Гәлиа}}) (დ. [[21 თებერვალი]] <small>[ძვ. სტ. 9 თებერვალი]</small>, [[1874]], [[უარჩა]], ახლანდელი [[გულრიფშის მუნიციპალიტეტი]] – გ. [[7 აპრილი]], [[1960]], სოფ. [[აგუძერა]], [[გულრიფშის მუნიციპალიტეტი]]), [[აფხაზები|აფხაზი]] მწერალი. აფხაზური ლიტერატურის ფუძემდებელი, აფხაზეთის სახალხო პოეტი (1937). სსრკ IV-V მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.
'''დიმიტრი იოსების ძე გულია''' ({{lang-ab|Дырмит Иасыф-и{{Unicode|ҧ}}а Гәлиа}}; დ. [[21 თებერვალი]] <small>[ძვ. სტ. 9 თებერვალი]</small>, [[1874]], [[უარჩა]], ახლანდელი [[გულრიფშის მუნიციპალიტეტი]] – გ. [[7 აპრილი]], [[1960]], [[აგუძერა]], [[გულრიფშის მუნიციპალიტეტი]]), [[აფხაზები|აფხაზი]] მწერალი. აფხაზური ლიტერატურის ფუძემდებელი, აფხაზეთის სახალხო პოეტი (1937). სსრკ IV-V მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.


== ბიოგრაფია ==
== ბიოგრაფია ==

10:36, 4 ნოემბერი 2015-ის ვერსია

დიმიტრი გულია
Дырмит Иасыф-иҧа Гәлиа
აფხ. Дырмит Иосиф-иԥа Гәлиа

დიმიტრი იოსების ძე გულია
დაბადების თარიღი 9 თებერვალი/21 თებერვალი, 1874
დაბადების ადგილი უარჩა, ახლანდელი გულრიფშის მუნიციპალიტეტი
გარდაცვალების თარიღი 7 აპრილი, 1960
გარდაცვალების ადგილი აგუძერა, გულრიფშის მუნიციპალიტეტი
საქმიანობა მწერალი
ეროვნება აფხაზი
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
 სსრკ
ჯილდოები ლენინის ორდენი, შრომის წითელი დროშის ორდენი, მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გმირული შრომისათვის“, შრომის წითელი დროშის ორდენი და შრომის წითელი დროშის ორდენი

დიმიტრი იოსების ძე გულია (აფხ. Дырмит Иасыф-иҧа Гәлиа; დ. 21 თებერვალი [ძვ. სტ. 9 თებერვალი], 1874, უარჩა, ახლანდელი გულრიფშის მუნიციპალიტეტი – გ. 7 აპრილი, 1960, აგუძერა, გულრიფშის მუნიციპალიტეტი), აფხაზი მწერალი. აფხაზური ლიტერატურის ფუძემდებელი, აფხაზეთის სახალხო პოეტი (1937). სსრკ IV-V მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.

ბიოგრაფია

დაიბადა ღარიბი გლეხის ოჯახში. სწავლობდა გორის საოსტატო სემინარიაში. ერთხანს მასწავლებლობდა. 1924-1926 წლებში აფხაზურ ენას ასწავლიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. გულიამ დიდი ღვაწლი დასდო აფხაზურ კულტურას. მისი კულტურულ-საგანმანათლებლო და სამწერლო მოღვაწეობა ფართო და მრავალმხრივი იყო. 1892 წელს კ. მაჭავარიანთან ერთად რუსული გრაფიკის საფუძველზე შეადგინა აფხაზური ანბანი, მის ლექსთა პირველ კრებულებში (1912-1913) წარმოსახულია აფხაზი ხალხის სწრაფვა თავისუფალი ცხოვრებისაკენ, სიძულვილი მჩაგვრელებისადმი, პოეტის ოცნება უკეთეს მერმისზე. 1919-1920 წლებში გულია პირველი აფხაზური გაზეთის "აფსნის" რედაქტორი იყო. 1921 წელს ჩამოაყალიბა პირველი აფხაზური თეატრალური დასი.

1925 წელს გამოსცა „აფხაზეთის ისტორია“, რუსულ ენაზე. გვერდი ავლილია ქართული და უცხოური ისტორიული რეალობისთვის, წიგნი შექმნილია არსებული პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, სჭარბობს აფსუურ-ადიღეური კადრების საბჭოთა ხელისუფლებაში მოსვლით შეგულიანებული კაცის შეხედულებები და ჰიპოთეზები. აყალბებს არსებულ რეალობას, აფხაზეთის ისტორიას მიჯნავს ქართულისაგან. XX საუკუნის 20-იანი წლები შესანიშნავი პერიოდი იყო მზაკვრული გეგმების განსახორციელებლად. აფხაზეთი იმ პერიოდშჲ არ იყო შესწავლილი არც არქეოლოგიურად, არც ეთნოგრაფიულად, არ არსებობდა ლინგვისტური და ფოლკლორული მასალა. გულია აფხაზეთის ისტორიას ძველ აღმოსავლეთს უკავშირებს.

1951 წელს, დიმიტრი გულიამ გამოსცა პატარა ბროშურა სათაურით „ჩემი წიგნის – „აფხაზეთის ისტორიის“ – თაობაზე“, რომელშიც განმარტავს, რომ 1925 წელს მან რიგი ისტორიული ფაქტები „ვერ გაითვალისწინა“, რის გამოც წიგნი არასრული გამოვიდა და მან სხვა მკვლევარებიც შეცდომაში შეიყვანა.

ლიტერატურა

  • გუბლია გ., დიმიტრი გულია. შემოქმედებითი გზა, თბ., 1974;
  • Бгажба Х. С., Зелинский К. Л., Дмитрий Гулиа, Сух., 1965;
  • Гулиа Г. Д., Дмитрий Гулиа. Повесть о моем отце, 2 изд., М., 1965;
  • ბგაჟბა ხ., ქსე, ტ. 3, გვ. 301, თბ., 1978

რესურსები ინტერნეტში