ულისე: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 79: ხაზი 79:
[[2012]] წელს [[16 ივნისი|16 ივნისს]] ბლუმსდეიზე [[BBC რადიო 4|BBC რადიო 4-მა]] გაუშვა ახალი 9 ნაწილიანი ადაპტაციური დადგმა [[რობინ ბრუქსი]]ს მიერ, მონაწილეო-მდნენ: [[სტეფან რი]] [[ნარატორი]]ს, [[ჰენრი გუდმენი]] ლეოპოლდ ბლუმის, [[ნიამ კიუსაკი]] [[მოლი ბლუმი]]ს და [[ენდრიუ სკოტი]] სტეფან დედალოსის როლში.<ref>{{cite web|title=James Joyce's Ulysses|url=http://www.bbc.co.uk/programmes/b01jl7l9|publisher=BBC Radio|accessdate=18 July 2012}}</ref>
[[2012]] წელს [[16 ივნისი|16 ივნისს]] ბლუმსდეიზე [[BBC რადიო 4|BBC რადიო 4-მა]] გაუშვა ახალი 9 ნაწილიანი ადაპტაციური დადგმა [[რობინ ბრუქსი]]ს მიერ, მონაწილეო-მდნენ: [[სტეფან რი]] [[ნარატორი]]ს, [[ჰენრი გუდმენი]] ლეოპოლდ ბლუმის, [[ნიამ კიუსაკი]] [[მოლი ბლუმი]]ს და [[ენდრიუ სკოტი]] სტეფან დედალოსის როლში.<ref>{{cite web|title=James Joyce's Ulysses|url=http://www.bbc.co.uk/programmes/b01jl7l9|publisher=BBC Radio|accessdate=18 July 2012}}</ref>


== [[გილბერტის სქემა]] ==
==გილბერტის სქემა==
ეს სქემა შექმნა ჯეიმზ ჯოსისმა , რომ დახმარებოდა მის მეგობარს [[სტიუარტ გილბერტი|სტიუარტ გილბერტს]] რომანის სტრუქტური ფუნდამენტურ გააზრებაში. გილბერტმა ეს სქემა გამოაქვეყნა [[1930]] წელს თავის წიგნში ”[[ჯეიმზ ჯოისის ულისე: შესწავლა]]”. ორიგინალი ასლი ინახება [[ჰერლი კროსმენი]]ს კოლექციაში სამხრეთ [[ილინოისი]]ს უნივერსიტეტ [[კარბონდეილი|კარბონდეილში]]
ეს სქემა შექმნა ჯეიმზ ჯოსისმა , რომ დახმარებოდა მის მეგობარს [[სტიუარტ გილბერტი|სტიუარტ გილბერტს]] რომანის სტრუქტური ფუნდამენტურ გააზრებაში. გილბერტმა ეს სქემა გამოაქვეყნა [[1930]] წელს თავის წიგნში ”[[ჯეიმზ ჯოისის ულისე: შესწავლა]]”. ორიგინალი ასლი ინახება [[ჰერლი კროსმენი]]ს კოლექციაში სამხრეთ [[ილინოისი]]ს უნივერსიტეტ [[კარბონდეილი|კარბონდეილში]]
[[ფაილი:Dublin, Nationalbiblioteket, Nordisk familjebok.png|right|200px|thumb|[[ირლანდიის ნაციონალური ბიბლიოთეკა]]]]
[[ფაილი:Dublin, Nationalbiblioteket, Nordisk familjebok.png|right|200px|thumb|[[ირლანდიის ნაციონალური ბიბლიოთეკა]]]]

13:37, 23 აგვისტო 2015-ის ვერსია

„ულისე“
Ulysses

1922 წლის პირველი გამოცემის გარეკანი
ავტორი ჯეიმზ ჯოისი
ენა ინგლისური
ჟანრი მოდერნიზმი, რომანი
გამომცემელი Sylvia Beach
გამოცემის თარიღი 2 თებერვალი 1922
მთარგმნელი ნიკო ყიასაშვილი,მაია ყიასაშვილი
გვერდი 632-დან 1,000-მდე დამოკიდებულია გამომცემელზე
oclc 20827511
წინამორბედი ხელოვანის პორტრეტი ახალგაზრდობისას
(1916)
მომდევნო ფინეგანის სამძიმარი
(1939)
ISBN 0-679-72276-9

