ადერკი: განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
ხაზი 105: | ხაზი 105: | ||
წარმოავლინა რა მიტრიდატ ძალითა დიდითა ტიბერიოსმან მოუმცნაცა მეფესა ადერკის, რათა იგიცა მწე ეყოს მიტრტიდატს შვილისშვილსა თჳსსა. ხოლო ადერკიმ წარუვლინა მხედრობითა მრავლითა ძის ძეჲვე ფარსმან, მიუღეს პართაგან სომხითი და იქმნა მიტრიდატ მეფე სომეხთა ზედა (ამას უხმობდეს რომაელნი მიტრიდატ ივერსა)... |

||
ხოლო განაწესა ამან და დასდვა, რათა იქმნებოდენ შემდგომად მისთა ორნი მეფენი, მსგავსად ძველთა მათ ჩვეულებათა ლაკედემონიელთასა და ზოგად ორთავე ძეთა თჳსთა მისცა მეფობაჲ ქართამს და ბარტომს; ხოლო განჰყოფდა ქალაქსა მცხეთასა საშუალ მდინარე მტკვარი, გამოღმით მცხეთა და გაღმით არმაზი. დაადგინა პალატსა შინა მცხეთისასა ქართამ და პალატსა შინა არმაზისასა ბარტომ. |
ხოლო განაწესა ამან და დასდვა, რათა იქმნებოდენ შემდგომად მისთა ორნი მეფენი, მსგავსად ძველთა მათ ჩვეულებათა ლაკედემონიელთასა და ზოგად ორთავე ძეთა თჳსთა მისცა მეფობაჲ ქართამს და ბარტომს; ხოლო განჰყოფდა ქალაქსა მცხეთასა საშუალ მდინარე მტკვარი, გამოღმით მცხეთა და გაღმით არმაზი. დაადგინა პალატსა შინა მცხეთისასა ქართამ და პალატსა შინა არმაზისასა ბარტომ... |
||
გარდაიცვალა მეფე ადერკი წელთა ქრისტესით 43 ორმეოცდამესამესა, იგლოვეს იგი ყოველმან ივერიამან და დაფლეს სამარხოსა მეფეთასა ბომონსა არმაზ კერპისა მთისასა დიდისა დიდებითა.}} |
|||
;საქართველოს ისტორია (ვახუშტი ბატონიშვილი)<ref>[http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/68532/1/Vaxushti_Saqartvelos_Istoria_Nawili_Pirveli.pdf ვახუშტი ბატონიშვილი საქართველოს ისტორია გამოცემული დ. ბაქრაძის მიერ, თბ., 1885 წ.]</ref> |

{{ციტატა|და დაიპყრა ადერკიმ ყოველი საქართველო და შეირთო ასული სომეხთა მეფისა. ხოლო ამის მეფობისა პირველსა წელსა იშვა უფალი ჩვენი იესო ქრისტე და მოვიდა ამბავი, ვითარ შევიდნენ სპარსნი იერუსალიმს მოტყვენვად და შეწუხდნენ ურიანი მცხეთელნი; არამედ კვალად მოვიდა ამბავი არა მოტყვენვად, არამედ ყრმისა ახალშობილისა თაყვანისცემად. შემდგომად მეოცდაათესა წელსა მოითხოვეს მცხეთელთა ურიათა იერუსალიმითგან განკითხვისა და ჯვარ-ცმისათვის იესო ქრისტესა. ხოლო წარვიდნენ ელიოზ მცხეთელი და ლონგინოზ კარსნელი ურიანი და ამათ მოიღეს კვართი უფლისა მცხეთას. და კვალად ოცდამეთვრამეტესა წელსა მოვიდნენ მოციქულნი ანდრია მოციქული და სვიმონ კანანელი. ანდრიამ მოაქცივნა მეგრელნი და წარვიდა. ხოლო სვიმონ მოკვდა მუნდა დაფლეს ნიკოფსიას. ჰსცნა რა ადერკიმ, შერისხნა მეგრელთა და მათ დამალნეს ხატნი და ჯვარნი; კვალად შერისხნა ერისთავსა კლარჯეთისასა მშვიდობით განტევებისათვის ანდრიასსა. კვალად ამასვე ჟამსა იწყო მეფობად სპარსეთს ჟღალან (რამეთუ ოდით შესრულ იყო ალექსანდრე დიდი, არღარა იყო მეფობა სპარსთა), და მორჩილებდნენ სომეხნი და ქართველნი. ხოლო ადერკის ესხნეს ორნი ძენი ბარტომ და ქართამ; ამათ განუყო სამეფო: ბარტომს მისცა მცხეთა და ჩრდილო-კერძი ჰერეთით ვიდრე ეგრისით ზღვადმდე; ხოლო ქართამს არმაზი და სამხრეთით კერძი ბერდუჯითგან ვიდრე ზღვადმდე პონტიისა. რამეთუ ამის მეფობამდე რაოდენი ჰყვნენ ძენი მეფეთა, იყვის მეფე ერთი; ხოლო ამან გაყო ესრეთ, რამედ თვით გამეფდა 30 წლისა და იმეფა 57 წელი მშვიდობით და ნებიერად; შემდგომად მოკვდა დასაბამითგან 4004, ქართულსა 339, ქრისტეს შემდეგ 55.}} |

