სამი სიცოცხლე (ფილმი): განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 7: ხაზი 7:
| სცენარის ავტორი = [[ივანე პერესტიანი]]
| სცენარის ავტორი = [[ივანე პერესტიანი]]
| დამდგმელი რეჟისორი = [[ივანე პერესტიანი]]
| დამდგმელი რეჟისორი = [[ივანე პერესტიანი]]
| ნაწარმოები= {{ეფუძნება|[[პირველი ნაბიჯი (რომანი)|პირველი ნაბიჯი]]|[[გიორგი წერეთელი]]}}
| ნაწარმოები= {{ეფუძნება|[[პირველი ნაბიჯი (რომანი)|პირველი ნაბიჯი]]|[[გიორგი წერეთელი (მწერალი)|გიორგი წერეთელი]]}}
| როლებში = [[ნატო ვაჩნაძე]], [[მიხეილ გელოვანი]]
| როლებში = [[ნატო ვაჩნაძე]], [[მიხეილ გელოვანი]]
| ოპერატორი = [[ალექსანდრე დიღმელოვი]]
| ოპერატორი = [[ალექსანდრე დიღმელოვი]]
ხაზი 28: ხაზი 28:
}}
}}


'''სამი სიცოცხლე''' — 1925 წლის [[საქართველო|ქართული]] [[სსრკ|საბჭოთა]] ორსერიიანი ფილმი, გადაღებული რეჟისორ [[ივანე პერესტიანი]]ს მიერ, გადაღებულია [[გიორგი წერეთელი|გიორგი წერეთლის]] რომან „პირველი ნაბიჯის“ მიხედვით. ფილმი 1966 წელს აღადგინა და გაახმოვანა რეჟისორმა [[გიგა ლორთქიფანიძე]]მ. პერესტიანი ამ ფილმს თავის საუკეთესო ნამუშევრად მიიჩნევდა.
'''სამი სიცოცხლე''' — 1925 წლის [[საქართველო|ქართული]] [[სსრკ|საბჭოთა]] ორსერიიანი ფილმი, გადაღებული რეჟისორ [[ივანე პერესტიანი]]ს მიერ, გადაღებულია [[გიორგი წერეთელი (მწერალი)|გიორგი წერეთლის]] რომან „პირველი ნაბიჯის“ მიხედვით. ფილმი 1966 წელს აღადგინა და გაახმოვანა რეჟისორმა [[გიგა ლორთქიფანიძე]]მ. პერესტიანი ამ ფილმს თავის საუკეთესო ნამუშევრად მიიჩნევდა.


==სიუჟეტი==
==სიუჟეტი==

02:09, 17 აგვისტო 2015-ის ვერსია

„სამი სიცოცხლე“
ჟანრი მელოდრამა
დამდგმელი რეჟისორი ივანე პერესტიანი
სცენარის ავტორი ივანე პერესტიანი
ნაწარმოები პირველი ნაბიჯი
გიორგი წერეთელი
როლებში ნატო ვაჩნაძე, მიხეილ გელოვანი
ოპერატორი ალექსანდრე დიღმელოვი
მხატვარი სემიონ გუბინ-გუნი
სტუდია სახკინმრეწვი
გამოსვლის თარიღი 24 იანვარი, 1925
ხანგრძლივობა 153 წთ
ქვეყანა დროშა: სსრკ სსრკ
ენა მუნჯი

სამი სიცოცხლე — 1925 წლის ქართული საბჭოთა ორსერიიანი ფილმი, გადაღებული რეჟისორ ივანე პერესტიანის მიერ, გადაღებულია გიორგი წერეთლის რომან „პირველი ნაბიჯის“ მიხედვით. ფილმი 1966 წელს აღადგინა და გაახმოვანა რეჟისორმა გიგა ლორთქიფანიძემ. პერესტიანი ამ ფილმს თავის საუკეთესო ნამუშევრად მიიჩნევდა.

სიუჟეტი

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

ფილმში აღწერილია XIX საუკუნის მეორე ნახევარში ერთი ქართული ოჯახის დრამატული თავგადასავალი. ფოთელ ვაჭარს, ბახვა ფულავას ღარიბი მკერავი ქალი, ესმა შეუყვარდება და ცოლად მოიყვანს. ლამაზი ესმას ცდუნების სურვილი აზნაურ იერემია წარბას მოსვენებას დაუკარგავს, ბედნიერ ოჯახს თავს დაესხმება და ესმას გაიტაცებს. მდევრებისგან შევიწროებული იერემია, საწადელს რომ ვერ მიაღწევს, ქალს დაუნდობლად მოკლავს. გავლენიანი თავადის ქალის, ვალიდას წყალობით იერემია სასჯელს თავს დააღწევს. ბახვა მართლმსაჯულების იმედს დაკარგავს, იერემიას საძინებელში შეიპარება და დამნაშავეს თვითონ გაუსწორდება.

როლებში

გადაღება

იერემია წარბას როლზე პერესტიანმა არაპროფესიონალი მსახიობი დიმიტრი ყიფიანი ცოლის რეკომენდაციით აიყვანა. რეჟისორი ყიფიანის გამოხედვამ მოხიბლა.[1] ესმას დაკრძალვის მასობრივი სცენები აბაშაში იქნა გადაღებული ხალხის უშუალო მონაწილეობით.[2]

შეფასება

ლიტერატურული პირველწყაროსგან განსხვავებით ფილმში გამარტივებულია მხატვრული სახეები. ნაჩვენებია ორი სოციალური კლასის, არისტოკრატიისა და ვაჭართა ჭიდილი, რასაც ეწირება პატიოსანი მშრომელი ქალი ესმა, რომლის უბრალოება და სისადავე მაყურებელში თანაგრძნობას და სიყვარულს იწვევს.[3]

მთავარმა სარეპერტუარო კომისიამ ფილმი თავიდან დაიწუნა. ფილმის ნაკლად ებრაელი მეირას სახეში დანახული ანტისემიტური ტენდენციები დასახელდა.[4], მაგრამ ფილმი ბევრმა დაიცვა, მათ შორის სსრკ განათლების პირველმა კომისარმა ანატოლი ლუნაჩარსკიმ.[5], რომელმაც ფილმს გზა გაუკვალა კინოეკრანებისკენ. ფილმში ისეთმა მახასიათებლებმა, როგორებიცაა სექსუალობა, ძალადობა, მკვლელობა და მოვლენათა სინქრონულობა, განაპირობა მისი პოპულარობა.[6]ფილმის შემოსავლებმა სამჯერ გადააჭარბა დანახარჯებს.

ლიტერატურა

  • ირაკლი მახარაძე, „დიადი მუნჯი“ — ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, თბილისი, 2014 ISBN 978-9941-23-104-9

სქოლიო

  1. კარლო გოგოძე, „ი. ნ. პერესტიანი“ გვ.57 — „ხელოვნება“, თბილისი, 1957
  2. ნატო ვაჩნაძე, „მოგონებები და შეხვედრები“ გვ. 36 — „აფხაზეთის სახელგამი“, სოხუმი, 1953
  3. ნათა ამირეჯიბი,„დროთა ეკრანი“ გვ. 38-39 — „ხელოვნება“, თბილისი, 1990
  4. ჟურნალი „კინო“ N7 გვ. 237 — 1981
  5. А.Луначарский, "Кино и Время", I გვ. 329 — 1960
  6. Denise J. Youngblood, "Movies for the masses: Popular cinema and Soviet society in the 1920s", გვ. 88 — Cambridge University press. 1992