ულისეირლანდიელი მწერლის ჯეიმზ ჯოისის რომანი. ის თავდაპირველად ნაწილ-ნაწილ გამოქვეყნდა ამერიკულ ჟურნალ „The Little Review-ში“ 1918-ის მარტიდან 1920-ის დეკემბრამდე, ხოლო ბოლომდე გამოიცა „Sylvia Beach-ში“ 1922 წლის თებერვალში, პარიზში. რომანი განიხილება ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნაშრომად მოდერნისტულ ლიტერატურაში[1], მას უწოდეს „დემონსტრაცია და შეჯამება მთელი მოძრაობის“[2]. ულისეს მოყვარულნი, როგორიცაა ენტონი ბერჯესი აღწერს წიგნს როგორც: „განუმეორებელი და ასევე შესაძლოა გიჟური“[3].

ულისეს ქრონიკებში ნაჩვენებია საგაზეთო რეკლამების აგენტის ლეოპოლდ ბლუმის ერთი ჩვეულებრივი დღე, 16 ივნისი 1904 (დღე ჯოისის ცხოვრებაში, როცა პირველად შეხვდა მის მომავალ ცოლს, ნორა ბერნაქლს).[4] ულისე ნიშნავს ოდისევსს ლათინურ ენაზე, ჰომეროსის პოემის ოდისეის გმირი. რომანი დაფუძნებულია პარალელების წყებაზე, რომელებიც ამ პოემის პერსონაჟებსა და მოვლენებს შორის მყარდება. (მაგალითად: ლეოპოლდ ბლუმი — ოდისევსი, მოლი ბლუმიპენელოპე და სპეფან დედალოსი — ტელემაქე).

ულისე შედგება დაახლოებით 265 000 სიტყვისგან და 18 ეპიზოდისგან[5]. გამოქვეყნების შემდეგ, რომანმა გამოიწვია კამათი და კრიტიკა. დაიწყო სასამართლო პროცესებიც — „ჯოისის ომები“. ჯოისმა გამოიყენა „steam-of-consciousness“ ტექნიკა, ფრთხილად ააგო სტრუქტურა და ექსპერიმენტალური პროზა, რომელიც სავსეა პაროდიებითა და ილუზიებით, ასევე მდიდარია იუმორით. რომანი პრესტიჟულად ითვლება მოდერნიზმის პანთეონში. 1998 წელს „Modern Library“-მა პირველი ადგილი მიანიჭა მე-20 საუკუნის 100 საუკეთესო ინგლისურენოვანი რომანის[6] ჩამონათვალში. ჯოისის ფანატები მსოფლიოს მასშტაბით აღნიშნავენ 16 ივნისს, როგორც ბლუმსდეის.

წინაისტორია

თავდაპირველად ჯოისი მოულოდნელად შეხვდა ოდისევსის პერსონაჟს ჩარლი ლამბსის მიერ დაწერილ ადაპტაციაში ბავშვებისთვის—”ულისეს თავგადასავალი”. სკოლაში მან დაწერა ესე ოდისევსზე სახელწოდებით ”ჩემის საყვარელი გმირი”.[7][8] ჯოისი ფრენკ ბაგენს ეუბნებოდა, რომ ოდისევსი იყო ყოველმხრივი პერსონაჟი ლიტერატურაში.[9] ის ფიქრობდა რომ ნაშრომისთვის ”დუბლინელები” დაერმქია ”ულისე დუბლინში”,[10] ეს იდია გადაიზარდა რომანში ”დუბლინელები” 1906-ში, შემდეგ პატარა მოთხრობაში 1907-ში [11] და ბოლოს დაგვირგვინდა დიდი წიგნით, რომლის წერა დაიწყო 1914-ში.

სტრუქტურა და სიუჟეტი

ულისე, Egoist Press, 1922

ჯოისმა ულისე დაყო 18 თავად ან ”ეპიზოდად”.ერთი თვალის გადავლებით წიგნის უმეტესი ნაწილი შესაძლოა მოგვეჩვენოს დაულაგებელი და ქაოტური. ჯოისმა ერთხელ თქვა: ”ჩავდე ტექსტში საკმაოდ ბევრი გამოცანა და თავსატეხი, რომლებიც პროფესორებს საუკუნეების განმავლობაში მისცემს კამათის საფუძველს”, ამით მოიპოვა რომანმა ”უკვდავება[12].

