ქვიშხეთი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 43: ხაზი 43:
|კატეგორია ვიკისაწყობში =
|კატეგორია ვიკისაწყობში =
}}
}}
'''ქვიშხეთი''' — [[სოფელი]] [[საქართველო]]ში, [[შიდა ქართლის მხარე|შიდა ქართლის მხარის]] [[ხაშურის მუნიციპალიტეტი|ხაშურის მუნიციპალიტეტში]], [[ლიხის ქედი]]ს აღმოსავლეთ კალთზე. ქვიშხეთის [[თემი]]ს ცენტრი (სოფლები:[[ბეღლეთი (ხაშურის მუნიციპალიტეტი)|ბეღლეთი]], [[ბულბულისციხე]], [[მონასტერი (ხაშურის მუნიციპალიტეტი)|მონასტერი]], [[რუსაანთუბანი]], [[სავანისუბანი]], [[სათივე]], [[სარმანიშვილისკარი]], [[ტაშისკარი]], [[ტეზერი]], [[ყიფიანთუბანი]]). ზღვის დონიდან 730 [[მეტრი]], [[ხაშური]]დან 10 [[კილომეტრი]]. [[2006]] წლის [[1 იანვარი|1 იანვრის]] მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 721 [[კომლი]], სულ 2394 [[კაცი]]. სოფელში დგას: [[ქვიშხეთის აღდგომის ეკლესია|აღდგომის ეკლესია]], [[ქვიშხეთის კოშკი|კოშკი]], [[ქვიშხეთის მთაწმინდის ეკლესია|მთაწმინდის ეკლესია]], [[ქვიშხეთის ფერისცვალების ეკლესია|ფერისცვალების ეკლესია]], [[ქვიშხეთის წმინდა გიორგის ეკლესია|წმინდა გიორგის ეკლესია]] და [[ქვიშხეთის წმინდა ელიას ეკლესია|წმინდა ელიას ეკლესია]].
'''ქვიშხეთი''' — [[სოფელი]] [[საქართველო]]ში, [[შიდა ქართლის მხარე|შიდა ქართლის მხარის]] [[ხაშურის მუნიციპალიტეტი|ხაშურის მუნიციპალიტეტში]], [[ლიხის ქედი]]ს აღმოსავლეთ კალთზე. ქვიშხეთის [[თემი]]ს ცენტრი (სოფლები:[[ბეღლეთი (ხაშურის მუნიციპალიტეტი)|ბეღლეთი]], [[ბულბულისციხე]], [[მონასტერი (ხაშურის მუნიციპალიტეტი)|მონასტერი]], [[რუსაანთუბანი]], [[სავანისუბანი]], [[სათივე]], [[სარმანიშვილისკარი]], [[ტაშისკარი]], [[ტეზერი]], [[ყიფიანთუბანი]]). ზღვის დონიდან 730 [[მეტრი]], [[ხაშური]]დან 10 [[კილომეტრი]]. [[2006]] წლის [[1 იანვარი|1 იანვრის]] მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 721 [[კომლი]], სულ 2394 [[კაცი]]. სოფელში დგას: [[ქვიშხეთის აღდგომის ეკლესია|აღდგომის ეკლესია]], [[ქვიშხეთის კოშკი|კოშკი]], [[ქვიშხეთის მთაწმინდის ეკლესია|მთაწმინდის ეკლესია]], [[ქვიშხეთის ფერისცვალების ეკლესია|ფერისცვალების ეკლესია]], [[ქვიშხეთის წმინდა გიორგის ეკლესია|წმინდა გიორგის ეკლესია]] და [[ქვიშხეთის წმინდა ელიას ეკლესია|წმინდა ელიას ეკლესია]]. სოფელში არის [[ქვიშხეთის დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმი]].


== ისტორია ==
== ისტორია ==

09:00, 28 აპრილი 2015-ის ვერსია

სოფელი
ქვიშხეთი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე შიდა ქართლი
მუნიციპალიტეტი ხაშური
თემი ქვიშხეთი
კოორდინატები 41°58′14″ ჩ. გ. 43°29′50″ ა. გ. / 41.97056° ჩ. გ. 43.49722° ა. გ. / 41.97056; 43.49722
ცენტრის სიმაღლე 730
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 2209[1] კაცი (2002)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 98 % [2]
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
საფოსტო ინდექსი 5706
ქვიშხეთი — საქართველო
ქვიშხეთი
ქვიშხეთი — შიდა ქართლი
ქვიშხეთი
ქვიშხეთი — ხაშურის მუნიციპალიტეტი
ქვიშხეთი

