ოდესა: განსხვავება გადახედვებს შორის

Jump to navigation Jump to search
არ არის რედაქტირების რეზიუმე
|მმართველის ტიპი = მერი
|მმართველი =ედვარდ გუვიცი
|დაარსების თარიღი = 1794
|დაქვემდებარება =
|პირველი ხსენება =
|წინა სახელები = ჰაჯიბეი
|სტატუსი-დან = 1794
|ფართობი = 236.9
}}
'''ოდესა''' ({{lang-uk|Одеса}}; {{lang-ru|Одесса}}) — ქალაქი სამხრეთ-დასავლეთ [[უკრაინა|უკრაინაში]], უმნიშვნელოვანესი პორტი [[შავი ზღვა|შავ ზღვაზე]] და ოდესის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქის მოსახლეობა [[2004]] წლის მონაცემებით იყო 1.012.500 ადამიანი.
 
ოდესა [[1819]]-[[1858]] წლებში თავისუფალი პორტი (პორტო ფრანკო) იყო. საბჭოთა პერიოდში სსრკ-ის უმნიშვნელოვანესი სავაჭრო პორტი და სამხედრო სანაოსნო ბაზა გახდა. [[2000]] წლის [[1 იანვარი|1 იანვარს]] [[ოდესის პორტი|ოდესის სავაჭრო პორტის]] კარანტინის მისადგომი თავისუფალ პორტად და თავისუფალ სავაჭრო ზონად გამოცხადდა 25 წლის ვადით.
 
ოდესა თბილ წყალზე მდებარეობს, თუმცა მისი სამხედრო მნიშვნელობა საკმაოდ შეზღუდულია. [[თურქეთი|თურქეთის]] მიერ [[დარდანელის სრუტე|დარდანელის სრუტესა]] და [[ბოსფორი|ბოსფორზე]] კონტროლის დაწესებამ [[ნატო (ორგანიზაცია)|ნატოს]] შესაძლებლობა მისცა ოდესიდან [[ხმელთაშუა ზღვა|ხმელთაშუა ზღვაზე]] მიმოსვლა შეეზღუდა. ქალაქს ორი მნიშვნელოვანი პორტი აქვს: თავად ოდესა და ''იუჟნი'' (საერთაშორისო მნიშვნელობის ნავთობ ტერმინალი), რომელიც ქალაქის გარეუბანში მდებარეობს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პორტი, ''ილიჩევსკი'', იმავე ობლასტში მდებარეობს, ოდესის სამხრეთ-დასავლეთით. ერთობლიობაში ეს სამი პორტი და სარკინიგზო სისტემა მნიშვნელოვან სატრანსპორტო კვანძს წარმოადგენს. ოდესის ნავთობ და ქიმიურ-გადამმუშავებელი ქარხნები რუსეთისა და ევროპის ქსელებთან სტრატეგიული მნიშვნელობის სადენებით არის დაკავშირებული.
 
ოდესა სიდიდით მეხუთე ქალაქია უკრაინაში და ასევე მისი ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო ცენტრი. მე-19 საუკუნეში ის იყო იმპერიული რუსეთის მესამე ქალაქი [[მოსკოვი|მოსკოვისა]] და [[სანქტ-პეტერბურგი|სანქტ-პეტერბურგის]] შემდეგ. ქალაქის ისტორიულ არქიტექტურას უფრო ხმელთაშუა იერი დაჰკრავს ვიდრე რუსული, ფრანგული და იტალიური მიმდინარეობების გავლენით. ოდესისთვის ყოველთვის იყო დამახასიათებელი თავისუფალი ნება და იუმორი, შესაძლოა მისი მდებარეობისა და მულტიკულტურიზმის წყალობით.
 
==ისტორია==
1792 წლამდე ოდესა [[თათრები|თათრულ]] სოფელს წარმოადგენდა და ჰაჯიბეი ერქვა. ოდესის თავდაპირველი სახელის სხვა ვარიანტებიცაა ცნობილი: კაჩიბეი, აჯიბეი, კოცუბეევი, კაჩუკლენოვი. ქალაქს ოდესა ეწოდა იმის გამო, რომ შეცდომით მიაჩნდათ, თითქოს ჰაჯიბეის ადგილზე ძველბერძნული კოლონია ოდესოსი არსებობდა. სინამდვილეში ოდესოსი [[ვარნა]]ს ადგილას მდებარეობდა. ოდესა ქალაქს 1794 წელს უწოდეს.
 
[[ხერსონი]]ს კლიმატის უვარგისობაში დარწმუნებულმა ადმირალმა [[ოსიპ დერიბასი|ოსიპ დერიბასმა]] ჰაჯიბეის ადგილას ქალაქის გაშენების იდეა [[ეკატერინე II]]-ს შესთავაზა. ამ ქალაქის დაარსება რუსეთს აახლოებდა [[ოსმალეთის იმპერია]]სთან, ხოლო [[ვოლინი]]სა და [[პოდოლი]]ს მცხოვრებლებს დიდ უპირატესობას უქმნიდა. მათ აღარ დასჭირდებოდათ [[ბუგი]]ს გადაკვეთა ზღვასთან დასაკავშირებლად.
 
1803 წელს ოდესაში ოთხასამდე სახლი და 7-8 ათასამდე მცხოვრები იყო, ქალაქის შემოსავალი 5 მლნ მანეთამდე ადიოდა. 1803 წელს ოდესის მმართველად დაინიშნა [[არმან ემანუელ დიუ პლესი რიშელიე]]. მან მიიზიდა ხალხი ოდესაში დასასახლებლად, მოაწყო მუდმივმოქმედი ფოსტა და კარანტინი, სავაჭრო პალატა, ბირჟა, საავადმყოფოები და გიმნაზიები. ათ წელიწადში ქალაქის მოსახლეობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. 1814 წლისთვის ოდესაში 2600 სახლი და 35 ათასი მცხოვრები იყო, ქალაქის შემოსავალმა 45 მლნ მანეთს გადააჭარბა.
 
ოდესა [[1819]]-[[1858]] წლებში თავისუფალი პორტი (პორტო ფრანკო) იყო. საბჭოთა პერიოდში სსრკ-ის უმნიშვნელოვანესი სავაჭრო პორტი და სამხედრო სანაოსნო ბაზა გახდა. [[2000]] წლის [[1 იანვარი|1 იანვარს]] [[ოდესის პორტი|ოდესის სავაჭრო პორტის]] კარანტინის მისადგომი თავისუფალ პორტად და თავისუფალ სავაჭრო ზონად გამოცხადდა 25 წლის ვადით.
 
==გეოგრაფია==
ოდესის მიმდებარე ტერიტორიის ნიადაგი, გარდა ხერსონისკენ მიმავალი გზის სანაპირო ზოლისა, მეტად ნაყოფიერია. ჰაერი ჯანსაღია, მაგრამ ქალაქი მოკლებულია ტყეებსა და მტკნარ წყალს.
 
== რესურსები ინტერნეტში ==

სანავიგაციო მენიუ