ულისე 3 ნაწილისგან და 18 ეპიზოდისგან შემდგარი თავისებური თანამედროვე ოდისიაა. თითოეული ეპიზოდი მეტად პირობითად, პერიოდულ პლანში შეესატყვისება ჰომეროსის ეპოსის რომელიმე თავსა თუ მოტივს. დედანში ამ ეპიზოდებს სათაურები არ ჰქონდა.სათაურების შერჩევა მოხდა, ჯოისის მიერ შედგენილი სქემიდან, რომელიც მან 1922 წელს გააკეთა მისი მეგობარი სტიუარტ გილბერტის დასახმარებლად.

ჯოისის ოთახი, დღევანდელი დღე. ჯოისი მუზეომი
ჯეიმზ ჯოისის კოშკი

რომანი შეესაბამება ჰომეროსის ოდისეას, მაგრამ არც ეს სიუჟეტური პარალელი თუ ანალოგია და არც საერთოდ ტრადიციულად გაგებული სიუჟეტი არ წარმოადგენს მწერლის ძირითადი სათქმელის გამოხატვის საშუალებას. თხრობა, ამბავი მინიმუმამდეა დაყვანილი. რომანი თითქმის მთლიანად პერსონაჟთა ცნობიერების ნაკადის შინაგანი მონოლოგებისგან შდგება. მთელი დღის განმავლობაში ბლუმისა და სტივენ დედალოსის ლტოლვა ერთმანეთისკენ ორივე გმირის უთვისტომობის, სულერი ობლობის, ადამიანური თანადგომისა და სითბოს წყურვილის ტრაგიკული განცდის გამოხატულებაა, რაც მამისა და ძის ერთარსობის რელიგიურ სიმბოლურ-პაროდიული სქემის სახით არის გამოვლენილი. რომანის ყველა ეპიზოდი , რომელშიც სტივენი ჩნდება, შეიძლება ოთხთავის აბა თუ იმ ამბის თავისებური პაროდია დავინახოთ, ხოლო იქ, სადაც ბლუმი მონაწილეობს, ძირითადადძველი აღთქმის რემინისცენციები ამოვიკითხოთ. არული თუ პირდაპირი ციტაციის გზით გამოვლენილბიბლიური მოსეს სიმბოლური სახე ირლანდიელი ეროვნული გმირის ჩარლზ პარნელის სახელსაც უკავშირდება. ყველა ამ ანალოგიებისა თუ მითიურ-პარაბოლური სიმბოლოს აზრი და დანიშნულება მუდამ ნათელი არ არის. იგრძნობა წინააღმდეგობა ჯოისის პერსონაჟის პარნელისადმი აშკარა სიმპათიასა თუ სტივენის ღმერთის სახედ წარმოდგენისა და იმ ორაზროვან ღვთისმგმობელურ ირონიას შორის, რითაც გამსჭვირვალეა მთელი ეს ჯოისური მითოლოგია.

რომანი მოგვითხრობს ერთი ჩვეულებრივი ადამიანის, ებრაელი ლეოპოლდ ბლუმის ერთი დღის (16 ივნისი 1904 აღინიშნება როგორც ბლუმსდეი) თავგადასავალს. ეს დღე ბლუმმა გაატარა გამომცემლობაში, ქუჩაში და დუბლინის კაფეში, იყო თავისი მეგობრის დაკრძალვაზე, ყურის სანაპიროზე, მოხუცთა პანსიონატში, სადაც ის შეხვდა სტივენ დედალოსს, ახალგაზრდა მასწავლებელს ადგილობრივ სკოლაში და ბოლოს საკუთარ სახლში, სადაც ის საკმაოთ გვიან იწვევს მთვრალ დედალოსს, რომელმაც დაკარგა ბინა. რომანის მთავარ ინტრიგად რჩება ბლუმის ცოლის, მოლის ღალატი, ეს უკანასკნელი იცოდა ლეოპოლმდა , მაგრამ მან არაფერი მოიმოქმედა ამის წინააღმდეგ.