16:07, 19 აპრილი 2015-ის ვერსია
ადერკი | |
---|---|
იბერიის მეფე | |
წინამორბედი: | არშაკ III |
მემკვიდრე: | ქართამ I |
დინასტია: | არტაშესიანები |
მამა: | ქართამი |
ადერკი[1], როკი[2], ანდრიკი[3] ქართლის (იბერიის) მეფე I საუკუნის I ნახევარში, რომლის მეფობის შემდეგ დაიწყო ქართლში ორმეფობის ხანა. მისი მეფობის წლების შესახებ აზრთა სხვადასხვაობაა.
მეფობის წლები
- თეიმურაზ ბატონიშვილი
- 1-43 — თეიმურაზ ბატონიშვილის მიხედვით იმეფა 42 წელი.
- ვახუშტი ბატონიშვილი
- ძვ. წ. 2-55 — ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით იმეფა 57 წელი.
„მეფე ადერკი (2 ქრ. წინ და 55 წ. ქრ. შემდეგ)...
...არამედ თვით გამეფდა 30 წლისა და იმეფა 57 წელი მშვიდობით და ნებიერად; შემდგომად მოკვდა დასაბამითგან 4004, ქართულსა 339, ქრისტეს შემდეგ 55.“
|
მეცნიერთა მოსაზრებანი
- კირილ თუმანოვი
- ძვ. წ. 1-58 — კირილ თუმანოვის მიხედვით იმეფა 57 წელი.
„Pharasmanes I/Aderk (A.D. 1-58). Bilingual, Graeco-‘Armazic’ inscription and ‘Armazic’ inscription on two stelae from Grave 4 of the Necropolis of the Vitaxae of Gogarene at Armazi; Mts'khet'a inscription of 75 (see
Mithridates I); L 33-43 (Adcrk); BL I 40 (Rok); Tacitus, Ann. 6.32-5; 11.8; 12.44-51; 13.37; 14.26; Cassius Dio 58.26; cf. Josephus, Ant. 18.97. — Son of Pharuabnzus IPs daughter by K'art'am (son of Souromaces I’s daughter by a grandson [jisculi, here, obviously, in the sense of ‘descendant’) of Phar- nabazus Ps daughter); born posthumously, his father having been killed at the same time as Pharnabazus II: L 32. lie became King of Iberia at 30, having defeated in a single combat. Artaxias II (q.v.); Our Lord was born in his first regnal year; and he reigned for 57 years: L 35. During his reign, Lhe Iranian Monarchy became consolidated, and the Iberians and the Ar¬menians obeyed it:5H L 43. — This, though the wording seems to imply a reference to the rise of the Arsacids, can only refer to the resumption of Iran’s aggressive foreign policy in Armenia under Vologases I (51-77). — (As Phar- asmancs), having become reconciled with his brother Mithridates, he helped him to become King of Armenia under Homan suzerainty in 35: Tacitus 6.32-6. In 51, being at an advanced age and having long reigned in Iberia, Pharasmanes helped his son (by his earlier wife) Radainistus, whom he feared, to dislodge Mithridates from the Armenian throne and to become King in¬stead: Tac. 12.44-5. But, sometime before 58, he had Radamistus executed: Tac. 13.37. — The last certain mention of Pharasmanes seems to be in 58 (see Mithridates I). So far, then, the traditional regnal years from Pharnaba¬zus I to Pharasmanes I have been vindicated[4].“
|
- სერგი გორგაძე
- 1-30 — სერგი გორგაძეს მიხედვით იმეფა 29 წელი[5].
