ევერესტი: განსხვავება გადახედვებს შორის

ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
არ არის რედაქტირების რეზიუმე
(→‎რესურსები ინტერნეტში: clean up, removed: {{Link GA|eo}}, {{Link GA|fr}} using AWB)
| გამოთქმა =
}}
'''ევერესტი''', ''ჩომოლუგმა'', ''ჯომოლუნგმა'', ''საგარმატხა'' — უმაღლესი მთა 8848 მეტრიანი პიკით, [[ჰიმალაი]]ს მთებში, [[ნეპალი]]სა და [[ჩინეთი]]ს [[საზღვარი (სახელმწიფო)|საზღვარზე]]. სიმაღლე [[ზღვის დონე|ზღვის დონიდან]] 8 848 მეტრს შეადგენს. საფუძველი აგებულია კამნრიულისწინა [[გნაისი|გნაისებითა]] და [[გრანატები]]თ, 7000 [[მეტრი]]ს ზევით — [[მეზოზოური ჯგუფი|მეზოზოური]] კრისტალური ფიქლებითა კირვებით. მასივიდან ყველა მხარეს ეშვება [[მყინვარი|მყინვარები]], რომელთა ბოლოები 5 000 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობენ. ევერესტს [[პირამიდა|პირამიდის]] ფორმა აქვს, [[სამხრეთი]] კალთა უფრო ციცაბოა, [[თოვლი]] და ფირნი არ ჩერდება და გაშიშვლებულია. ევერესტი პირველად დაიპყრეს [[1953]] წლის [[29 მაისი|29 მაისს]] ჯ. ჰანტის ინგლისელი ექსპედიციის წევრებმა [[ტენცინგ ნორგეი]]მ ([[ნეპალი]] [[შერპები|შერპა]]) და [[ედმუნდ ჰილარი]]მ ([[ახალი ზელანდია|ახალზელანდიელი]] [[ალპინიზმი|ალპინისტი]]). [[1982]] წლის [[4 მაისი|4 მაისს]] ევერესტის დაულაშქრავი მარშრუტით მიაღწიეს [[სსრკ|საბჭოთა]] [[ალპინიზმი|ალპინისტებმა]] ვ. ბალიბერდინმა და ე. მისლოვსკიმ, იმავე ღამით (რაც უნიკალური შემთხვევაა ჯომოლუნგმაზე ასვლის ისტორიაში) მწვერვალი დალაშქრეს ს. ბერშოვმა და მ. ტურკევიჩმა.
 
სახელის დარქმევა ერთგვარი პრობლემა გახდა. კანდიდატებს შორის ბევრი ადგილობრივი სახელი იყო, ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი მრავალსაუკუნოვანი ასეთი სახელი ტიბეტში იყო ჯომოლუნგმა. მოხსენება ამის თაობაზე, [[1733]] წელს პარიზში ფრანგმა გეოგრაფმა ანვილმა გამოაქვეყნა. ნეპალში კი ამ მთას დღემდე საგარმატხას ეძახიან. ბოლოს [[ენდრიუ ვო]]მ განაცხადა, რომ ადგილობრივი სახელების სიმრავლე გაართულებდა მათ შორის ერთ–ერთის არჩევას, ამიტომ [[ჯორჯ ევერესტი]]ს პატივსაცემად წარადგინა ევერესტის სახელწოდება. საგულისხმოა, რომ მთის ზუსტი სიმაღლე სწორედ ევერესტმა განსაზღვრა.

სანავიგაციო მენიუ