ფრიდრიხ ნიცშე: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 60: ხაზი 60:
== ლიტერატურა ==
== ლიტერატურა ==
* XX საუკუნის ბურჟუაზიული ფილოსოფია.თბილისი.1970წ.
* XX საუკუნის ბურჟუაზიული ფილოსოფია.თბილისი.1970წ.

{{ბიო}}


{{DEFAULTSORT:ნიცშე, ფრიდრიჰ}}
{{DEFAULTSORT:ნიცშე, ფრიდრიჰ}}

10:50, 5 ივნისი 2015-ის ვერსია

ფრიდრიხ ვილჰელმ ნიცშე
Friedrich Wilhelm Nietzsche

ნიცშე ბაზელში, 1875 წელი
დაბ. თარიღი 1844 წლის 15 ოქტომბერი
დაბ. ადგილი პრუსიის სამეფო,საქსონიის პროვინცია
გარდ. თარიღი 25 აგვისტო 1900 წელი
გარდ. ადგილი ვაიმარი გერმანია
დასაფლავებულია Lützen
მოქალაქეობა  პრუსიის სამეფო[1]
[1]
საქმიანობა ფილოსოფოსი[2] [3] [4] , პოეტი, მწერალი[2] [3] [4] [5] , კომპოზიტორი, პედაგოგი, classical philologist, მუსიკალური კრიტიკოსი და classical scholar
მუშაობის ადგილი ფილოლოგიის პროფესორი, ბაზელის უნივერსიტეტში
ალმა-მატერი ბონის უნივერსიტეტი, ლაიფციგის უნივერსიტეტი, Domgymnasium Naumburg და Landesschule Pforta
განთქმული მოსწავლეები რუდოლფ შტაინერი
სამეცნიერო ხარისხი ფილოლოგიის დოქტორი
მეუღლე
მამა კარლ ლუდვიგ ნიცშე
გავლენა მოახდინეს
ხელმოწერა
საიტი friedrichnietzsche.de

ფრიდრიხ ვილჰელმ ნიცშე (გერმ. Friedrich Wilhelm Nietzsche; დ. 15 ოქტომბერი, 1844 — გ. 25 აგვისტო, 1900) — XIX საუკუნის გერმანელი ფილოსოფოსი. ის წერდა კრიტიკულ წერილებს რელიგიაზე, სიკვდილზე, თანამედროვე კულტურაზე და მეცნიერებაზე მეტაფორებისა და აფორიზმების გამოყენებით.

ახალგაზრდობა

ნიცშე დაიბადა 1844 წლის 15 ოქტომბერს, პატარა ქალაქ როკენში, საქსონიის პრუსიულ მხარეში. სახელი მას პრუსიის მეფის - ფრიდრიხ უილიამ IV-ის საპატივსაცემლოდ დაარქვეს, რომელიც ამ დღეს 49 წლის ხდებოდა. მამა კარლ ლუდვიგ ნიცშე (1813-1849) იყო ლუთერანი მღვდელი და ყოფილი მასწავლებელი, ხოლო დედას - ფრანცისკა ოელერს (1826-1897) ყავდა კიდევ ორი შვილი: გოგონა - ელისაბედი და ბიჭი - ლუდვიგი. ნიცშეს მამა გარდაიცვალა ტვინის დაავადებით 1849 წელს, ხოლო ერთი წლის შემდეგ - 1850 წელს გარდაიცვალა მისი ძმა. ოჯახი გადასახლდა ნაუმბურგში, სადაც ცხოვრობდა ბებიასთან და მამის ორ გაუთხოვარ დასთან ერთად. ბებიის სიკვდილის შემდეგ 1856 წელს, ოჯახი დაუბრუნდა სახლს.

ნიცშე შევიდა ვაჟთა სკოლაში, შემდეგ კი გადავიდა კერძო სკოლაში სადაც დაუმეგობრდა გუსტავ კრუგს და უილჰემ ფინდერს - პატივსაცემი ოჯახების შვილებს. მას შემდეგ რაც მან გამოავლინა სპეციფიური ტალანტი მუსიკასა და ენაში, მსოფლიოში აღიარებულმა საეკლესიო სკოლამ მიიღო ის მოსწავლედ. იქ ის დამეგობრდა პოლ დოუსენთან და კარლ ფონ გერსდორფთან. აქ მან აღმოაჩინა, რომ დრო მოქმედებდა ლექსებზე და მუსიკაზე. საეკლესიო სკოლაში ის გაეცნო ძველ რომაულ და ბერძნულ ლიტერატურას და ცხოვრებაში პირველად იგრძნო თავის დაშორება თავის ოჯახთან და პროვინციალურ გლეხურ გარემოცვასთან.

