ქაიხოსრო ბატონიშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 22: ხაზი 22:
|გარდაცვალების ადგილი = [[ჩარშამბა]], [[თურქეთი]]
|გარდაცვალების ადგილი = [[ჩარშამბა]], [[თურქეთი]]
|ქორწინება =
|ქორწინება =
|შვილები =
|შვილები =დიმიტრი გურიელი
|დინასტია = [[გურიელები]]
|დინასტია = [[გურიელები]]
|მამა = [[გიორგი V გურიელი]]
|მამა = [[გიორგი V გურიელი]]

04:22, 16 ოქტომბერი 2015-ის ვერსია

ტერმინს „ქაიხოსრო“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ქაიხოსრო.
ქაიხოსრო ბატონიშვილი
გურიის მთავარი
მმართ. დასაწყისი: 1797
მმართ. დასასრული: 1809
წინამორბედი: ვახტანგ III გურიელი
მემკვიდრე: მამია V გურიელი
გარდ. თარიღი: 25 ოქტომბერი, 1829
გარდ. ადგილი: ჩარშამბა, თურქეთი
შვილები: დიმიტრი გურიელი
დინასტია: გურიელები
მამა: გიორგი V გურიელი

ქაიხოსრო ბატონიშვილი ( გ. 25 ოქტომბერი, 1829, ჩარშამბა, თურქეთი), გიორგი V გურიელის ვაჟი. გურიის სამთავროს რეგენტი 1797-1809 წლებში.

განათლება მიიღო გელათში, სადაც ბერად აღკვეცილი შემოქმედის ეპისკოპოსად ემზადებოდა. ცნობილი იყო გონებითა და განათლებით. დედანში კითხულობდა ბერძენ და ლათინ ავტორებს.

1797 წელს ერისკაცობას დაუბრუნდა და გურიაში ჩავიდა. გადააყენა მთავარი ვახტანგ III გურიელი. მამია V გურიელის მცირეწლოვანებაში სამთავროს განაგებდა და ფლობდა საშემოქმედლოს ეკლესიის ყმა-მამულს. ენერგიული საქმიანობით შეკვეცა ფეოდალთა თვითნებობა და გააძლიერება მთავრის ხელისუფლება. მოიწვია საეკლესიო კრება და აკრძალა ტყვეებით ვაჭრობა (ტყვეებით მოვაჭრეებს სიკვდილით სჯიდა). მოაწესრიგა ვაჭრობა. საგარეო ურთიერთობაში ანტითურქულ პოლიტიკას ატარებდა და მხარს უჭერდა გურიის სამთავროს რუსეთთან კავშირს გეორგიევსკის ტრაქტატის პირობების მიხედვით. 1809 წელს სამთავროს საქმეებს ჩამოსცილდა. 1820 წელს წინ აღუდგა ეგზარქოს თეოფილაქტეს საეკლესიო რეფორმას და შეიფარა იმერეთის აჯანყების მეთაური ივანე აბაშიძე. აჯანყების დამარცხების შემდეგ თურქეთში გადაიხვეწა.

ლიტერატურა