გამოქვეყნების ისტორია

რომანის წერა მიმდინარეობდა შვიდი წლის განმავლობაში 1914-დან 1921-მდე, ნაწარმოები გამოვიდა ნაწილ-ნაწილ ამერიკულ ჟურნალში ” The Little Review1918-1920 წლებში[13], სანამ არ გამოქვეყნდა ნავზიკაეს ეპიზოდი და დაიწყო დევნა უხამსოის გამო[14]. 1919 წელს რომანის განოაქვეყნება დაიწყო ლონდონურმა ლიტერატურულმა ჟურნალმა ”egoist-მა” , მაგრამ მაშინვე აიკრძალა ის გაერთიანებულ სამეფოში. ნაწარმოები პირველად სრული სახით გამოქვეყნდა 1922 წელს ჟურნალ ” Sylvia Beach-ში” პარიზში</ref> The novel was first published in its entirety by Sylvia Beach in February 1922, in Paris.[15]. 1934 წლამდე რომანი ყველა ინგლისურენოვან ქვეყანაში აკრძალული იყო.

1920 წელს დაიწყო სასამართლო საჩივრები ამერიკაში. 1921 წელს სასამართლომჯურნალი უხამსად გამოაცხადა და დაიჭყო ეფექტური ბრძოლა რომანის წინააღმდეგ, რის შედეგადაც ჟურნალის გამომცემლები დააპატიმრეს და დააჯარიმეს. 1920 წლის განმავლობაში ამერიკის პოლიციის სამსახური წვავდა ნაწარმოების ასლებს.[16]

1933 წელს გამომცემელმა ”Random House-მა” და ადვოკატმა მორის ერნსტმა მოაწყვეს რომნის ფრანგული გამოცემის იმპორტი განუბაჟებელი სახით, რის გამოც როცა გემი დაიცალა აღნიშნულ პროდუქციაზე დაიწყო დავა. შეერთებული შტატებისა და ნაწარმოებს შორის ბრძოლა საბოლოოდ დასრულდა 1933 წელის 6 დეკემბერს როდესაც აშშ-ს რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ჯორჯ მ. ვულსიმ დაადგინა, რომ წიგნი არ იყო პორნოგრაფიული და არ შეიძლებოდა ყოფილიყო უხამსი.[17] მეორე დონის სააპელაციო სასამართლომ დაადასტურა ეს გადაწყვეტილება 1934 წელს[18]. ამის შემდეგ აშშ გახდა პირველი ინგლისურენოვანი ქვეყანა სადაც შესაძლებელი წიგნი თავისუფლად ხელმისაწვდომი გახდა. აღსანიშნავია რომ ირლანდიაში ეს წიგნი არ ყოფილა აკრძალული, თუმცა მაინც არ იყო ხელმისაწვდომი.[15][19]

ლიტერატურული მნიშვნელობა და კრიტიკა

ინტერვიუში ჟურნალთან ”Dial" ტომას ელიოტმა ისაუბრა ულისეზე : ”მიმაჩნია, რომ ეს წიგნი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოხათულებაა, რომელმაც ჩვენს დრომდე მოაღწია, ეს არის წიგნი რომელშიც ჩვენ ყველანი ვართ ჩაფლული და არცერთ ჩვენგანს არ შეუძლია გაქცევა.” ის ირწმუნებოდა, რომ ჯოისი არ იყო დამნაშავე თუ ხალხმა ვერ გაიგო ეს.[20]

მედია ადაპდაციები

თეატრი

2006 წელს დრამატურგის შეილა კალაჰენის ”მკვდარი ქალაქი”. ეს წიგნის თანამედროვე ადაპტაცია დაიდგა ნიუ-იორკში. სადაც მამრობით პერსონაჟები ბლუმი და დედალოსი ჩანაცვლებულია მდედრობითი სქესის პერსონაჟებით სამანტა ბლოსსომით და ივილ იუპერით.[21]

2013 წელს რომანის ახალი თეატრალური ადაპტაცია, ”გიბრალტარი”, დაიდგა ნიუ-იორკში თეატრში ”Irish Repertory Theatre” .სცენარის ავტორია პატრიკ ფითჯერალდი და რეჟისორი კი ტერი კინლი. ამ ორმა ადამიანმა ყურადღება გაამახვილეს ბლუმის და მოლის სიყვარულის ისტორიაზე.[22]

კინემატოგრაფია

1967 წელს მოხდა წიგნის ეკრანიზაცია ჯოსეფ სტრიკის მიერს. ფილმში ბლუმის როლს ასრულებს მაილო ოშაი. ფილმი ნომინირებული იყო ოსკარზეც საუკეთესო ადაპტირებული სცენარის ნომინაციაში

2003 წლის ფილმის ვერსიაში ბლუმის როლს ასრულებს სტეფან რი და ანჯელინა ბოლი.

