სამხრეთ კორეის ჰიმნი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 98: ხაზი 98:
'
'
{{col-end}}
{{col-end}}

==იხილეთ აგრეთვე==
* [[კორეა]]
* [[სამხრეთი კორეა]]
* [[კორეული დამწერლობა]]
== რესურსები ინტერნეტში ==
== რესურსები ინტერნეტში ==
*[http://www.ttimes.ge/archives/8231 ჩრდილოეთ კორეაში სამხრეთ კორეის ჰიმნი პიველად აჟღერდა]
*[http://www.ttimes.ge/archives/8231 ჩრდილოეთ კორეაში სამხრეთ კორეის ჰიმნი პიველად აჟღერდა]
ხაზი 109: ხაზი 104:
* [http://www.archive.org/details/RepublicOfKorea-NationalAnthem Republic of Korea National Anthem]
* [http://www.archive.org/details/RepublicOfKorea-NationalAnthem Republic of Korea National Anthem]
* [http://www.kbs.co.kr/lovekbs2007/myfriendkbs/down/index.html 아이러브 KBS]
* [http://www.kbs.co.kr/lovekbs2007/myfriendkbs/down/index.html 아이러브 KBS]
==გამოყენებული ლიტერატურა ==
* "Education, the Struggle for Power, and Identity Formation in Korea in 1876-1910" Leighanne Kimberly Yuh - განათლება და ბრძოლა ძალაუფლებისა და იდენტობის ჩამოყალიბებისათვის კორეაში 1876-1910 წლებში" რეიჰან კიმბერლი იუჰ (არ არის ნათარგმნი ქართულად)
* "Korea and Christianity" Chai Shin-iu - "კორეა და ქრისტიანობა" - ჩაი შინ იუ (არ არის ნათარგმნი ქართულად)
==იხილეთ აგრეთვე==
* [[კორეა]]
* [[სამხრეთი კორეა]]
* [[კორეული დამწერლობა]]


[[კატეგორია:ეროვნული ჰიმნები]]
[[კატეგორია:ეროვნული ჰიმნები]]

07:40, 18 სექტემბერი 2015-ის ვერსია

{{subst:ET|თარგის გამოყენების შეცდომა! ეს თარგი გამოიყენება subst-ის მეშვეობით. პრობლემის აღმოსაფხვრელად ჩაანაცვლეთ თარგი {{მუშავდება}} თარგით {{subst:მუშავდება}}.}}{{მუშავდება/ძირი|[[სპეციალური:Contributions/{{subst:REVISIONUSER}}|{{subst:REVISIONUSER}}]].|{{subst:CURRENTDAY}}|{{subst:CURRENTMONTH}}|{{subst:CURRENTYEAR}}}}

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აეგუკგა.
აეგუკგა - სამხრეთ კორეის ჰიმნი
애국가
ქართ. პატრიოტული სიმღერა

სამხრეთ კორეის გერბი
ქვეყანა სამხრეთ კორეა
აგრეთვე ცნობილი როგორც სიმღერა ქვეყნის სიყვარულზე
მუსიკის ავტორი აჰნ ეკ-ტაი, 1935 წელი
შემოღებულ იქნა 1948 წელი

სამხრეთ კორეის ნაციონალური ჰიმნი - „აეგუკგა“(ჰანგული=애국가|ჰანჯა=愛國歌, ქართულად: "პატრიოტული სიმღერა") დაიწერა 1896 წელს. ტექსტის ზუსტი ავტორი უცნობია. მუსიკის ავტორია კორეელი კომპოზიტორი აჰნ ეკ-ტაი. დღეს მოქმედი ჰიმნის ოფიციალური ვერსია მიღებულ იქნა 1948 წლის 15 აგვისტოს.

მნიშვნელობა

სამხრეთ კორეის კულტურის ენციკლოპედია სიტყვა „აეგუკგას“ განმარტავს, როგორც: „სიმღერა, რომელიც სამშობლოს სიყვარულს აღვივებს“ (შინ. თარგმანი) )

