ომი ესპანური მემკვიდრეობისათვის: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 11: ხაზი 11:
|მხარე1=
|მხარე1=
{{flagicon|ავსტრიის იმპერია}} [[ჰაბსბურგთა სამეფო|ავსტრია]]
{{flagicon|ინგლისის სამეფო}} [[ინგლისის სამეფო|ინგლისი]] (1707 წლამდე)
{{flagicon|შოტლანდიის სამეფო}} [[შოტლანდიის სამეფო|შოტლანდია]] (1707 წლამდე)
{{flagicon|დიდი ბრიტანეთის სამეფო}} [[დიდი ბრიტანეთის სამეფო|დიდი ბრიტანეთი]] (1707 წლიდან)
{{flagicon|ირლანდიის სამეფო}} [[ირლანდიის სამეფო|ირლანდია]]
{{flagicon|გაერთიანებული პროვინციების რესპუბლიკა}} [[გაერთიანებული პროვინციების რესპუბლიკა|ნიდერლანდი]]
{{flagicon|საღვთო რომის იმპერია}} [[საღვთო რომის იმპერია]]
{{flagicon|სავოიის საჰერცოგო}} [[სავოიის საჰერცოგო]]
{{flagicon|პრუსია|1701}} [[პრუსიის სამეფო|პრუსია]]
{{flagicon image|Estandarte de Carlos III.svg}} [[Charles VI, Holy Roman Emperor|Habsburg Spain]]
{{flagicon|პორტუგალიის სამეფო|1707}} [[პორტუგალიის სამეფო|პორტუგალია]]

|მხარე2=[[ფაილი:Naval Flag of the Kingdom of France (Civil Ensign).svg|22px]] [[საფრანგეთი]],
[[ფაილი:Bandera de España 1701-1760.svg|22px]] [[ესპანეთი]],
[[ფაილი:Flag of Bavaria (lozengy).svg|22px]] [[ბავარია]],
[[კატალონიელები]]
|მხარე2=|{{flagicon|Kingdom of France}} [[საფრანგეთის სამეფო|საფრანგეთი]]
[[ფაილი:Bandera de España 1701-1760.svg|22px]] [[ესპანეთი]],
[[ფაილი:Flag of Bavaria (lozengy).svg|22px]] [[ბავარია]],
[[კატალონიელები]]
|მეთაური1=[[ფაილი:Union flag 1606 (Kings Colors).svg|22px]] [[ჰერცოგი მალბორო]], [[ფაილი:Banner of the Holy Roman Emperor (after 1400).svg|22px]] [[ევგენი სავოიელი]], [[ფაილი:Banner of the Holy Roman Emperor (after 1400).svg|22px]] მარკგრაფი ბადენი, [[ფაილი:Banner of the Holy Roman Emperor (after 1400).svg|22px]] გრაფი გოლუეი

|მეთაური2=[[ფაილი:Naval Flag of the Kingdom of France (Civil Ensign).svg|22px]] მარშალი ვილარი, [[ფაილი:Naval Flag of the Kingdom of France (Civil Ensign).svg|22px]] ჰერცოგი ბერვიკი, [[ფაილი:Naval Flag of the Kingdom of France (Civil Ensign).svg|22px]] ჰერცოგი ვანდომი, [[ფაილი:Naval Flag of the Kingdom of France (Civil Ensign).svg|22px]] ჰერცოგი ვილრუა, [[ფაილი:Flag of Bavaria (lozengy).svg|22px]] [[მაქსიმილიან II (ბავარია)|მაქსიმილიან II]]

16:04, 19 ივლისი 2015-ის ვერსია

ომი ესპანური მემკვიდრეობისათვის

ომი დენენთან (1712 წელი)
თარიღი 1701 - 1714
მდებარეობა ევროპა, ჩრდილოეთ ამერიკა
შედეგი უტრეხტის ზავი, რაშტატის ზავი
მხარეები
ავსტრიის იმპერიის დროშა ავსტრია
ინგლისის სამეფოს დროშა ინგლისი (1707 წლამდე)
შოტლანდიის სამეფო დროშა შოტლანდია (1707 წლამდე)
დიდი ბრიტანეთის სამეფოს დროშა დიდი ბრიტანეთი (1707 წლიდან)
ირლანდიის სამეფოს დროშა ირლანდია
გაერთიანებული პროვინციების რესპუბლიკის დროშა ნიდერლანდი
საღვთო რომის იმპერიის დროშა საღვთო რომის იმპერია
სავოიის საჰერცოგოს დროშა სავოიის საჰერცოგო
პრუსიის დროშა პრუსია
Habsburg Spain
პორტუგალიის სამეფოს დროშა პორტუგალია
მეთაურები
ჰერცოგი მალბორო, ევგენი სავოიელი, მარკგრაფი ბადენი, გრაფი გოლუეი მარშალი ვილარი, ჰერცოგი ბერვიკი, ჰერცოგი ვანდომი, ჰერცოგი ვილრუა, მაქსიმილიან II
ძალები
220 000 450 000
ომი ესპანური მემკვიდრეობისათვის ვიკისაწყობში

