ჭიანჭველასებრნი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 21: ხაზი 21:

== ევოლუცია ==
== ევოლუცია ==
[[ფაილი:Ants in amber.jpg|მინიატიურა|მარცხნივ|ქარვაში გაქვავებული ჭიანჭველას ნაშთი]]
ჭიანჭველასებრთა ოჯახი მიეკუთვნება [[სიფრიფანაფრთიანები|სიფრიფანაფრთიანთა]] სახეობას, რომლებიც ასევე აერთიანებს [[კრაზანები|კრაზანებსა]] და [[ფუტკრები|ფუტკრებს]]. ჭიანჭველები განვითარდნენ და ჩამოყალიბდნენ ნესტრიანი ბზიკისებრთა მწერისგან 100 მილიონზე მეტი წლის წინ. [[1966]] წელს, [[ედვარდ ოსბორნ უილსონი|ედვარდ უილსონმა]] და მისმა ჯგუფმა მოახდინეს იდენტიფიცირება გაქვავებული [[ნამარხი ნაშთები]]ს, სადაც შემორჩენილი იყო ჭიანჭველის ნარჩენი, ხოლო აღნიშნული ნამარხი განეკუთვნებოდა [[ცარცული სისტემა|ცარცულ პერიოდს]]. ამ ნიმუშს, რომელსაც გარს ეკრა ქარვის გარსი და რომლის ასაკი განისაზღვრებოდა 92 მილიონი წლით, გარკვეული ნიშნები საერთო ჰქონდა ბზიკთან, ხოლო ეს თავისებურებები თანამედროვე ჭიანჭველებს არ გააჩნდათ. მას შემდეგ, რაც დედამიწაზე [[ყვავილოვანი მცენარეები|ყვავილოვანმა მცენარეებმა]] იწყეს განვითარება, ჭიანჭველები გახდნენ უფრო მრავალფეროვანნი და მიაღწიეს ეკოლოგიურ დომინირებას დაახლოებით 60 მილიონი წლის წინ. ზოგიერთი სახეობა განსხვავდება ადრეული პრიმიტიული ჭიანჭველებისგან, რაც შესაძლოა გამოწვეული იყოს იმით, რომ მათ ცხოვრება უწევთ მიწის ზედაპირის ქვეშ.

11:32, 13 ოქტომბერი 2015-ის ვერსია

ჭიანჭველასებრნი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ფეხსახსრიანები
კლასი:  მწერები
ლათინური სახელი
Formicidae

ჭიანჭველასებრნი (ლათ. Formicidae) — მწერების ოჯახი სიფრიფანაფრთიანთა რიგისა. ისინი „საზოგადოებრივი მწერები“ არიან და ენათესავებიან ბზიკებსა და ფუტკრებს. ჭიანჭველები წარმოიშვნენ და განვითარდნენ ბზიკისებრთა სახეობის წინაპრებისგან შუა ცარცულ პერიოდში, 110-130 მილიონი წლის წინ და ამ მწერების სხვადასხვა სახეობად დაყოფა მოხდა დედამიწაზე ყვავილოვანი მცენარეების განვითარების შემდეგ. საერთო, 22 000 სახეობიდან ჭიანჭველების 12 500-ზე მეტი სახეობა კლასიფიცირებულია, რაც გამოწვეულია მათთვის დამახასიათებელი მოხრილი ანტენითა და სხეულის კვანძოვანი აგებულებით.

ჭიანჭველები ცხოვრობენ კოლონიებად, დაწყებული მცირე ზომის ჯგუფიდან, რომელიც შეიძლება ცხოვრობდეს პატარა ბუნებრივ ღრმულებში, დამთავრებული რთული სტრუქტურის ორგანიზაციით, რომლებიც შეიძლება იკავებდეს უზარმაზარ ტერიტორიას და მისი კოლონია შედგებოდეს მილიონობით ინდივიდისაგან. დიდი კოლონიები ხშირად შედგება უნაყოფო და უფრთო მდედრი ჭიანჭველებისაგან, რომლებიც გაერთიანებულნი არიან "მუშების", "ჯარისკაცების" ან სხვა სპეციფიკურ ჯგუფებში. თითქმის ყველა კოლონიას ჰყავს რამდენიმე ნაყოფიერი მამრი და ერთი ან მეტი ნაყოფიერი მდედრი, რომელსაც ეძახიან დედოფალს. კოლონიებს ხშირად მოიხსენიებენ, როგორც სუპერორგანიზმს, რადგანაც მათ ახასიათებთ ერთობლივი მოქმედება და საერთო საქმიანობა კოლონიის განსავითარებლად.