ისტორია

წარმოშობა

1890 წლიდან, კორეის მმართველმა ჩოსონის დინასტიამ სხვა ქვეყნებთან დაიწყო კონტაქტის დამყარება. ამ ქვეყნებს შორის იყო ამერიკის შეერთებული შტატები, გაერთიანებული სამეფო და რუსეთი. ამ პერიოდიდან იწყება ქვეყანაში პატრიოტული სიმღერების - „აეგუკგების“ შექმნა. მაგალითისათვის, 1896 წლის ნაშრომებს მიეკუთვნება აეგუკგები პილ-გუნის, ჰან-მიუნგ პირველისა და ლიი-იანგ მუს შესრულებით. 1896 წლის 21 ნოემბერში, კორეული სკოლის „პაეჯაეს“ სწავლულებმა, დამოუკიდებლობის სამეფო დღესასწაულზე შეასრულეს „აეგუკგას“ ერთ-ერთი ვერსია. შესრულებული სიმღერა განსხვავდებოდა 1898 წელს იმპერატორის დაბადების დღეზე შესრულებული და ერთ-ერთ ღონისძიებაზე, სამხედრო აკადემიის მიერ შესრულებული „აეგუკგისაგან“. 1900 წელს კორეის იმპერიაში დაწერილი ერთ-ერთ წიგნში მოცემული იყო კორეის იმპერიის ჰიმნი, მას ეწოდებოდა „კორეის იმპერიის აეგუკგა“. ჰიმნის ავტორად მიიჩნევენ ფრანც ფონ ეკერტს სხვა მოსაზრების თანახმად, დოკუმენტური წყაროებით დასტურდება, რომ ეკერტი არ იყო კორეული ჰიმნის ავტორი და რომ „პაეჯაეს“ სკოლის მიერ შესრულებული სიმღერა და სამხედრო აკადემიის მიერ შესრულებული სიმღერა იყო შოტლანდიური პატრიოტული სიმღერის - "Auld Lang Syne"-ისა(თარგ. "ძველი კეთილი დრო") და ბრიტანეთის ჰიმნის - "God Save the Queen"-ის (თარგ. "ღმერთო დაიფარე დედოფალი") კორეული ვერსიები. სიმღერა რომელიც ეკერტთან არის დაკავშირებული, 1902 წელს იქნა შესრულებული სამხედროების მიერ. ეკერტის სიმღერის ერთ-ერთი ვერსია ოფიციალურად გამოიყენებოდა 1904 წელს კორეულ სკოლებში. არსებობს მრავალი ვერსია იმასთან დაკავშირებით თუ ვინ იყო თანამედროვე კორეული ჰიმნის ავტორი. ფართოდ გავრცელებული მოსაზრების თანახმად, ჰიმნის ტექსტი დაიწერა ერთ-ერთი პოლიტიკოსის - „იუნ ჩჰი-ჰოს“ (იხ. ფოტო) მიერ 1896 წლის „დამოუკიდებლობის კარიბჭის“ საფუძვლის ჩაყრის ცერემონიაზე შესრულებული პატრიოტული სიმღერისათვის. ასევე სხვადასხვა თეორიების მიხედვით ავტორებად მოისაზრებიან: ან ჩანგ-ჰო; ჩოი ბიუნგ-ჰუნი, კიმ ინ-სილკი, მინ-იანგ ჰვანი და სხვანი. 1955 წელს მთავრობის მიერ ჩამოყალიბდა სპეციალური კომიტეტი „აეგუკგას კომპოზიტორის ვინაობის დასადგენად“, თუმცა კომიტეტის დასკვნით არ არსებობს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რომ ავტორის ვინაობა დადგინდეს. თავდაპირველად „აეგუკგა“-ს ტექსტები სრულდებოდა შოტლანდიური, ხალხური, პატრიოტული სიმღერის "Auld Lang Syne"-ის(თარგ. "ძველი კეთილი დრო") მუსიკაზე, რომელიც კორეაში დასავლეთიდან შემოსულმა მისიონერებმა შემოიტანეს. შანხაიში, ჩინეთში გადასახლებაში მყოფმა კორეის რესპუბლიკის დროებითმა მმართველობამ (1919-1945) აეგუკგის ეს ვერსია ოფიციალურ ჰიმნად გამოაცხადა. 1948 წლის 15 აგვისტოს, სამხრეთ კორეის დაარსებისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე, შოტლანდიური მუსიკა საბოლოოდ ჩაანაცვლა „კორეის ფანტაზიამ“, რომელიც დაიწერა კორეელი კომპოზიტორის, აჰნ ეკ-ტაის მიერ, 1935 წელს. ახალი აეგუკგა მოგვიანებით ოფიციალურად იქნა აღიარებული როგორც სამხრეთ კორეის ჰიმნი 1948 წელს, სამხრეთ კორეის პირველი პრეზიდენტის ლი სინ მანის განკარგულებით.

საავტორო უფლებები

კომპოზიტორი აჰნ ეკ-ტაი გარდაიცვალა 1965 წელს. ჰიმნის მუსიკაზე მისი საავტორო უფლებები გავრცელდა 2036 წლამდე. საავტორო უფლებები მემკვიდრეობით მის მეუღლეზე - ლოლიტა აჰნ-ზე გადავიდა, რომელმაც სასამართლოში უჩივლა ორ სამხრეთ კორეულ საფეხბურთო გუნდს, რადგანაც მათ ნებართვის გარეშე გამოიყენეს აჰნ ეკ-ტაის მუსიკა 2003 წელს. თუმცა, 2005 წლის 16 მარტს, კომპოზიტორის ქვრივმა საავტორო უფლებები „ანგუკგაზე“ გადასცა სამხრეთ კორეის ხელისუფლებას და დღეს ის უკვე სამხრეთ კორეელი ხალხის საკუთრებად ითვლება.

ტექსტი

რესურსები ინტერნეტში

გამოყენებული ლიტერატურა

  • "Education, the Struggle for Power, and Identity Formation in Korea in 1876-1910" Leighanne Kimberly Yuh - განათლება და ბრძოლა ძალაუფლებისა და იდენტობის ჩამოყალიბებისათვის კორეაში 1876-1910 წლებში" რეიჰან კიმბერლი იუჰ (არ არის ნათარგმნი ქართულად)
  • "Korea and Christianity" Chai Shin-iu - "კორეა და ქრისტიანობა" - ჩაი შინ იუ (არ არის ნათარგმნი ქართულად)

იხილეთ აგრეთვე