ომი ესპანური მემკვიდრეობისათვის 1701-1714 — ომი გამოწვეული, საფრანგეთის ხანგრძლივი ბრძოლით ჰაბსბურგებთან ევროპაში ჰეგემონიისათვის, აგრეთვე ევროპის პოლიტიკურ ასპარეზზე ორი სახელმწიფოს - ინგლისისა და ნიდერლანდების გამოსვლით. ომის საბაბი გახდა ესპანეთის მეფე კარლ II ჰაბსბურგის უძეობა. ესპანეთის ტახტის (ასევე ევროპასა და ამერიკაში ესპანური სამფლობელოების) მთავარ პრეტენდენტებად გამოდიოდნენ ესპანეთის სამეფო დინასტიების მონათესავე მონარქები. ესპანეთის მეფის სიძე საფრანგეთის მეფე ლუი XIV ბურბონი იმედოვნებდა ესპანეთის გვირგვინი მოეპოვებინა თავისი შვილიშვილის - ფილიპ ანჟუელისათვის, ხოლო საღვთო რომის იმპერიის იმპერატორმა ლეოპოლდ I ჰაბსბურგმა ესპანეთის ტახტის კანდიდატად თავისი შვილი ერცჰერცოგი კარლი წამოაყენა. ინგლისი და ჰოლანდია ცდილობდნენ ხელი შეეშალათ როგორც ბურბონთა, ისე ჰაბსბურგთა გაძლიერებისათვის. ისინი მოითხოვდნენ ესპანური სამფლობელოების გაყოფას. კარლ II-მ ესპანეთის ტახტი საფრანგეთის გავლენით ფილიპ ანჟუელს უანდერძა, რომელმაც 1700 წელს, კარლ II-ის გარდაცვალების შემდეგ, ტახტი დაიკავა ფილიპე V-ის სახელით. ინგლისი და ჰოლანდია ამაზე იმ პირობით დათანხმდნენ, თუ ესპანეთი დამოუკიდებელი იქნებოდა საფრანგრთისაგან და მათ შორის არავითარი უნია არ დაიდებოდა. მიუხედავად ამისა, 1701 წლის თებერვალში ლუი XIV- ფილიპი თავის მემკვიდრედ გამოაცხადა. 1701 წლის 7 სექტემბერს ჰააგაში ინგლისმა და ჰოლანდიამ კავშირი დადეს საღვთო რომის იმპერიის იმპერატორთან საფრანგეთის წინააღმდეგ (ე. წ. დიდი ალიანსი) და 1702 მაისში მას ომი გამოუცხადეს (საომარი მოქმედება იმპერიისა და საფრანგეთის ჯარებს შორის ჯერ კიდევ 1701 წელს დაიწყო იტალიაში). მოგვიანებით ანტიფრანგული კოალიციას შეუერთდნენ: ბრანდენბურგი და გერმანიის სხვა სამთავროები, აგრეთვე დანია, პორტუგალია და ბოლოს საფრანგეთის ყოფილი მოკავშირე სავოია. ამრიგად საფრანგეთი ომში თითქმის სრულიად მარტო აღმოჩნდა.

საომარი მოქმედება ერთდროულად მიმდინარეობდა ესპანეთის ნიდერლანდში, ესპანეთში, იტალიაში, დასავლეთ გერმანიაში და ზღვებზე. ინგლის-ჰოლანდიის ჯარს სარდლობდა ჰერცოგი მალბორო, იმპერიის ჯარებს ევგენი სავოიელი. საფრანგეთის ჯარები დამარცხდნენ ჰეხშტედტთან (1704), რამიასთან (1706), ტურინთან (1706), აუდენარდესთან (1708); ინგლისის ფლოტმა 1704 წელს ხელთ იგდო გიბრალტარი, ხოლო 1708 წელს კ. მენორკა. ერცჰერცოგი კარლი ინგლისის ფლოტის მხარდაჭერით გადავიდა ესპანეთში, თავი ესპანეთის მეფედ გამოაცხადა და დაიპყრო კატალონია და არაგონი.

მალპლაკესთან საფრანგეთის ჯარების დამარცხების (1709) შემდეგ საფრანგეთის მდგომარეობა უიმედო აღმოჩნდა, მაგრამ საერთაშორისო ვითარების შეცვლამ, მოკავშირეთა წარუმატებლობამ ესპანეთში და საფრანგეთის მარშლის ვილარის გამარჯვებამ ევგენი სავოიელის ჯარებზე დენენთან (1712) ხელი შეუწყეს საფრანგეთთან დაზავებას. ომი ესპანური მემკვიდრეობისათის დამთავრდა უტრეხტის ზავით (1713) და რაშტატის ზავით (1714). ფილიპ V ბურბონს დარჩა ესპანეთის ტახტი და კოლონიები იმ პირობით, რომ მის მემკვიდრეებს უარი უნდა ეთქვათ საფრანგეთის ტახტზე. ავსტრიის ჰაბსბურგებმა მიიღეს ესპანეთის სამფლობელოები ნიდერლანდში (ბელგია) და იტალიაში (მილანის საჰერცოგო, ნეაპოლის სამეფო და სხვ.), ინგლისმა გიბრალტარი და კ მენორკა, ტერიტორიები ჩრდილოეთ ამერიკაში და ესპანეთის ამერიკულ კოლონიებში აფრიკელ ზანგ მონათა ვაჭრობის მონოპოლიის უფლება.

რესურსები ინტერნეტში