- პავლე ინგოროყვა
- პავლე ინგოროყვა ადერკის მეფობას ათარიღებდა ძვ. წ. 27-ახ. წ. 30 წლებით[6].
- გ. მელიქიშვილი აზრით ადერკს ძვ. წ. II საუკუნის დასაწყისში უნდა ემეფა. ამ აზრს იზიარებდნენ სარგის კაკაბაძე და გურამ მამულია[7][8].
ისტორია
„მეფეთა ცხოვრების“ მიხედვით იგი ყოფილა "ძე ქართამისი, ასულის წული ბარტომ მეფისა". ბარტომ მეფეს არ ჰყოლია ძე, ამიტომ ეგრისიდან მოუყვანია ქუჯი ერისთავის ძისწული ქართამი, მისთვის მიუცია ცოლად თავისი ასული და უშვილებია. ორივე, ქართამი და ბარტომიც, სამეფო ტახტის სხვა პრეტენდენტთან, მირვანთან ბრძოლაში დაღუპულა. ფეხმძიმედ დარჩენილ ქართამის ცოლს სომხეთისთვის შეუფარებია თავი და იქ გასჩენია ადერკი. ადერკი აღიზარდა სომხეთში, "იყო კაცი ასაკით შუენიერი, ტანით დიდი და გოლიათი, მრავალ–გზის გამოცდილ იყო ბრძოლასა სომეხთა და ასურთასა, და მას მოეკლა მრავალი ბუმბერაზი და სახელოვან ქმნილ იყო იგი". ადერკიმ ითხოვა ჯარი სომეხთა მეფისაგან და გამოემართა ქართლისკენ, თავისი დედის ძმის, არშაკის წინააღმდეგ, რომელიც ქართლში გამეფებულიყო. არშაკს ქართლის ერისტავები და სპარსელები დაეხმარნენ და მოწინააღმდეგეებმა თრიალეთში დაიბანაკეს. აქ გამართულა ადერკის და არშაკს შორის პირისპირ ხანგრძლივი ბრძოლა, რომლის ბოლოსაც ადერკიმ ისრით მოკლა არშაკი. გამეფდა ადერკი, ცოლად სომეხთა მეფის (თეიმურაზ ბატონიშვილის მიხედვით ედესის მეფე ავგაროზის) ასული შეირთო და, როგორც მემატიანე აღნიშნავს "ოცდაათის წლისა მეფე იქმნა და ორმეოც და ჩვიდმეტ წელ მეფობდა". "მეფეთა ცხოვრების" თანახმად, ამ ადერკის დროს "იშვა უფალი ჩუენი იესო ქრისტე, ბეთლემს ურიასტანისასა". შესაბამისად, მისივე მეფობის დროს დებს მემატიანე ელიოზ მცხეთელის მიერ მცხეთაში ქრისტეს კვართის მოტანას და ეგრისსა და აფხაზეთში ანდრია პირველწოდებულისა და სვიმონ კანანელის მიერ ქრისტიანობის ქადაგებას. ადერკი მეფე გასწყრომია მეგრელებს წარმართული რჯულის დატოვებისთვის, გაუგზავნია თავისი ერისთავი და იძუელებით ისევ წარმართობაზე მიუქცევია. წყარო მოგვითხრობს ასევე ადერკის სამშენებლო საქმიანობაზე: მას გაუმაგრებია ქართლის ყველა ქალაქი და ციხე, მაგრამ განსაკუთრებით მცხეთის ზღუდეები, მტკვრის ორივე მხარეს. ქართლში ორმეფობის გაჩენას "მეფეთა ცხოვრება" ადერკის ორ ძეს უკავშირებს: "და ვიდრე ადერკის მეპობამდე ერთი დაჯდის ქართველთა მეფედ, რაზომცა მრავალნი იყვნიან შვილნი მეფეთანი. ხოლო ამას ადერკის ესხნეს ორნი ძენი, რომელთა ერქუა სახელად ერთსა ბარტომ და მეორესა ქართამ. და ამათ განუყო ყოველი ქუეყანა თჳსი" – მცხეთა, შიდა ქართლი და მტკვრის ჩრდილოეთით ქვეყანა მისცა ბარტომს, ხოლო არმაზი, მტკვრის სამხრეთით მდებარე ქართლი და კლარჯეთი – ქართამს.
