PureView: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
მ added Category:Nokia using HotCat |
მ added Category:Windows Phone using HotCat |
||
ხაზი 31: | ხაზი 31: | ||
[[კატეგორია:ვიკიპედია:Microsoft Lumia:საკონკურსო სტატიები]] |
[[კატეგორია:ვიკიპედია:Microsoft Lumia:საკონკურსო სტატიები]] |
||
[[კატეგორია:Nokia]] |
[[კატეგორია:Nokia]] |
||
[[კატეგორია:Windows Phone]] |
14:40, 20 ივნისი 2015-ის ვერსია
Nokia PureView ეწოდება სხვადასხვა ტექნოლოგიების ერთობლიობას, რომელსაც იყენებენ კომპანია Nokia და ახლა უკვე Microsoft Mobile-იც, მათი უმაღლესი დონის სმარტფონების კამერებისთვის. PureView-ს საუკეთესო მაგალითებია Nokia 808 და Nokia Lumia 1020. ორივე ტელეფონს აქვს ძალიან მაღალი გარჩევადობის (41 MP) მქონე ფოტოსენსორი System on a chip ტიპის ინტეგრირებული მიკროსქემით, რომელსაც გამოსახულების დამუშავების როლი აკისრია, კერძოდ ასრულებს სურათის სკალირებას (Image scaling) Pixel Oversampling-ის ტექნოლოგიით, რაც იძლევა გაუმჯობესებულ ციფრულ ზუმირებას (digital zoom) და შემცირებულ ხმაურს. Pixel Oversampling ტექნოლოგია გულისხმობს იმას, რომ ხდება რამდენიმე ფიქსელის გაერთიანება, რათა შეიქმნას ერთი (სუპერ) ფიქსელი.[1] ეს მნიშვნელოვნად აუმჯობესებს სურათის ხარისხს. ორივე მოწყობილობა აღჭურვილია Xenon flash განათებით, 1080p HD ვიდეო კამერითა და მაღალი გაფართოების მქონე Zeiss-ის სრულად-ასფერული (Aspheric lens) 1-ჯგუფიანი ლინზებით. Nokia 808-სგან განსხვავებით, Nokia Lumia 1020-ს და სხვა Lumia PureView სმარტფონებს აქვს სურათის ოპტიკური სტაბილიზაცია (Optical image stabilization), რაც ახლა უკვე გახდა Lumia PureView სტანდარტის კრებულის წევრი.[2] მიუხედავად ამისა, Nokia 808 მაინც ახდენს კომპენსაციას მისი ექსკლუზიური და კამერასთან დაკავშირებული ფუნქციების წყალობით, როგორიცაა Micro HDMI TV-out შესაერთებელი და ჩაშენებული ვიდეო რედაქტირების პროგრამა.[3]
Microsoft-ის მიერ Nokia-ს ტელეფონებისა და სერვისების ბიზნესის შესყიდვის დეტალების მიხედვით, Microsoft-მა PureView-ს სავაჭრო ნიშანიც შეიძინა.[4]
მოდელები
- Nokia 808 PureView (Symbian)
- Nokia Lumia 830 (Windows Phone 8.1)
- Nokia Lumia 920 (Windows Phone 8)
- Nokia Lumia 925 (Windows Phone 8)
- Nokia Lumia 928 (Windows Phone 8)
- Nokia Lumia 930 (Windows Phone 8.1)
- Nokia Lumia 1020 (Windows Phone 8)
- Nokia Lumia 1520 (Windows Phone 8)
- Nokia Lumia Icon (Windows Phone 8)
აგრეთვე იხილეთ
სქოლიო
- ↑ Nokia, PureView სურათის ტექნოლოგია, გვერდი 4.
- ↑ Nokia Lumia 1020-მა სმატფონების კამერების ახალ საფეხურზე აიყვანა, 12 აგვისტო, 2013.
- ↑ Nokia 808 PureView-ს განხილვა: მობილური გრაფიკის მომავალი, 26 ივნისი, 2012.
- ↑ Microsoft-ის ხელშია ClearBlack, Lumia, PureView და Nokia-ს სხვა სავაჭრო ნიშნები, 16 ივნისი, 2014.
გარე ლინკები / სურათების ნიმუშები
- Google Image: Nokia 808-ის კამერით გადაღებული სურათების ნიმუშები, >20MPix
- Google Image: Nokia 1020-ის კამერით გადაღებული სურათების ნიმუშები, >20MPix