1864 წელს ნიცშემ დაიწყო თეოლოგიისა და კლასიკური ფილოლოგიის შესწავლა ბონის უნივერსიტეტში. ცოტა ხნის შემდეგ ნიცშე და დოუსენი გახდნენ სტუდენტური გაერთიანების წევრები. ნიცშე თოთხმეტი წლის იყო, როდესაც რწმენა დაკარგა და მასზე არავის მოუხდენია გავლენა ამ მხრივ. მის გადაწყვეტილებაზე შეიძლება იმანაც იმოქმედა, რომ ამ დროს ის კითხულობდა დევიდ შტრაუსის “ქრისტეს ცხოვრებას”, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა ახალგაზრდა ნიცშეზე, მაგრამ უკვე 1862 წელს “ბედი და ისტორიაში“ წერდა, რომ ისტორიული გამოკვლევები დისკრედიტაციას უწევდა ქრისტიანობის ძირითად სწავლებას.

ნიცშე კონცენტრირდა ფილოლოგიის შესწავლზე, რომელსაც მას უკითხავდა პროფესორი ფრიდრიხ უილჰემ რითშელი, ხოლო შემდეგ წელს ის გადაყვა პროფესორს ლაიპციგის უნივერსიტეტში. იქ ნიცშე გახდა თანაკურსელი ერვინ როდეს ახლო მეგობარი. მალევე გამოჩნდა ნიცშეს პირველი ფილოლოგიური პუბლიკაციები.

1865 წლისთვის ნიცშეს უკვე ბოლომდე ჰქონდა შესწავლილი არტურ შოპენჰაუერის ნაშრომები. 1866 წელს წაიკითხა ფრიდრიხ ალბერტ ლანგეს “მატერიალიზმის ისტორია”. ორივე ავტორმა იქონია გავლენა მასზე. შოპენჰაუერმა განსაკუთრებით იმოქმედა მის შემდგომ აზროვნებაზე. ხოლო ლანგეს აღწერამ კანტის არამატერიალისტური ფილოსოფიის, ევროპული მატერიალიზმის აღმასვლამ, ევროპის დაინტერესებამ მეცნიერებაში, დარვინის თეორიამ და საერთო პროტესტმა ტრადიციებისადმი ძალიან დააინტრიგა ნიცშე. ხოლო მისი კულტურული გარემოცვა კარნახობდა მას გაეფართოებინაფილოლოგიის ცოდნა და ფილოსოფიური გამოკვლევა გაეგრძელებინა.

1867 წელს ის ერთი წლით ჩაეწერა მოხალისედ პრუსიის არტილერიაში, ნაუმბურგში. მაგრამ უბედურმა შემთხვევამ 1868 წლის მარტში, ის გამოუდეგარი გახადა ჯარში სამსახუროდ. ამის შემდეგ ნიცშე ისევ მიუბრუნდა თავის გამოკვლევებს, დაასრულა ისინი და იმავე წელს პირველად შეხვდა კომპოზიტორ რიხარდ ვაგნერს.

პროფესორად ბაზელის უნივერსიტეტში

რითშელის ხელშეწყობით ნიცშემ მიიღო შესანიშნავი შემოთავაზება, გამხდარიყო კლასიკური ფილოლოგიის პროფესორი ბაზელის უნივერსიტეტში. ამ დროს ის მხოლოდ 24 წლის იყო. ის დათანხმდა. ბაზელში გადასვლამდე ნიცშემ უარი თქვა პრუსიის მოქალაქეობაზე და დარჩენილი წლები ოფიციალურად ის არ იყო არც ერთი ქვეყნის მოქალაქე.

მაგრამ 1870-1871 წლებში, პრუსია-საფრანგეთის ომის დროს, ის მსახურობდა პრუსიის მხარეს, როგორც სანიტარი. ამ ცოტა ხნის განმავლობაში მან გამოცადა ბევრი და ომის მწვავე შედეგების მოწმე გახდა. მას ასევე შეეყარა დიფტერია და დიზენტერია. ვოლტერ კაუფმანი ფიქრობს, რომ ამ დროს სიფილისითაც იყო დაავადებული და ზოგიერთი ბიოგრაფი თვლის რომ სიფილისმა გამოიწვია მისი სავარაუდო სიგიჟე, მაგრამ ეს მაინც საკამათოა. 1870 წელს დაბრუნდა ბაზელში, სადაც სკეპტიკურად უყურებდა გერმანიის იმპერიის დაარსებას და ოტო ფონ ბისმარკის ერას. უნივერსიტეტში მან თავისი პირველი ლექცია წაიკითხა “ ჰომეროსი და კლასიკური ფილოლოგია”. ასევე ის შეხვდა თეოლოგიის პროფესორს, ფრანც ოვერბექს, რომელთანაც მეგობრობდა მთელი ცხოვრება. აფრიკამ სპირი, ნაკლებად ცნობილი რუსი ფილოსოფოსი, ავტორი ნაწარმოების “ფიქრი და რეალობა” (1873) და მისი კოლეგა, ისტორიკოსი ჯაკობ ბურქჰარდთი - ნიცშე ხშირად აკვირდებოდა მათ ლექციებს, და ეს ლექციები ახდენდა მასზე გავლენას.