ისტორიული წყაროები
- მოქცევაჲ ქართლისაჲ[9]
„და მეფობდა როკ, რომელმან რაჲთურთით მცხეთაჲ გაიშორა. და მეფობაჲ ორად გაიყო, ორნი მეფენი დასხდეს იმიერ და ამიერ.“
|
- მეფეთა ცხოვრება[10]
- ივერიის ისტორია (თეიმურაზ ბატონიშვილი)[11]
- საქართველოს ისტორია (ვახუშტი ბატონიშვილი)[12]
გენეალოგია
იბერიის მეფეთა გენეალოგია განსხვავდება თეიმურაზ ბატონიშვილის მონათხრობსა და დანარჩენს შორის.
ქართლის ცხოვრება | თეიმურაზ ბატონიშვილი | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ბარტომი | ცოლი | მირიან II | ბარტომი | ცოლი | მირიან II | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ქართამი | ასული | ქართამი | ასული | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ბარტომი | არშაკ II | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
სომეხი მეფის ასული | ადერკი | არშაკ II | ავგაროზ მეფის ასული | ადერკი | არშაკ III | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ქართამი | ბარტომი | ქართამი | ბარტომი | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
იხილეთ აგრეთვე
ლიტერატურა
- საქართველოს მეფეები, მ. ლორთქიფანიძის და რ. მეტრეველის რედაქციით, თბ., 2000
- გ. მელიქიშვილი, ქართლის (იბერიის) სამეფოს ისტორიის ქრონოლოგიის საკითხისათვის. ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის ინსტიტუტის შრომები, 1958, ტ. 4, ნაკვ. I.
- საქართველოს მეფეები, მ. ლორთქიფანიძის და რ. მეტრეველის რედაქციით, თბ., 2000, გვ. 19
სქოლიო
- ↑ „ქართლის ცხოვრება“
- ↑ „მოქცევაჲ ქართლისაჲ“
- ↑ სომხური წყაროს მიხედვით M. Brosset - Histoire de la Géorgie additions გვ. 12-13
- ↑ Cyril Tumanoff, «Chronology of the early kings of Iberia», Traditio, Vol. 25, page 11, (1969)
- ↑ ს. გორგაძე, „მეფე ადერკი და, ეგრეთ წოდებული ორ-მეფობა ძველ ივერიაში“, წერილები საქართველოს ისტორიიდან, ძველი საქართველო I, ე. თაყაიშვილის რედაქტორობით, 1909, ნაწ. II გვ. 43-68
- ↑ პ. ინგოროყვა, ძველ–ქართული მატიანე „მოქცევაჲ ქართლისაჲ“ და ანტიკური ხანის იბერიის მეფეთა სია. საქ. სახ. მუზეუმის მოამბე, 1941, ტ. XI-BB
- ↑ გ. მელიქიშვილი, ქართლის (იბერიის) მეფეთა სიებში არსებული ხარვეზის შესახებ, მაცნე, ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია, 1978, №3
- ↑ გ. მამულია, კლასობრივი საზოგადოება და სახელმწიფოს ჩამოყალიბება ძველ ქართლში, თბ., 1979
- ↑ მოქცევაჲ ქართლისაჲ
- ↑ მეფეთა ცხოვრება
- ↑ ისტორია დაწყებითგან ივერიისა, ესე იგი გიორგისა, რომელ არს სრულიად საქართველოისა
- ↑ ვახუშტი ბატონიშვილი საქართველოს ისტორია გამოცემული დ. ბაქრაძის მიერ, თბ., 1885 წ.
წინამორბედი: არშაკ III |
იბერიის მეფე დაახ. I საუკუნის I ნახ. |
შემდეგი: ქარძამი და ბრატმანი |
|