ხუნანი (ქალაქი): განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 9: ხაზი 9:
[[პლატონ იოსელიანი]]ს თქმით, მას შემდეგ რაც ხუნანი მისი სამფლობელოს რეზიდენცია გახდა, დაერქვა მისი სახელი — '''გარდაბანი'''.
[[პლატონ იოსელიანი]]ს თქმით, მას შემდეგ რაც ხუნანი მისი სამფლობელოს რეზიდენცია გახდა, დაერქვა მისი სახელი — '''გარდაბანი'''.


ფარნავაზ მეფის დროს ხუნანის ციხექალაქი გადააქცია ხუნანის საერისთავოს ადმინისტრაციულ ცენტრად.
ფარნავაზ მეფის დროს ხუნანის ციხე-ქალაქი გადაიქცა ხუნანის საერისთავოს ადმინისტრაციულ ცენტრად.


VII საუკუნეში მურვან ყრუმ ქალაქი დაარბია. [[1640]] წელს როსტომ მეფის მიერ ციხესთან აშენდა ქვის ხიდი (წითელ ხიდთან), ცნობილი ჩატეხილი ხიდის სახელწოდებით. [[1673]] წელს შარდენს უმოგზაურია და უნახავს ქალაქი ხუნანი, რომელიც იმ დროს იწოდებოდა '''კუპრიკენტი''' (ხიდის სოფელი). ქალაქი იმ დროს მოიცავდა 150 სახლს<ref>"Voyage en Georgie", p. 249</ref>.
[[VII საუკუნე]]ში [[მურვან ყრუ]]მ ქალაქი დაარბია. [[1640]] წელს [[როსტომი (ქართლის მეფე)|როსტომ მეფის]] მიერ ციხესთან აშენდა ქვის ხიდი (წითელ ხიდთან), ცნობილი ჩატეხილი ხიდის სახელწოდებით. [[1673]] წელს შარდენს უმოგზაურია და უნახავს ქალაქი ხუნანი, რომელიც იმ დროს იწოდებოდა როგორც '''კუპრიკენტი''' (ხიდის სოფელი). ქალაქი იმ დროს მოიცავდა 150 სახლს<ref>"Voyage en Georgie", p. 249</ref>.


==მდებარეობა==
==მდებარეობა==

07:03, 18 ოქტომბერი 2015-ის ვერსია

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გარდაბანი (მრავალმნიშვნელოვანი).

ხუნანი, გარდაბანი, მტვერის-ციხე ან მტკვრის-ციხე, კუპრიკენტი — ციხე-ქალაქი ისტორიულ აღმოსავლეთ საქართველოში, ხუნანის მხარისა და საერისთავოს ცენტრი.

ისტორია

აშენდა ქართლოსის მიერ და დაერქვა სახელად ხუნანი.

ვიკიციტატა
„შემდგომად ამისსა ამან-ვე ქართლოს აღაშენა ციხე ორბისა, რომელსა აწ ჰქჳან სამშჳლდე. და კუალად აღაშენა მტუერის-ციხე, რომელსა აწ ჰქჳან ხუნანი. ცხოვნდა იგი მრავალთა წელთა და განმრავლდა ნათესავი მისი[1].“

პლატონ იოსელიანის თქმით, მას შემდეგ რაც ხუნანი მისი სამფლობელოს რეზიდენცია გახდა, დაერქვა მისი სახელი — გარდაბანი.

ფარნავაზ მეფის დროს ხუნანის ციხე-ქალაქი გადაიქცა ხუნანის საერისთავოს ადმინისტრაციულ ცენტრად.

VII საუკუნეში მურვან ყრუმ ქალაქი დაარბია. 1640 წელს როსტომ მეფის მიერ ციხესთან აშენდა ქვის ხიდი (წითელ ხიდთან), ცნობილი ჩატეხილი ხიდის სახელწოდებით. 1673 წელს შარდენს უმოგზაურია და უნახავს ქალაქი ხუნანი, რომელიც იმ დროს იწოდებოდა როგორც კუპრიკენტი (ხიდის სოფელი). ქალაქი იმ დროს მოიცავდა 150 სახლს[2].

მდებარეობა

ისტორიული წყაროები

ქალაქი ხუნანი ისტორიული ქართლის უკიდურესი აღმოსავლეთი წერტილი იყო, მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე.

ვიკიციტატა
„და მისცა ქართლოსს ქუეყანა, რომელი ზემო აღვწერეთ. და ესე ქართლოს მოვიდა პირველად ადგილსა მას, სადა შეერთჳს არაგჳ მტკუარსა, და განვიდა მთასა მას ზედა, რომელსა ეწოდების არმაზი. და პირველად შექმნა სიმაგრენი მას ზედა, და იშენა მუნ ზედა სახლი, და უწოდა მთასა მას სახელი თავისა თჳსისა ქართლი. და ვიდრე აღმართებამდე მუნ-ზედა კერპი არმაზისი ერქუა მთასა მას ქართლი, და მის გამო ეწოდა ყოველსა ქართლსა ქართლი, ხუნანითგან ვიდრე ზღუამდე სპერისა[3].“
ვიკიციტატა
„გარდაბოსს მისცა ხუნანი და უჩინა საზღვარი: აღმოსავლით მდინარე ბერდუჯისი, დასავლით ქალაქი გაჩიანი, და სამჴრით მთა პირველ ჴსენებული, და ჩრდილოთ მტკვარი[4].“

სხვა ვერსიები

მდებარეობდა მდ. მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, მდ. თაუზჩაის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით თოფრაქყალის მთასთან (აზერბაიჯანი თოფრაქყალა - ალიზით ნაგები ციხე).

ლიტერატურა

  • ბერძენიშვილი დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 515.
  • «Города, существовавшие и существующие в Грузии» 1850.

სქოლიო