65 301
რედაქტირება
==ოჯახი და განშორება==
თავისი მზრუნვეობა ხლამოვს არც მას შემდეგ შეუწყვეტია როდესაც თავისი სახელოსნო ჩამოაყალიბა ალექსანდრემ. მან თავის ყოფილ მოწაფეს ურჩია ცოლად მოეყვანა
ერთ დღეს როინაშვილს უთქვამს თავის ცოლისათვის: განჯაში ჯარი სდგას, დიდი შეკვეთა ავიღე და იქ უნდა წავიდეო. აუღია თავისი ხელსაწყოები და ცოლთან ერთად ორთაჭალამდე ეტლით მისულა. გამომშვიდობებისას ცოლისთვის უთქვამს: „დღეის შემდეგ შენ ჩემი მეუღლე აღარ ხარ და მე შენი ქმარიო. რამდენჯერმე მოგეცი დარიგება და გაფრთხილება, შენ მაინც შენი არ მოიშალე, მშვიდობით ბრძანდებოდეო“. ქალს გული წასვლია. როინაშვილს უთქვამს მეეტლისათვის: „იქვე მიიყვანე, საიდანაც წამოვედითო“.
ეს მომხდარა [[1880]] წელს. ამით თავდება როინაშვილის ცხოვრების პირველი პერიოდი და იწყება ახალი, უფრო მძიმე პერიოდი მისი საზოგადოებრივი მოღვაწეობისა.
===ექსპედიციები დაღესტანში===
[[1880]] წლიდან იწყება მისი მეტად ნაყოფიერი მოგზაურობა ფოტო-აპარატით ხელში. დაახლოებით ერთ წლამდე ის კახეთში მუშაობდა, იღებდა ისტორიულ და ხუროთმოძღვრულ ძეგლებს. [[1881]] წლიდან ის დაღესტანში გადადის სადაც რვა წელი იმუშავა. მან ფეხით დაიარა ყველა ისტორიული ძეგლი, შეაგროვა დიდი ეთნოგრაფიული და ნუმიზმატიკური მასალა, შესიწავლა და აღწერა ადგილობრივთა ყოფა.
|