ნიცშე იცნობდა რიჩარდ ვაგნერს და ცოტა ხნის შემდეგ გაიცნო მისი ცოლიც-ქოსიმა. ნიცშე ორივეს დიდ პატივს ცემდა და ხშირად სტუმრობდა მათ სახლს. ვაგნერმა ის ყველაზე ახლო წრეში მიიღო. ქოსიმა ვაგნერს, 1870 წლის დაბადების დღეზე ნიცშემ აჩუქა ხელნაწერი “ტრაგიკული იდეის წარმომავლობა”. 1872 წელს ნიცშემ გამოსცა პირველი წიგნი “ტრაგედიის დაბადება მუსიკის სულიდან”. მისმა კოლეგებმა კლასიკური ფილოლოგიის დარგში, რითშელის ჩათვლით, ენთუზიაზმი გამოხატეს ამ ნაშრომზე. პოლემიკაში “მომავალის ფილოლოგია” ულრიხ ფონ ვილამოვიტც-მოელენდორფმა გააკრიტიკა წიგნი და ამით მოიუტანა პოპულარობა. როდემ და ვაგნერმა დაიცვეს ნიცშე. ნიცშე შეეცადა თავის დამკვიდრებას ფილოსოფიაში, ბაზელის უნივერსიტეტში, თუმცა უშედეგოდ.

ნიცშე და ნიჰილიზმი

ღმერთის სიკვდილის თემას ნიცშეს ფილოსოფიაში შემოაქვს ღრმა ტრაგიკული მოტივები, იდეალური სამყარო დაინგრა - ეს ნიშნავს იმას რომ კაცობრიობას გამოეცალა საყრდენი, ადამიანი რჩება ორიენტირების გარეშე, ის რჩება თავისი თავის ანაბარა, ადამიანმა აღარ იცის თუ რისთვის ცხოვრობს, საით მიდის, არ იცის რით გაამართლოს თავისი მოქმედება და აზროვნება, მას ეუფლება მარტოობის, უპერსპექტივობის, უიმედობის გრძნობა, მრავალი საუკუნის განამვლობაში კაცობრიობა ღმერთს იყო მინდობილი, მას ესმოდა სიკეთის, ჭეშმარიტებისა და მშვენიერის აზრი, მისი არსებობა განათებული იყო ღვთაების შუქით, ის მისდევდა იდეალური სამყაროს იმპერატივებს, ამით ენიჭებოდა მის სიცოცხლეს ღირსება და კეთილშობილება, მან იცოდა რისთვის ცხოვრობა და რისი იმედი უნდა ქონოდა, ღმერთი მოკვდა, ღმერთის არსებობით გამართლებული ღირებულებები, რომელთაც ადამიანი აქამდე ათაყვანებოდა, კარგავენ თავის ფასს, ეს კი იმის მაუწყებელია, რომ კართან მომდგარია "ყველა სტუმართაგან ყველაზე შემზარავი" - ნიჰილიზმი. ნიჰილიზმის აღმოცენება ნიშნავს იმას, რომ უმაღლესი ღირებულებები უფასურდებიან, მიზანი დაკარგულია, აღარ არის პასუხი კითხვაზე, "რატომ" ნიჰილიზმი, ნიცშეს მიხედვით, არის "არას" თქმა ყველაფერზე, რაც ძველად აზრს აძლევდა სამყაროს და ადამიანის სიცოცხლერს. ნიჰილიზმში, მაგალითად, ვლინდება იმედის გაცრუება, ოპტიმიზმით სავსე შეხედულებათა მიმართ, რომლებიც ქადაგებდნენ, რომ სამყაროს ქმნადობაში ხორციელდება მაღალი მიზანი, რომ სამყაროსეული პროცესი არის მოძრაობა უმაღლესი ზნეობრივი კანონის რეალიზაციის სიყვარულის ზრდის,საყოველთაო ბედნეირებასთან მიახლოვების გზით: ნიჰილიზმის ფორმაში ევროპა საბოლოოდ ეთხოვება საზოგადოების პროგრესის ძველ რწმენას, რომლის თანახმად უმაღლესი სიკეთე თუ ბედნიერება ფატალური აუცილებლობით იკვალავს გზას კაცობრიობის ისტორიაში.


შემოქმედება

რესურსები ინტერნეტში

ვიკიციტატაში არის გვერდი თემაზე:

ლიტერატურა

  • XX საუკუნის ბურჟუაზიული ფილოსოფია.თბილისი.1970წ.
  1. 1.0 1.1 https://www.e-periodica.ch/digbib/view?pid=bzg-002:1941:40::163#168
  2. 2.0 2.1 Deutsche Nationalbibliothek Record #118587943 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  3. 3.0 3.1 BeWeB
  4. 4.0 4.1 The Fine Art Archive — 2003.
  5. Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.