სამხრეთ კორეის ჰიმნი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 45: ხაზი 45:
:동해 물과 백두산이 마르고 닳도록
:동해 물과 백두산이 마르고 닳도록
:하느님이 보우하사 우리나라 만세
:하느님이 보우하사 우리나라 만세
''მისამღერი''
::무궁화 삼천리 화려 강산
::무궁화 삼천리 화려 강산
::대한 사람 대한으로 길이 보전하세
::대한 사람 대한으로 길이 보전하세
ხაზი 97: ხაზი 96:
'
'
{{col-end}}
{{col-end}}

==იხილეთ აგრეთვე==
==იხილეთ აგრეთვე==
* [[კორეა]]
* [[კორეა]]

07:12, 17 სექტემბერი 2015-ის ვერსია

{{subst:ET|თარგის გამოყენების შეცდომა! ეს თარგი გამოიყენება subst-ის მეშვეობით. პრობლემის აღმოსაფხვრელად ჩაანაცვლეთ თარგი {{მუშავდება}} თარგით {{subst:მუშავდება}}.}}{{მუშავდება/ძირი|[[სპეციალური:Contributions/{{subst:REVISIONUSER}}|{{subst:REVISIONUSER}}]].|{{subst:CURRENTDAY}}|{{subst:CURRENTMONTH}}|{{subst:CURRENTYEAR}}}}

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აეგუკგა.
აეგუკგა - სამხრეთ კორეის ჰიმნი
애국가
ქართ. პატრიოტული სიმღერა

სამხრეთ კორეის გერბი
ქვეყანა სამხრეთ კორეა
აგრეთვე ცნობილი როგორც სიმღერა ქვეყნის სიყვარულზე
მუსიკის ავტორი აჰნ ეკ-ტაი, 1935 წელს
შემოღებულ იქნა 1948 წელს

სამხრეთ კორეის ნაციონალური ჰიმნი - „აეგუკგა“(ჰანგული=애국가|ჰანჯა=愛國歌, ქართულად: "პატრიოტული სიმღერა") დაიწერა 1896 წელს. ტექსტის ზუსტი ავტორი უცნობია. დღეს მოქმედი ჰიმნის ოფიციალური ვერსია მიღებულ იქნა 1948 წლის 15 აგვისტოს.

მნიშვნელობა

სამხრეთ კორეის კულტურის ენციკლოპედია სიტყვა „აეგუკგას“ განმარტავს, როგორც: „სიმღერა, რომელიც სამშობლოს სიყვარულს აღვივებს“ (შინ. თარგმანი) )

