სოლომონ I: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
შინაარსი შეიცვალა 'fkfiuyfgg'-ით
ხაზი 1: ხაზი 1:
fkfiuyfgg
{{მმართველი
|ქვეყანა = [[იმერეთის სამეფო|იმერეთი]]ს
|თანამდებობა = მეფე
|სახელი = სოლომონ I
|ორიგინალური სახელი =
|რიგი =
|რიგი-მეუღლეების =
|სურათი = Solomon I of Imereti.jpg
|წარწერა =
|მმართველობის დასაწყისი = [[1752]]
|მმართველობის დასასრული = [[1784]]
|კორონაცია =
|წინამორბედი = [[ალექსანდრე V]]
|მემკვიდრე = [[დავით II (იმერეთის მეფე)|დავით II]]
|სხვა წოდებები =
|ვიცე-პრეზიდენტი =
|პარტია =
|დაბადების თარიღი = [[1735]]
|დაბადების ადგილი =
|გარდაცვალების თარიღი = [[23 აპრილი]], [[1784]]
|გარდაცვალების ადგილი =
|ქორწინება = თინათინ შერვაშიძე, მარიამ დადიანი, გულქან დედოფალი
|შვილები =
|დინასტია = იმერეთის [[ბაგრატიონები]]
|მამა =[[ალექსანდრე V]]
|დედა = [[თამარ აბაშიძე (იმერეთი)|თამარ აბაშიძე]]
}}

'''სოლომონ I''' (დ. [[1735]] — გ. [[23 აპრილი]], [[1784]], [[ქუთაისი]]) — იმერეთის მეფე [[1752]]-[[1784]], [[ალექსანდრე V|ალექსანდრე V-ისა]] და [[ლევან აბაშიძე|ლევან აბაშიძის]] ასულის, [[თამარ აბაშიძე (იმერეთი)|თამარ აბაშიძის]], ძე.

სოლომონ I-ის იმერეთის ტახტზე ასვლას წინ უძღოდა თითქმის საუკუნოვანი არეულობა იმერეთის სამეფოში. იმერეთის ციხეებში ჩამდგარი ოსმალური გარნიზონები, ოსმალური ხარკი, მეფისა და მთავრების ურთიერთდაპირისპირება, ტყვეებით ვაჭრობა, ტახტისმაძიებელთა ინტრიგები, დასუსტებული ეკლესია ქვეყანას ანარქიაში ძირავდა. სოლომონის გამეფებას ეწინააღმდეგებოდნენ [[რაჭის საერისთავო|რაჭის ერისთავი]], [[გურიელები|გურიელი]], [[აბაშიძეები]]ს ძლიერი საგვარეულო. ტახტისათვის მებრძოლ პრეტენდენტთა ცხარე ბრძოლაში სოლომონმა გაიმარჯვა.

==ბიოგრაფია==
====გამეფება და ბრძოლა სამეფო ხელისუფლების განმტკიცებისათვის====
სოლომონი ტახტზე ასვლისას 15 წლისა იყო. [[1752]] წელს შეთქმულთა ძლიერმა ჯგუფმა, რომელთა შორისაც იყვნენ დედამისი [[თამარ აბაშიძე (იმერეთი)|თამარი]], ბაბუა — ბესარიონი და მეფის ბიძები — მამუკა და გიორგი, შეძლო მისი დამარცხება. მაგრამ სოლომონმა [[ახალციხის საფაშო|ახალციხის ფაშას]] დახმარებით ტახტი დაიბრუნა, დედა სემეფოდან გააძევა, [[აბაშიძეები|აბაშიძეთა]] მამული კი თავის საკუთრებად გამოაცხადა.

სოლომონმა მემკვიდრეობად დაუძლურებული, სათავადოებად დაყოფილი სამეფო მიიღო. მან მიზნად დაისახა მტკიცე სამეფო ხელისუფლების შექმნა და დასავლეთ საქართველოს გაერთიანება, ტყვეებით ვაჭრობის აღკვეთა და ოსმალთა ბატონობისგან ქვეყნის გათავისუფლება. მეფემ ჯერ [[სამეგრელოს მთავრები|დადიანი]] შემოირიგა: ცოლად შეირთო [[სამეგრელოს (ოდიშის) სამთავრო|ოდიშის მთავრის]] [[კაცია II დადიანი|კაცია დადიანის]] და მარიამი და ამით ძლიერი მოკავშირე გაიჩინა. ამის შემდეგ [[მამია IV გურიელი|მამია გურიელი]] იძულებული გახდა, მეფის ერთგული გამხდარიყო. სოლომონმა შემოიკრიბა დიდი თავადებისგან შევიწროებული [[წერეთლები]], [[წულუკიძეები]], [[ჯაფარიძეები]], [[იაშვილები]] და [[აგიაშვილები]]; ეკლესიას დაუბრუნა ფეოდალთაგან მიტაცებული ყმა-მამულები და საეკლესიო გლეხები გადასახადებისგან გაათავისუფლა, რითაც ეკლესიის ნდობაც დაიმსახურა. მეფემ გადაწყვიტა, ხელში ჩაეგდო სტრატეგიული მნიშვნელობის ციხეები, რომლებიც ფეოდალების ძლიერების საფუძველს წარმოადგენდნენ. მანვე შექმნა სრულიად ახალი, მეფის ხელისუფლების განმამტკიცებელი ინსტიტუტი, ე. წ. „[[ფიცის კაცნი]]“. ისინი ყოველი წლის 15 მაისს განსაზღვრულ ადგილას იკრიბებოდნენ და ფიცს დებდნენ მეფის ერთგულებაზე. შეფიცულები პოლიტიკური პრივილეგიებითაც სარგებლობდნენ. მათ შორის იყვნენ [[ლორთქიფანიძეები]], [[მესხები (საგვარეულო)|მესხები]], [[ავალიანები]], [[იოსელიანები]], [[ღოღობერიძეები]], [[მიქაბერიძეები]], [[ყიფიანები]], [[ქორქაშვილები]], [[უგრეხელიძეები]], [[გრიგალაშვილები]], [[ჭაბუკიანები]] და სხვა.

