გიორგობისთვე (ფილმი): განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 78: ხაზი 78:


{{სქოლიოს სია}}
{{სქოლიოს სია}}
{{ოთარ იოსელიანი}}

[[კატეგორია:ქართულენოვანი ფილმები]]
[[კატეგორია:ქართულენოვანი ფილმები]]
[[კატეგორია:1966 წლის ქართული ფილმები]]
[[კატეგორია:1966 წლის ქართული ფილმები]]

08:49, 22 აგვისტო 2015-ის ვერსია

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გიორგობისთვე.
„გიორგობისთვე“
დამდგმელი რეჟისორი ოთარ იოსელიანი
სცენარის ავტორი ამირან ჭიჭინაძე
როლებში რამაზ გიორგობიანი, გიორგი ხარაბაძე
კომპოზიტორი ნათელა იოსელიანი
ხმის ოპერატორი შალვა ჩიტიძე, ევგენი მასსი
ოპერატორი აბესალომ მაისურაძე
მხატვარი დიმიტრი ერისთავი
სტუდია ქართული ფილმი
გამოსვლის თარიღი 1966
ხანგრძლივობა 79 წუთი
ქვეყანა საქართველოს სსრ
ენა ქართული

გიორგობისთვეოთარ იოსელიანის ფილმი, გადაღებულია 1966 წელს. ფილმმა მიიღო ჟორჟ სადულის სახელობის პრემია. ფილმის დაიწუნა საბჭოთა კრიტიკამ. მას უწოდეს ანტისაბჭოთა, ანტიქართული პასკვილი, რომელიც ამასხარავებდა ქართულ ტრადიციებს, მეღვინეობასა და მთლიანად სოფლის მეურნეობას.

სიუჟეტი

ნიკოს და ოთარს სამუშაოდ ღვინის ქარხანაში გაანაწილებენ. კარიერისტი ოთარი თავიდანვე უფროსობის მაამებლობის გზას აირჩევს. მისგან განსხვავებით, ნიკო ქარხნიდან კერძო პირთა მიერ ღვინის უკანონოდ გატანას და გეგმის შესასრულებლად უხარისხო ღვინის ჩამოსხმას ვერ ეგუება. როდესაც დაუდუღებელი ღვინის სარეალიზაციოდ ჩამოსხმას დააპირებენ, ნიკო ღვინის მთელ პარტიაში ჟელატინს ჩაასხამს და გეგმას ჩაშლის. ქარხნის დირექცია აღშფოთდება, მაგრამ ნიკოს დასჯას ვერ გაბედავს.

კადრი ფილმიდან - გიორგობისთვე

როლებში

გამოხმაურება და ფაქტები

  • კინომცოდნე ნათია ამირეჯიბი, რომელსაც ოთარ იოსელიანზე წიგნი აქვს დაწერილი, ამბობს, რომ, “გიორგობისთვის” წინააღმდეგ ომი, რა თქმა უნდა, ხელისუფლებამ დაიწყო... მაგრამ პასუხისმგებლობა იმ ადამიანებსაც არ უნდა მოვუხსნათ, რომლებმაც ფილმი, უბრალოდ, ვერ გაიგეს და სწორედ ამიტომ, გაღიზიანებულებმა და გაბრაზებულებმა, სასწრაფოდ გამოაცხვეს წერილები ქარტულ საბჭოთა პრესაში.

ნათია ამირეჯიბი: “ფილმის ავტორი მტრის თვალით უყურებს ჩვენს ცხოვრებას, – ეწერა გაზეთებში. – “გიორგობისთვე” უნდა დაიწვას, კვალი არ უნდა დარჩეს მისი...” სხვა ავტორი: “ეს ფილმი ეკრანებიდან მოიხსნას, განადგურდეს”... ეს ყველაფერი პარტიის ცეკაში მიდიოდა, 120 გვერდიანი წიგნი იყო, რომელიც მოგვიანებით მისმა ყოფილმა სტუდენტმა გადმოუბეჭდა... სულ ესაა – განადგურებულია.”

  • “განა დასაჯერებელია, რომ ქართველი ხალხი ისე ცხოვრობდეს, როგორც ფილმშია ნაჩვენები? თუ სცენარისტსა და რეჟისორს დავუჯერებთ, ქარხანაში ყველა – დირექტორიდან დაწყებული მუშამდე – სინდისგარეცხილია, შესაძლებელია ეს მდგომარეობა რომელიმე კონკრეტულმა ფაქტმა უკარნახა ფილმის ავტორებს, მაგრამ ყველა კონკრეტული შემთხვევა ტიპიური ხომ არ არის”. [1]
  • “გიორგობისთვეს” ჩვენს ცხოვრებაში შესამჩნევ ნაკლოვანებათა აღმოფხვრისათვის ბრძოლის პრეტენზია აქვს. ასეთია ავტორთა სუბიექტური მისწრაფება, მაგრამ ამ ჩრდილოვან მხარეთ იქით არსებული დიდი და მზიანი სამყარო არ სურთ დაინახონ. ავტორები ცდილობენ არა მარტო ერთი კონკრეტული ღვინის ქარხანა წარმოგვიდგინონ უხამსობის ბუდედ, არამედ ჩვენი ცხოვრების ყველა დეტალი, ყველა მხარე დახატონ, რაც შეიძლება მუქი, შავი საღებავებით. ამრიგად, ჩვენ წინ დგება მხოლოდ სიმახინჯე, უსამართლობითა და სიბილწით აღსავსე ცხოვრება, სადაც კეთილისა და ნათელის წარმომადგენლად ერთი უსუსური, უნდილი ბიჭია გამოყვანილი!…ეს ფილმი კიდევ ერთხელ ლაპარაკობს იმ მცდარ, მავნე გზაზე, რომელსაც ზოგიერთი ჩვენი ახალგაზრდა შემოქმედი არასასურველი მიმართულებით მიჰყავს.
    კადრი ფილმიდან - გიორგობისთვე
    ეს მიმართულება კი უცხოა საბჭოთა ხელოვნებისათვის, იგი სოციალისტური რეალიზმის ყალბად გაგების, ყოფის ზერელე ასახვის, შიშველი ნატურალიზმის ჭაობისკენ მიაქანებს შემოქმედს. (…) მხატვრული ნაწარმოების ნაცვლად მივიღეთ რაღაც პასკვილის მაგვარი რამ, რომელსაც საერთო არა აქვს რა ჩვენი ცხოვრების ამსახველ ჭეშმარიტ ხელოვნებასთან და ამ ფილმის ავტორების მოქალაქეობრივ სინდისზე ცუდად ლაპარაკობს”.[2]

ლიტერატურა

  • აკაკი ბაქრაძე „ფილმისა და ხალხის ბედი", თხზულებანი, ტ. IV გვ.176-186, თბილისი, „ნეკერი", „ლომისი", 2005 წ.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. გაზეთი “სოფლის ცხოვრება”, 29.01.1967
  2. გაზეთი “კომუნისტი”, 4.02.1967