თურქთა სახაკანო: განსხვავება გადახედვებს შორის

ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
არ არის რედაქტირების რეზიუმე
) – [[თურქები|თურქული]] ტომების სახელმწიფო ცენტრალურ აზიაში, არსებობდა [[552]]-[[745]] წლებში. მოსახლეობა მისდევდა მომთაბარე მესაქონლეობას და ნადირობას. [[460]] წელს აღმოსავლეთ თურქესტანიდან ალთაიზე გადასახლებული ერთ-ერთი ტომის მეთაურობით შეიქმნა ადგილობრივ ტომთა კავშირი, რომელმაც მიიღო „თურქის“ სახელწოდება. ეს ტერმინი პირველად პოლიტიკური მნიშვნელობისა იყო, მაგრამ შემდეგ იგი თურქულ ენათა და ხალხთა დიდი ჯგუფის აღმნიშვნელად გადაიქცა. თურქთა სახაკანოს პოლიტიკური და სამხედრო ორგანიზაცია ჩამოყალიბდა აღმოსავლეთ თურქესტანის ძველ სახელმწიფოთა ძაბაძვით. [[VI საუკუნე|VI საუკუნის]] შუა წლებში თურქებმა დაამარცხეს [[უიგურები]] და [[ჟუჟანები]] და თურქთა ბელადმა [[ბუმინი|ბუმინმა]] (გ. [[552]] წელს) თავი [[ხაკანი|ხაკანად]] გამოაცხადა. [[555]] წლისთვის თურქთა სახაკანოს გავლენას დაემორჩილა მთელი ცენტრალური აზია. თურქთა სახაკანომ ანტიირანული კავშირი დადო [[ბიზანტია]]სთნ. [[ირანი|ირანში]] ლაშქრობებს მოჰყვა [[სახაკანო]]ს საზღვრის გაფართოება მდინარე [[ამუდარია]]მდე და მის დასავლეთ ნაპირამდე.
 
აღმოსავლეთით თურქთა სახაკანომ აღადგინა თავისი გავლენა ცენტრალურ [[აზია]]ში და ენერგიულად შეუტია [[ჩინეთი|ჩინეთს]]. გარკვეული წარმატების შემდეგ, [[630]] წელს, ჩინეთთან ომში მან მარცხი განიცადა და 50 წლით დაკარგა დამოუკიდებლობა. [[VII საუკუნე|VII საუკუნის]] ბოლოს აღმოსავლეთი თურქთა სახაკანო გათავისუფლდა ჩინეთის ბატონობისაგან, მაგრამ [[VIII საუკუნე|VIII საუკუნის]] I ნახევარში იგი საბოლოოდ დაიშალა და მის ნაცვლად ჩამოყალიბდა [[უიგურთაუიღურთა სახაკანო]] (745-840 წწ.).
 
დასავლეთ თურქთა სახაკანომ VII საუკუნის დამდეგიდან შეძლო განმტკიცება, მაგრამ [[630]] წელს დაიწყო ხანგრძლივი შინაომი. [[658]]-[[659]] წლებში დასავლეთ თურქთა სახაკანოს ძირითადი ნაწილი დაიპყრო ჩინეთმა, რომლის ბატონობისაგან იგი მხოლოდ [[704]] წელს გათავისუფლდა. აგრესიული მეზობლების თავდასხმებისა და შინაომების შედეგად 740 წელს დასავლეთ თურქთა სახაკანო დაიშალა.

სანავიგაციო მენიუ