ლაზეთი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 35: ხაზი 35:
{{ქსე|11|381-382|სიხარულიძე ი.}}
{{ქსე|11|381-382|სიხარულიძე ი.}}
* ''ინგოროყვა პ'', "გიორგი მერჩულე", გვ. 205-288, თბ. 1954 წ.
* ''ინგოროყვა პ'', "გიორგი მერჩულე", გვ. 205-288, თბ. 1954 წ.

==რესურსები ინტერნეტში==
* [http://armuri.4forum.biz/t267-topic ლაზეთი (ლაზიკა)]


{{საქართველოს ისტორიული მხარეები}}
{{საქართველოს ისტორიული მხარეები}}

04:12, 27 სექტემბერი 2015-ის ვერსია

ჭანეთი ან ლაზეთი — ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე თანამედროვე თურქეთისა და ნაწილობრივ საქართველოს ტერიტორიაზე, ისტორიულ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში. დასახლებული იყო დასავლურ-ქართული ტომით — ჭანებით.

ლაზეთი (ჭანეთი) შუა საუკუნეებში

III-IV საუკუნეებში მოიცავდა შავიზღვისპირეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ მთიანეთს, მდინარე ჭოროხის ზემო წელის აუზს. მოგვიანებით სახელწოდება გავრცელდა მის მიმდებარე ზღვის სანაპირო ტერიტორიაზე. იგივეა, რაც ლაზეთი, ლაზისტანი, ბერძნულ წყაროებში მოიხსენიება როგორც თიანიკე.

VI ს-ში ჭანეთის ტერიტორია ბიზანტიამ დაიპყრო. ამავე პერიოდში აქ გავრცელდა ქრისტიანობა. XIII-XIV სს-ში იგი ტრაპიზონის იმპერიაში მოექცა, თუმცა მისი აღმოსავლეთ ნაწილი სამცხის სამთავროს შემადგენლობაში იყო. 1461 წელს ტრაპიზონის იმპერია ჭანეთის ნაწილითურთ (შუა და დასავლეთი ჭანეთი) ოსმალეთმა დაიპყრო. 1463-1502 წლებში ჭანეთის აღმოსავლეთ ნაწილი გურიის სამთავროს შემადგენლობაშია, 1502-1535 წლებში — სამცხე-საათაბაგოს შემადგენლობაში, 1535-47 წლებში კვლავ გურიას ეკუთვნის. ჭანეთი ოსმალეთმა საბოლოოდ 1547 წელს მიიტაცა.

1878 წელს ბერლინის კონგრესის გადაწყვეტილებით, ოსმალეთმა დათმო ჭანეთის ნაწილი, ახლანდელი სოფელი სარფი და მისი მიმდებარე რეგიონი, რომელიც ამჟამად შედის საქართველოს შემადგენლობაში.

აღმოსავლეთი ჭანეთის (ლაზეთის) მფლობელობა

ლიტერატურა

  • სიხარულიძე ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 381-382.
  • ინგოროყვა პ, "გიორგი მერჩულე", გვ. 205-288, თბ. 1954 წ.

რესურსები ინტერნეტში