ქვიშხეთისოფელი საქართველოში, შიდა ქართლის მხარის ხაშურის მუნიციპალიტეტში, ლიხის ქედის აღმოსავლეთ კალთზე. ქვიშხეთის თემის ცენტრი (სოფლები:ბეღლეთი, ბულბულისციხე, მონასტერი, რუსაანთუბანი, სავანისუბანი, სათივე, სარმანიშვილისკარი, ტაშისკარი, ტეზერი, ყიფიანთუბანი). ზღვის დონიდან 730 მეტრი, ხაშურიდან 10 კილომეტრი. 2006 წლის 1 იანვრის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 721 კომლი, სულ 2394 კაცი. სოფელში დგას: აღდგომის ეკლესია, კოშკი, მთაწმინდის ეკლესია, ფერისცვალების ეკლესია, წმინდა გიორგის ეკლესია და წმინდა ელიას ეკლესია. სოფელში არის ქვიშხეთის დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმი.

ისტორია

ქვიშხეთი ქართლის სააბაშიოს ცენტრია. აქ აბაშიძეები XVI საუკუნის 20-იანი წლებიდან მკვიდრდებიან, მაშინ, როდესაც არადეთის წყალს აქეთ მდებარე ტერიტორია (ალი, სურამი, ახალდაბა და სხვა) იმერეთის სამეფოს ხელში გადავიდა. აღნიშნული ტერიტორია 1527 წელს ლუარსაბ I-მა გადასცა იმერეთის მეფეს - ბაგრატ III-ს ქართლის სამეფო ტახტზე ასვლაში გაწეული დახმარებისათვის. 1711 წელს ქართლის მეფე იესემ უძეოდ გარდაცვლილი პაატა აბაშიძის მამული - ქართლის სააბაშიო ქვიშხეთითურთ უბოძა ვახუშტი აბაშიძეს. ქვიშხეთმა და მისმა რეგიონმა დიდი აოხრებები განიცადა ქართლში ყიზილბაშობის პერიოდში 1735-1744 წლებში. განსაკუთრებით, მძიმე იყო 1742-1745 წლები, როცა ქართლში ყიზილბაშების წინაღმდეგ მიმდინარეობდა აჯანყება გივი ამილახორის ხელმძღვანელობით. 1744 წელს ქვიშხეთში აბაშიძის ქალზე იქორწინა ერეკლე მეფემ. 1748 წელს ლეკები ,,მიადგნენ აბაშიძის ქვიშხეთის ციხეს, აიღეს ისიც და წამოიღეს უთვალავი ტყვე ანუ საქონელი ურიცხვი" თეიმურაზ II-ის ზემო ქართლის მორიგე ლაშქრის 1756 წლის დავთრის მიხედვით, ქვიშხეთიდან სავალდებულოდ ითვლებოდა აბაშიძეების მიერ ლაშქარში გლეხების გაყვანა - ცხენოსანი თ(9), ქვეითი ვ(6). იქმნა ჯამი (ეი)(15). XIX საუკუნის 40-იანი წლებიდან ქვიშხეთში მკვიდრდებიან სუმბათაშვილები. ქვიშხეთის მოსახლეობა მთლიანად ქართულია. გაზაფხულზე თოვლის დნობითა და წვიმების შედაგად ადიდებულ მდინარე შოლას, რომელიც ქვიშხეთში ჩამოედინება, ქვიშა და ხეები ჩამოჰქონდაო, ასე ხსნის სახელწოდებას ხალხური ტრადიცია.[3]

ტოპონიმები

  • სუთიაშვილების უბანი - უბანი სოფელში.
  • გიგიტაშვილების უბანი — უბანი სოფელში.
  • გოდაბრელიძის მიწა — სათესი სოფლის სამხრეთით.
  • დიდგულების წყარო — წყარო სოფელში.
  • თავკოკოლა — ადგილი სოფლის დასავლეთით.
  • კოშკის უბანი — უბანი სოფელში.
  • ლეკის გზა — გზა სოფლის დასავლეთით, იგივე აბაშიძეების გზა.
  • მჭედლიშვილების უბანი — უბანი სოფელში.
  • მიხეილის წყარო — წყარო სოფელში.
  • ნახვეტრები — სახნავ-სათესი სოფლის სამხრეთ-აღმოსავლეთით.
  • საბუდარები — ადგილი სოფლის დასავლეთით.
  • ცუცქირიძეების წყარო — წყარო სოფელში.
  • ჭალის უბანი — უბანი სოფელში .
  • გომარლების უბანი — სოფლის შესასვლელი

ლიტერატურა

სქოლიო