ლაზეთი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 27: ხაზი 27:
* — 1535 – 1547 – '''[[იმერეთის სამეფო]]''' ([[გურიის სამთავრო]])
* — 1535 – 1547 – '''[[იმერეთის სამეფო]]''' ([[გურიის სამთავრო]])
* — 1547 – 1878 – '''[[ოსმალეთის იმპერია]]''' (ტრაპიზონის ვილაიეთის ლაზისტანის სანჯაყი)
* — 1547 – 1878 – '''[[ოსმალეთის იმპერია]]''' (ტრაპიზონის ვილაიეთის ლაზისტანის სანჯაყი)
* — 1878 – 1914/15 – [[აზლაღა]]-ოფის ზონა – '''[[ოსმალეთის იმპერია]]''' (ლაზისტანის სანჯაყი), [[გონიო]]-[[ლიმანი]]ს ზონა – '''[[რუსეთის იმპერია]]''' ([[ქუთაისის გუბერნია]])
* — 1878 – 1914/15 – [[აზლაღა]]-ოფის ზონა – '''[[ოსმალეთის იმპერია]]''' (ლაზისტანის სანჯაყი), [[გონიო]]-[[ლიმანი]]ს ზონა – '''[[რუსეთის იმპერია]]''' ([[ქუთაისის გუბერნია]] / [[ბათუმის ოლქი]])
* — 1915 – 1917 – '''[[რუსეთის იმპერია]]''' ([[ქუთაისის გუბერნია]])
* — 1915 – 1917 – '''[[რუსეთის იმპერია]]''' ([[ბათუმის ოლქი]])
* — 1918 – 1921 – [[აზლაღა]]-ოფის ზონა – '''[[ოსმალეთის იმპერია]]''' (ლაზისტანის სანჯაყი), [[გონიო]]-[[ლიმანი]]ს ზონა – '''[[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა|საქართველო]]''' (სამუსლიმანო საქართველო – ბათომის მხარე)
* — 1918 – 1921 – [[აზლაღა]]-ოფის ზონა – '''[[ოსმალეთის იმპერია]]''' (ლაზისტანის სანჯაყი), [[გონიო]]-[[ლიმანი]]ს ზონა – '''[[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა|საქართველო]]''' (სამუსლიმანო საქართველო – [[ბათომის მხარე]])
* — 1921 – – [[სარფი]]-ოფის ზონა – '''[[თურქეთი]]''', [[სარფი]]-[[გონიო]]ს ზონა – '''[[საქართველო]]'''
* — 1921 – – [[სარფი]]-ოფის ზონა – '''[[თურქეთი]]''', [[სარფი]]-[[გონიო]]ს ზონა – '''[[საქართველო]]'''



23:11, 22 ივნისი 2015-ის ვერსია

ჭანეთი ან ლაზეთი — ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე თანამედროვე თურქეთისა და ნაწილობრივ საქართველოს ტერიტორიაზე, ისტორიულ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში. დასახლებული იყო დასავლურ-ქართული ტომით — ჭანებით.

ლაზეთი (ჭანეთი) შუა საუკუნეებში

III-IV საუკუნეებში მოიცავდა შავიზღვისპირეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ მთიანეთს, მდინარე ჭოროხის ზემო წელის აუზს. მოგვიანებით სახელწოდება გავრცელდა მის მიმდებარე ზღვის სანაპირო ტერიტორიაზე. იგივეა, რაც ლაზეთი, ლაზისტანი, ბერძნულ წყაროებში მოიხსენიება როგორც თიანიკე.

VI ს-ში ჭანეთის ტერიტორია ბიზანტიამ დაიპყრო. ამავე პერიოდში აქ გავრცელდა ქრისტიანობა. XIII-XIV სს-ში იგი ტრაპიზონის იმპერიაში მოექცა, თუმცა მისი აღმოსავლეთ ნაწილი სამცხის სამთავროს შემადგენლობაში იყო. 1461 წელს ტრაპიზონის იმპერია ჭანეთის ნაწილითურთ ოსმალეთმა დაიპყრო. 1463-1502 წლებში ჭანეთის აღმოსავლეთ ნაწილი გურიის სამთავროს შემადგენლობაშია, 1502-1533 წლებში — სამცხე-საათაბაგოს შემადგენლობაში, 1535-47 წლებში კვლავ გურიას ეკუთვნის. ჭანეთი ოსმალეთმა საბოლოოდ 1547 წელს მიიტაცა.

1878 წელს ბერლინის კონგრესის გადაწყვეტილებით, ოსმალეთმა დათმო ჭანეთის ნაწილი, ახლანდელი სოფელი სარფი და მისი მიმდებარე რეგიონი, რომელიც ამჟამად შედის საქართველოს შემადგენლობაში.

აღმოსავლეთი ჭანეთის (ლაზეთის) მფლობელობა

ლიტერატურა

  • სიხარულიძე ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 381-382.
  • ინგოროყვა პ, "გიორგი მერჩულე", გვ. 205-288, თბ. 1954