ტელევიზია

1988 წელს დოკუმენტური ფილმი ”მოდერნ სამყარო:ათი უდიდესი მწერალი-ჯეიმზ ჯოისის ულისე” აჩვენეს მეოთხე არხზე, სადაც ზოგიერთი ძალიან ცნობილი სცენა რომანიდან იყო ინსცენირებული. დეივიდ საჩეტი თამაშობს ლეოპოლდ ბლუმის როლს.[23]

აუდიო ვერსია

ბლუმსდეიზე 1982 წელს ირლანდიურმა ნაციონალურმა მაუწყებელმა ”RTE"[24] დადგა ულისეს რადიო ინსცენირება, რომელიც გაგრძელდა 29 საათი და 45 წუთი. მისი კომერციული ვარიანტი გავრცელდა თავდაპირველად CD-ის სახით შემდეგ კი გამოვიდა mp3 ვერსიაც.

1993 წელს BBC რადიომ გაუშვა ულისეს აუდიო ვერსია. სადაც ტექსტს მხატვრულად კითხულობდნენ: სინიდ კიუსაკი, ჯეიმზ გრინი, სტეპან რი, ნორმან როდვეი, და სხვები. ეს პერფორმანსი გრძელდებოდა 5 საათი და 50 წუთი.

ტექსტის სრული ვერსია შექმნა ჯიმ ნორტონმა მარსელა რიორდენთან ერთად. ეს ჩანაწერი გავრცელდა ”naxos Records-ის” მიერ 22 აუდიო CD დისკის სახით 2004 წელს.[25]

2012 წელს 16 ივნისს ბლუმსდეიზე BBC რადიო 4-მა გაუშვა ახალი 9 ნაწილიანი ადაპტაციური დადგმა რობინ ბრუქსის მიერ, მონაწილეო-მდნენ: სტეფან რი ნარატორის, ჰენრი გუდმენი ლეოპოლდ ბლუმის, ნიამ კიუსაკი მოლი ბლუმის და ენდრიუ სკოტი სტეფან დედალოსის როლში.[26]

გილბერტის სქემა

ეს სქემა შექმნა ჯეიმზ ჯოსისმა , რომ დახმარებოდა მის მეგობარს სტიუარტ გილბერტს რომანის სტრუქტური ფუნდამენტურ გააზრებაში. გილბერტმა ეს სქემა გამოაქვეყნა 1930 წელს თავის წიგნში ”ჯეიმზ ჯოისის ულისე: შესწავლა”. ორიგინალი ასლი ინახება ჰერლი კროსმენის კოლექციაში სამხრეთ ილინოისის უნივერსიტეტ კარბონდეილში

ირლანდიის ნაციონალური ბიბლიოთეკა
სათაური სცენა დრო ორგანო ფერი სიმბოლო ხელოვნება
ტელემაქე კოშკი 8 - თეთრი, ოქროსფერი თმა თეოლოგია
ნესტორი სკოლა 10 - ყავისფერი ცხენი ისტორია
პოსეიდონი სანაპირო 11 - მწვანე ზღვის მიმოქცევა ფილოლოგია
კალიფსო სახლი 8 თირკმელი ნარინჯისფერი ნიმფა ოკონომიკა
ლოტოფაგები სააბაზანო 10 გენიტალიები - ზიარება ბოტანიკა/ქიმია
ჰადესი სასაფლაო 11 გული თეთრი, შავი მეთვალყურე რელიგია
ეოლი გაზეთი 12 ფილტვები წითელი რედაქტორი რიტორიკა
ლესტროგონიები ლანჩი 13 საყლაპავი მილი - პოლიციელი არქიტექტურა
სცილა და ქარიბდა ბიბლიოთეკა 14 ტვინი - სტრეტფორდი/ლონდონი ლიტერატურა
მოძრავი კლდეები ქუჩები 15 სისხლი - მოქალაქეები მექანიკა
სირინოზები საკონცერტო დარბაზი 16 ყური - ბარმენი მუსიკა
ციკლოპი ტავერნა 17 კუნთები - ფენი პოლიტიკა
ნავზიკაე ქვები 20 თვალი, ცხვირი ნაცრისფერი, ლურჯი ქალწული მხატვრობა
ჰელიოსის საქონელი ჰოსპიტალი 22 მუცელი თეთრი დედა მედიცინა
კირკე საროსკიპო 23 მანოძრავებელი სისტემა - მეძავი მაგია
ელმეოსი თავშესაფარი 1 ნერვები - მეთევზეები ნავიგაცია
ითაკა სახლი 2 ჩონჩხი - კომეტა მეცნიერება
პენელოპე საწოლი ხორცი - დედამიწა -

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. Harte, Tim (Summer, 2003). „Sarah Danius, The Senses of Modernism: Technology, Perception, and Aesthetics“. Bryn Mawr Review of Comparative Literature. 4 (1). ციტირების თარიღი: 2001-07-10. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება) (review of Danius book).
  2. Beebe (1971), p. 176.
  3. Burgess, Anthony (13 June 1993). „Send us, bright one, light one, hoopsa“. The Observer. ციტირების თარიღი: 4 August 2013.
  4. Keillor, Garrison, "The Writer's Almanac", 2 February 2010.
  5. Vora, Avinash. (20 October 2008) Analyzing Ulysses. ციტირების თარიღი: 2008-10-20.
  6. 100 Best Novels. Random House (1999). ციტირების თარიღი: 2007-06-23. This ranking was by the Modern Library Editorial Board of authors and critics; readers ranked it 11th. Joyce's A Portrait of the Artist as a Young Man was ranked third by the board.
  7. Gorman (1939), p. 45.
  8. Jaurretche, Colleen (2005). Beckett, Joyce and the art of the negative, European Joyce studies. Rodopi, გვ. 29. ISBN 978-90-420-1617-0. ციტირების თარიღი: 01/02/2011. 
  9. Budgen (1972), p.
  10. Borach (1954), p. 325.
  11. Ellmann (1982), p. 265.
  12. „The bookies' Booker...“. The Observer. London. 5 November 2000. ციტირების თარიღი: 2002-02-16.
  13. The Little Review at The Modernist Journals Project (Searchable digital edition of volumes 1–9: March 1914 – Winter 1922)
  14. Ellmann, Richard (1982). James Joyce. New York: Oxford University Press, გვ. 502–04. ISBN 0-19-503103-2. 
  15. 15.0 15.1 "75 Years Since First Authorised American Ulysses!". Dublin: The James Joyce Center (2006).
  16. Lyons, Martyn. (2011). "Books: A Living History." Los Angeles, CA: Getty Publications. p. 200 ISBN 978-1-60606-083-4.
  17. United States v. One Book Called "Ulysses", 5 F.Supp. 182 (S.D.N.Y. 1933).
  18. United States v. One Book Entitled Ulysses by James Joyce, 72 F.2d 705 (2nd Cir. 1934)
  19. Ireland set for festival of Joyce BBC, 11 June 2004. Retrieved 2010-08-09.
  20. Eliot, T.S. (1975). "'Ulysses', Order and Myth". In Selected Prose of T.S. Eliot (London: Faber and Faber, 1975), 175.
  21. Robertson, Campbell (16 June 2006). „Playwright of 'Dead City' Substitutes Manhattan for Dublin“. The New York Times. ციტირების თარიღი: 2010-03-18.
  22. Irish Repertory Theatre (2013). Gibraltar. Retrieved on 2013-12-15 from from http://www.irishrep.org/gibraltar.html.
  23. The Modern World: Ten Great Writers: James Joyce's 'Ulysses'. IMDb. ციტირების თარიღი: 18 July 2012.
  24. Reading Ulysses. RTÉ.ie. ციტირების თარიღი: 18 July 2012.
  25. Williams, Bob. James Joyce's Ulysses. the modern world. ციტირების თარიღი: 18 July 2012.
  26. James Joyce's Ulysses. BBC Radio. ციტირების თარიღი: 18 July 2012.