ისტორია

წარმოშობა

1890 წლიდან, კორეის მმართველმა ჩოსონის დინასტიამ სხვა ქვეყნებთან დაიწყო კონტაქტის დამყარება. ამ ქვეყნებს შორის იყო ამერიკის შეერთებული შტატები, გაერთიანებული სამეფო და რუსეთი. სწორედ ამ პერიოდიდან იწყება ქვეყანაში პატრიოტული სიმღერების - „აეგუკგების“ შექმნა. მაგალითისათვის 1896 წლის ნაშრომებს მიეკუთვნება აეგუკგები პილ-გუნის, ჰან-მიუნგ პირველისა და ლიი-იანგ მუს შესრულებით. 1896 წლის 21 ნოემბერში, კორეული სკოლის „პაეჯაეს“ სწავლულებმა, დამოუკიდებლობის სამეფო დღესასწაულზე შეასრულეს „აეგუკგას“ ერთ-ერთი ვერსია. ნამღერი სიმღერა განსხვავდებოდა 1898 წელს იმპერატორის დაბადების დღეზე შესრულებული და ერთ-ერთ ღონისძიებაზე, სამხედრო აკადემიის მიერ შესრულებული „აეგუკგისაგან“. 1900 წელს კორეის იმპერიაში დაწერილი ერთ-ერთი წიგნში მოცემული იყო კორეის იმპერიის ჰიმნი, მას ეწოდებოდა „კორეის იმპერიის აეგუკგა“. ჰიმნის ავტორად მიიჩნევენ ფრანც ფონ ეკერტს სხვა მოსაზრების თანახმად, დოკუმენტური წყაროებით დასტურდება, რომ ეკერტი არ იყო კორეული ჰიმნის ავტორი და რომ „პაეჯაეს“ სკოლის მიერ ნამღერი სიმღერა და სამხედრო აკადემიის მიერ ნამღერი სიმღერა იყო შოტლანდიური პატრიოტული სიმღერის - Auld Lang Syne-ისა და ბრიტანეთის ჰიმნის - "God Save the Queen"-ის კორეული ვერსიები. სიმღერა რომელიც ეკერტთან არის დაკავშირებული, 1902 წელს იქნა შესრულებული სამხედროების მიერ. ეკერტის სიმღერის ერთ-ერთი ვერსია ოფიციალურად გამოიყენებოდა 1904 წელს კორეულ სკოლებში. არსებობს მრავალი ვერსია იმასთან დაკავშირებით თუ ვინ იყო თანამედროვე კორეული ჰიმნის ავტორი. ფართოდ გავრცელებული მოსაზრების თანახმად, ჰიმნის ტექსტი დაიწერა ერთ-ერთი პოლიტიკოსის - „იუნ ჩჰი-ჰოს“ მიერ 1896 წლის „დამოუკიდებლობის კარიბჭის“ საფუძვლის ჩაყრის ცერემონიაზე შესრულებული პატრიოტული სიმღერისათვის. ასევე სხვადასხვა თეორიების მიხედვით ავტორებად მოისაზრებიან: ან ჩანგ-ჰო; ჩოი ბიუნგ-ჰუნი, კიმ ინ-სილკი, მინ-იანგ ჰვანი და სხვანი. 1955 წელს მთავრობის მიერ ჩამოყალიბდა სპეციალური კომიტეტი „აეგუკგას კომპოზიტორის ვინაობის დასადგენად“, თუმცა კომიტეტის დასკვნით არ არსებობს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რომ ავტორის ვინაობა დადგინდეს. თავდაპირველად „აეგუკგა“-ს ტექსტები იმღერებოდა შოტლანდიური, ხალხური, პატრიოტული სიმღერის Auld Lang Syne-ის მუსიკაზე, რომელიც კორეაში დასავლეთიდან შემოსულმა მისიონერებმა შემოიტანეს. კორეის რესპუბლიკის დროებითმა მმართველობამ (1919-1945) ეს ვერსია აეგუკგისა ოფიციალურ ჰიმნად გამოაცხადა, შანხაიში, ჩინეთში გადასახლებაში ყოფნისას. 1948 წლის 15 აგვისტოს, სამხრეთ კორეის დაარსებისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე, შოტლანდიური მუსიკა საბოლოოდ ჩაანაცვლა „კორეის ფანტაზიამ“, რომელიც დაიწერა აჰნ ეკ-ტაის მიერ 1935 წელს. ახალი აეგუკგა მოგვიანებით ოფიციალურად იქნა აღიარებული როგორც სამხრეთ კორეის ჰიმნი 1948 წელს, სამხრეთ კორეის პირველი პრეზიდენტ ლი სინ მანის განკარგულებით.

საავტორო უფლება

1965 წელს კომპოზიტორი აჰნ ეკ-ტაი გარდაიცვალა. ჰიმნის მუსიკაზე მისი საავტორო უფლებები გავრცელდა 2036 წლამდე. საავტორო უფლებები მემკვიდრეობით მის მეუღლეზე გადავიდა, რომელმაც სასამართლოში უჩივლა ორ სამხრეთ კორეულ გუნდს, რადგანაც შეასრულეს აჰნ ეკ-ტაის სიმღერა 2003 წელს. თუმცა 2005 წლის 16 მარტს, კომპოზიტორის ქვრივმა ლოლიტა აჰნ-მა საავტორო უფლებები „ანგუკგაზე“ გადასცა სამხრეთ კორეის ხელისუფლებას და დღეს ის უკვე სამხრეთ კორეელი ხალხის საკუთრებად ითვლება.

ტექსტი

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში