ლიონელ მესი: განსხვავება გადახედვებს შორის

ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
(5.178.157.34-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა MIKHEIL-ის მიერ რედაქტირებული ვერსია)
== საკლუბო კარიერა ==
=== ბარსელონა ===
მესისესის ოფიციალური დებიუტი პირველ გუნდში ჟოზე მოურინიოს „პორტოსთან“ შედგა [[2003]] წლის [[26 ნოემბერი|26 ნოემბერს]] (მესი 16 წლის და 145 დღის იყო). ერთი წლის შემდეგ, ფრანკ რაიკაარდმა ლა ლიგაში ესპანიოლთან მატჩში გამოიყვანა [[2004]] წლის [[16 ოქტომბერი|16 ოქტომბერს]] და გახადა მე-3 ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი ბარსელონას ისტორიაში და ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი ლა ლიგის ისტორიაში ([[2007]] წელს ეს რეკორდი მესის თანაგუნდელმა, ბოიან კრკიჩმა დაამხო). მესიმ ბარსელონასთვის მისი პირველი გოლი ალბასეტეს წინააღმდეგ გაიტანა 2005 წლის 1 მაისს, როცა 17 წლის, 10 თვის და 7 დღის იყო და გახდა ყველაზე ახალგაზრდა, ვინც ლა ლიგაში გაიტანა ბარსელონას მაისურით, სანამ 2007 წელს მისმა თანაგუნდელმა, ბოიან კრკიჩმა გაიტანა გოლი მესის საგოლე პასით. მესიმ თავის ყოფილ მწვრთნელ ფრანკ რაიკაარდზე ასეთი რამ თქვა: „არასდროს დამავიწყდება ის ფაქტი, რომ მან დაიწყო ჩემი კარიერა და მენდო, როდესაც სულ რაღაც 16 თუ 17 წლის ვიყავი“.
==== 2005-06 ====
[[2005]] წლის [[16 სექტემბერი|16 სექტემბერს]] ბარსელონამ მესის კონტრაქტი მესამედ განუახლა. ამჯერად მესის ხელფასი გაეზარდა და კონტრაქტის ვადა [[2014]] წლამდე გაიზარდა. 2005 წლის 26 სექტემბერს მესის ესპანეთის მოქალაქეობა მიიღო და როგორც იქნა შეეძლო მონაწილეობა მიეღო ლა ლიგაში. მესის პირველი გამოსვლა კამპ ნოუზე 27 სექტემბერს შედგა ჩემპიონთა ლიგის მატჩში „უდინეზესთან“. მესის სტადიონზე გამოსვლისას „ბარსელონას“ ფანებმა ის ოვაციებით მიიღეს. მესი მშვიდ კომბინაციებს აწყობდა რონალდინიოსთან ერთად.
ანონიმური მომხმარებელი

სანავიგაციო მენიუ