მაიევტიკა: განსხვავება გადახედვებს შორის

ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
მაიევტიკის იდეა გამოთქმულია ძვ. წ. IV საუკუნის ფილოსოფოსის, [[პლატონი|პლატონის]] დიალოგებში - "მენონი", "ნადიმი", "ფედონი", "თითეტუსი".
 
“[[ნადიმი (პლატონი)|ნადიმში]]” სოკრატე ამტკიცებს, რომ მოწაფე არ არის ცარიელი ჭურჭელი, რომელიც მასწავლებელმა ცოდნით უნდა აავსოს: “კარგი იქნებოდა, რომ სიბრძნე იყოს წყალივით, რომელიც ყოველთვის გადადინდება სავსე თასიდან ცარიელში, როდესაც მას ტყავის ძაფზე გადაატარებ."<ref>პლატონი, ნადიმი (175 d4-e1)</ref> არამედ, მასწავლებელმა მოწაფის სწავლებისთვის მეანის ფუნქცია უნდა შეასრულოს. “[[თეეტეტი (პლატონი)|თეეტეტში]]” სოკრატე ამას შემდეგნაირად ხსნის: “ჩემი ხელობა ძალიან ჰგავს მეანისას; ერთადერთი განსხვავება ის არის, რომ ჩემი პაციენტები არიან მამაკაცები და არა ქალები და ჩემს საზრუნავს წარმოადგენს არა სხეული არამედ სული, რომელიც დაბადების წვალებაში იმყოფება."<ref>პლატონი, თეეტეტი (149e-150d)</ref> დამატებით (და მეანის პროფესიისგან განსხვავებით), სოკრატეს აზრით, მასწავლებლის ამოცანაა დაუსვას მოწაფეს ისეთი კითხვები, რაც მასში დაფარულ ცოდნას გაამჟღავნებს.
 
სოკრატეს იდეა, რომ ის ასრულებს მეანის როლს, გამომდინარეობს პლატონის "გახსნების თეორიიდან" (anamnesis), სადაც პლატონი ანვითარებს ორფეოსის მითის იდეას [[სული]]ს უკვდავებისა და ყოვლისმცოდნეობის შესახებ, რომელიც მას ავიწყდება ყოველ შემდეგომ ცხოვრებაში [[რეინკარნაცია|რეინკარნაციის]] შედეგად. ჭეშმარიტებები, რომელიც სულმა იცის, დავიწყებულია თითოეულ ინდივიდში, მაგრამ მისი აღდგენა შესაძლებელია ცხოვრებაში შეხსენებების მეშვეობით.
ანონიმური მომხმარებელი

სანავიგაციო მენიუ