ჯიხვი: განსხვავება გადახედვებს შორის

ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ზომა არ შეცვლილა ,  5 წლის წინ
არ არის რედაქტირების რეზიუმე
| ncbi = 9922
}}
'''ჯიხვი''' — დიდი ზომის თხა [[წყვილჩლიქოსნები]]ს რიგისა. ცნობილია ორი სახეობა: ყუბანური ანუ [[დასავლეთკავკასიური ჯიხვი]] ({{lang-la|Capra caucasica}}) — გავრცელებულია [[კავკასიონი|კავკასიონის მთავარი ქედის]] დასავლეთ ნაწილში, და დაღესტნური ანუ [[აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვი]] ({{lang-la|Capra caucasica cylindricornis}}) — ცხოვრობს [[კავკასიონი|კავკასიონის მთავარი ქედის]] აღმოსავლეთ ნაწილში (მწვერვალ [[შხარა|შხარის]] აღმოსავლეთით). მისი სხეულის სიგრძე 165 სმ, სიმაღლე მინდაოში — 109 სმ, კუდის სიგრძე 10-14 სმ, მასა 80 (ზოგი 100 კგ) აღწევს. ჯიხვები ბინადრობენ ალპურ და სუბალპურ მდელეობზემდელოებზე. ზამთრობით [[ტყე]]ში იხიზნებიან. იკვებებიან მცენარეულობით. მრავლდებიან წელიწადში ერთხელ. მაკეობა გრძელდება 150-160 დღე-ღამემდე. შობენ 1 თიკანს. სქესობრივად მწიფდებიან 2 წლისა. ჯიხვი შინაურ თხას ეჯვარება, რის შედეგადაც მიიღება ჰიბრიდი [[ჯიხვთხა]], რომელიც, განსაკუთრებით კი ვაცი, ზომა-წონით ორივე მშობელს სჭარბობს. ჯიხვი ტყვეობას ადვილად ეგუება და მალე თვინიერდება.
 
==ლიტერატურა==

სანავიგაციო მენიუ