კურაპალატი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: 13 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata_ზე, d:q1141099
→‎ლიტერატურა: French spelling (Études)
ხაზი 4: ხაზი 4:


==ლიტერატურა==
==ლიტერატურა==
*''Guilland R.,'' Etudes sur l'histoire administrative de l'Empire Byzantin. Le curapalate, «Byzantina», 1970, t. 2;
*''Guilland R.,'' Études sur l'histoire administrative de l'Empire Byzantin. Le curapalate, «Byzantina», 1970, t. 2;
*'' ლომოური ნ.,'' ქსე, ტ. 6, გვ. 78, თბ., 1983
*'' ლომოური ნ.,'' ქსე, ტ. 6, გვ. 78, თბ., 1983



03:29, 28 ივლისი 2015-ის ვერსია

კურაპალატი (ბიზანტ. ბერძნ. kuropalates < ლათ. cura Palatiae — სასახლის დაცვა), IV-V საუკუნეების ბიზანტიის კარის მოხელე, სასახლის დაცვის უფროსი. ითვლებოდა სახელმწიფოს ერთ-ერთ უმაღლეს პირად (იმპერატორის შემდეგ) კეისარსა და ნოველისიმოსთან ერთად. კურაპალატობას თავდაპირველად ანიჭებდნენ იმპერატორის ოჯახის წევრებს, ხშირად — ტახტის მემკვიდრეებს. ამ დროს კურაპალატი ჯერ კიდევ რეალურ სამოხელეო მოვალეობას ასრულებდა. VIII საუკუნეში საპატიო ტიტული გახდა, რომელსაც უმაღლესი არისტოკრატიული წარმომადგენლებს ანიჭებდნენ. IX საუკუნიდან უცხოელი ხელისუფლებიც და ბიზანტიელებიც კურაპალატობას გარკვეული დამსახურებისათვის იღებდნენ. XI-XII საუკუნეებში თანდათან დაკარგა მნიშვნელობა. XIII-XIV საუკუნეებში მეორეხარისხოვან ტიტულად იქცა, XV საუკუნეში საერთოდ აღარ მოიხსენიებოდა.

კურაპალატის ტიტული IX საუკუნიდან ენიჭებოდათ იბერიის (თავდაპირველად ტაო-კლარჯეთის, შემდეგ გაერთიანებული საქართველოს) მეფე-მთავრებს. პირველი კურაპალატი მათ შორის იყვნენ აშოტ I (IX ს.), შემდეგ კურაპალატობა მუდმივად ეძლეოდათ ბაგრატიონთა გვარის წარმომადგენლებს, XI საუკუნიდან — საქართველოს მეფეებს (ბაგრატ III, გიორგი I, ბაგრატ IV, გიორგი II). დავით აღმაშენებელმა უარყო ბიზანტიის ტიტული და მას შემდეგ ისინი ქართველ მეფეებს აღარ უტარებიათ.

ლიტერატურა

  • Guilland R., Études sur l'histoire administrative de l'Empire Byzantin. Le curapalate, «Byzantina», 1970, t. 2;
  • ლომოური ნ., ქსე, ტ. 6, გვ. 78, თბ., 1983