შინაარსზე გადასვლა

არტაშესიანთა დინასტია: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
No edit summary
 
სტრაბონისა და [[პლუტარქე]]ს მიხედვით, არტაშესმა, ასევე, დააარსა სომხეთის დედაქალაქი არტაშატი კართაგენელი გენერლის, [[ჰანიბალი]]ს დახმარებით, რომელიც რომაელების თავდასაცავად არტაშატის სასამართლოს აფარებდა თავს. წინანდელი, [[ერვანდუნები|ერვანდუნების დინასტიის]] დედაქალაქის [[ერვანდაშატი]]ს მოსახლეობა არტაშატში გადაასახლეს. თანამედროვე სომხეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილია არტაშესის დროინდელი 12-ზე მეტი ქვის სასაზღვრო ნიშანი არამეული წარწერებით, რომლებიც აღმოჩენამდე [[მოვსეს ხორენაცი]]ს მიერ იყო დამოწმებული. ამ წარწერებში არტაშესი თავს [[ერვანდუნები]]ს შთამომავლად აცხადებს: ''მეფე არტაშესი, ერვანდუნი ზარიადრესის ძე''.
 
== სომხეთის იმპერია ==
[[File:Armenian Empire.png|250px|thumb|left|სომხეთის იმპერია [[ტიგრან II]]-ის მმართველობისას]]
[[ტიგრან II|ტიგრან II დიდის]] (ძვ. წ. 95-55 წწ.) მმართველობისას სომხეთის სამეფო თავისი ძლიერების ზენიტში იმყოფებოდა და რომის აღმოსავლეთით უძლიერეს სახელმწიფოდ იქცა. არტაშესსა და მის მემკვიდრეებს უკვე ჰქონდათ შექმნილი ის საფუძველი, რომელზეც ტიგრანმა თავისი იმპერია ააშენა. მიუხედავად ამისა, [[სომხეთის მთიანეთი]]ს ტერიტორიას ნახარარები მართავდნენ, რომლებიც დიდწილად ავტონომიურები იყვნენ ცენტრალური ხელისუფლებისაგან. ტიგრანმა გააერთიანა ისინი შიდა სახელმწიფოებრივი უსაფრთხოების შესაქმნელად. სომხეთის საზღვრები კასპიის ზღვიდან ხმელთაშუა ზღვამდე გადაიჭიმა. ამ დროს სომხეთი იმდენად ექსპანსიური გახდა, რომ რომაელებსა და პართიელებს მის დასამარცხებლად ძალების გაერთიანება მოუწიათ. ტიგრანმა დააარსა ახალი დედაქალაქი [[ტიგრანაკერტი]].
 
ტიგრანმა პართიელებს მრავალი ტერიტორია წაართვა და აიძულა მასთან სამეგობრო ხელშეკრულება დაედოთ. [[იბერია]]მ, [[კავკასიის ალბანეთი|ალბანეთმა]] და [[ატროპატენა]]მაც დაკარგეს ტერიტორიები და ვასალ სახელმწიფოებად იქცნენ. ძვ. წ. 83 წელს [[სელევკიდების სახელმწიფო]]ს ბერძნულმა მოსახლეობამ ტიგრანს სელევკიდების გვირგვინი შესთავაზა, რის შემდეგადაც სომხეთის სამხრეთი საზღვრები დღევანდელ [[აკო]]მდე ([[ისრაელი]]) გაფართოვდა.
 
== დაცემა ==