ჭიანჭველები დასახლებულნი არიან დედამიწის თითქმის მთელ ტერიტორიაზე. გამონაკლისია მხოლოდ ანტარქტიდა და ასევე, რამდენიმე უმნიშვნელო და საცხოვრებლად არახელსაყრელი ბუნებრივი პირობების მქონე კუნძული. ჭიანჭველები ვითარდებიან უმრავლეს ეკოსისტემაში და ხმელეთის ბინადართა ბიომასის დაახლოებით 15-25%-ს შეადგენენ. სხვადასხვა გარემოში განვითარების მთავარი გასაღები მდგომარეობს მათ სოციალურ ორგანიზაციასა და უნარში, გარდაქმნან საცხოვრებელი ადგილი გარემო პირობების შესაბამისად.

ჭიანჭველასებრთა წარმომადგენლებს ახასიათებთ სპეციფიკური ნიშნები დაანაწილონ სამუშაო, დაამყარონ ერთმანეთთან კომუნიკაცია და ასევე, გადაჭრან რთული პრობლემები. ამით ისინი ადამიანთა საზოგადოებას ემსგავსებიან. ჭიანჭველებს იყენებენ სხვადასხვა კულტურაში: სამზარეულოში, მედიცინაში და ასევე, სხვადასხვა რიტუალში. ჭიანჭველების უნარმა, დაამუშაონ და გამოიყენონ სხვადასხვა სახის რესურსი, შესაძლოა გარკვეული კონფლიქტი წარმოშვას ადამიანებთან, რადგანაც ისინი ქმნიან საფრთხეს გაანადგურონ მარცვლეულის მარაგები ან შეაღწიონ შენობებში. ზოგიერთი სახეობა, როგორიცაა წითური ჭიანჭველები, ცნობილნი არიან "დამპყრობლები", რადგანაც ისინი ფუძნდებიან და იკავებენ იმ ტერიტორიას, სადაც შემთხვევით მოხვდებიან.

ევოლუცია

ქარვაში გაქვავებული ჭიანჭველას ნაშთი

ჭიანჭველასებრთა ოჯახი მიეკუთვნება სიფრიფანაფრთიანთა სახეობას, რომლებიც ასევე აერთიანებს კრაზანებსა და ფუტკრებს. ჭიანჭველები განვითარდნენ და ჩამოყალიბდნენ ნესტრიანი ბზიკისებრთა მწერისგან 100 მილიონზე მეტი წლის წინ. 1966 წელს, ედვარდ უილსონმა და მისმა ჯგუფმა მოახდინეს იდენტიფიცირება გაქვავებული ნამარხი ნაშთების, სადაც შემორჩენილი იყო ჭიანჭველის ნარჩენი, ხოლო აღნიშნული ნამარხი განეკუთვნებოდა ცარცულ პერიოდს. ამ ნიმუშს, რომელსაც გარს ეკრა ქარვის გარსი და რომლის ასაკი განისაზღვრებოდა 92 მილიონი წლით, გარკვეული ნიშნები საერთო ჰქონდა ბზიკთან, ხოლო ეს თავისებურებები თანამედროვე ჭიანჭველებს არ გააჩნდათ. მას შემდეგ, რაც დედამიწაზე ყვავილოვანმა მცენარეებმა იწყეს განვითარება, ჭიანჭველები გახდნენ უფრო მრავალფეროვანნი და მიაღწიეს ეკოლოგიურ დომინირებას დაახლოებით 60 მილიონი წლის წინ. ზოგიერთი სახეობა განსხვავდება ადრეული პრიმიტიული ჭიანჭველებისგან, რაც შესაძლოა გამოწვეული იყოს იმით, რომ მათ ცხოვრება უწევთ მიწის ზედაპირის ქვეშ.

ცარცული პერიოდის განმავლობაში, ჭიანჭველასებრთა ოჯახის რამდენიმე სახეობა გავრცელებული იყო ლავრაზიის კონტინენტზე. ისინი ამ არეალში წარმოადგენდნენ უმცირესობას სხვა მწერებთან შედარებით, დაახლოებით 1%-ს მწერების სხვა სახეობებთან შედარებით. თუმცა, პალეოგენური პერიოდის დასაწყისისთვის, ჭიანჭველებმა ამ რეგიონში მოიპოვს დომინანტის როლი. ხოლო ოლიგოცენისა და მიოცენის პერიოდისთვის, ჭიანჭველების წილი შეადგენდა დაახლოებით 20-40%-ს, რაც დასტურდება ამავე პერიოდების ნამარხი ნაშთების მიხედვით.

მართალია, ტერმიტებს ხშირად მოიხსენიებენ, როგორც „თეთრ ჭიანჭველებს“, თუმცა ისინი სულაც არ განეკუთვნებიან ჭიანჭველების სახეობას. ტერმიტები უფრო მეტად ახლოს დგანან ტარაკნებთან და კალიებთან. ტერმიტებსაც, ისევე როგორც ჭიანჭველებს, ახასიათებთ საზოგადოებრივ ჯგუფებად დაყოფა, თუმცა, ისინი დიდად განსხვავდებიან როგორც გენეტიკით, ასევე რეპროდუქციით.

რესურსები ინტერნეტში