====ოსმალებთან კონფლიქტის დასაწყისი და მისი მიზეზები, ხრესილის ბრძოლა====
თავდაპირველად, სოლომონი ერიდებოდა ოსმალთა წინააღმდეგ აშკარა გამოსვლას, მაგრამ, როგორც კი ქვეყანაში შედარებითი წესრიგი აღადგინა, სასტიკი ბრძოლა გამოუცხადა ტყვეებით ვაჭრობას. ეს უკვე ოსმალებმა სერიოზულ გამოწვევად მიიჩნიეს. [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალეთი]] დიდად უწყობდა ხელს ტყვეებით ვაჭრობას – შექმნილი იყო მთელი ქსელი ტყვეებით მოვაჭრეებისა, რომელშიც ერთნაირად მონაწილეობდნენ იმერელი [[თავადაზნაურობა]] და თურქი მეციხოვნეები. იმერეთის საგარეო ვაჭრობის დიდი წილი სწორედ ტყვეებით ვაჭრობაზე მოდიოდა. ამიტომ იყო, რომ ტყვეებით ვაჭრობის აკრძალვას, ოსმალებთან ერთად, მათთან დაკავშირებული [[თავადი|თავადებიც]] ეწინააღმდეგებოდნენ. სოლომონმა შესანიშნავად იცოდა, რომ შინაურ წინააღმდეგობას ვერ დაძლევდა ოსმალების განდევნის გარეშე, ამიტომ იგი ფარულად შეუდგა საომარ მზადებას. პირველად, ხანგრძლივი წყვეტილის შემდეგ, იმერეთის მეფის გვერდით დაირაზმნენ: [[სამეგრელოს მთავრები|ოდიშის მთავარი]], [[გურიის მთავრები|გურიის მთავარი]], [[სამურზაყანო]]ს მთავარი, იმერეთის თავადაზნაურობა და გლეხობა. ოსმალთა მხარეზე აღმოჩნდნენ [[როსტომ რაჭის ერისთავი]] და [[ლევან აბაშიძე]]. [[1757]] წლის დეკემბრის დასაწყისში სოლომონმა საომრად [[ხრესილი]]ს მინდორი შეარჩია, სადაც ოსმალთა მთავარი ძალები იყვნენ თავმოყრილნი.

საბრძოლო მოქმედებების დაწყების წინ სოლომონმა საიმედოდ ჩაკეტა [[ფოთი]]დან, [[გურია|გურიიდან]] და [[ახალციხე|ახალციხიდან]] მომავალი გზები, საიდანაც ხრესილზე მდგარი თურქების დამხმარე ჯარის შემოსვლა იყო მოსალოდნელი. მეფეს დადიან-გურიელის ჯარებიც შეუერთდნენ, მათთან ერთად იყო აგრეთვე [[აფხაზეთის სამთავრო|აფხაზეთის მთავარი]] [[ხუტუნია შარვაშიძე]]. [[1757]] წლის [[14 დეკემბერი|14 დეკემბერს]], გამთენიისას, ხრესილის მინდორზე მეფის ლაშქარი თავს დაესხა ახალციხისა და აჭარის [[სანჯაყი|სანჯაყთა]] მრავალრიცხოვან ჯარს. [[ხრესილის ბრძოლა]]ში მეფემ ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა. [[დავით ბატონიშვილი]]ს გადმოცემით, სოლომონი “ესრეთ მხნე იყო, ვითარცა ლომი”. ამავე ბრძოლაში მოკლეს სამშობლოს გამყიდველი ლევან აბაშიძე, რომელიც თურქთა მხარეზე იბრძოდა, მისი მამულები კი სამეფო საკუთრებად გამოცხადდა.

სოლომონმა იცოდა, რომ ოსმალეთი მის ამ ქმედებას უპასუხოდ არ დატოვებდა და საჭირო ზომები მიიღო: [[1758]] წელს სოლომონ I-მა, [[ერეკლე II]]-მ და [[თეიმურაზ II]]-მ გორში მეგობრობისა და ურთიერთდახმარების ხელშეკრულება დადეს, რითაც სოლომონ I-ის ხელისუფლება უფრო მეტად გაძლიერდა. ამავე წელს სოლომონ I ქართლ-კახეთის მეფეებს ეხმარება [[ატოცი|ატოცთან]] გამართულ ბრძოლაში თურქთა წინააღმდეგ. ეს ხელშეკრულება [[1770]] წლამდე არ დარღვეულა ([[1773]] წელს ერეკლემ და სოლომონმა აღადგინეს იგი). ხრესილზე განცდილი მარცხი ოსმალებმა არ აპატიეს სოლომონს. მომდევნო, [[1758]] წელს [[ახალციხის საფაშო|ახალციხის ფაშამ]] ორჯერ შემოუსია [[ლეკები]] იმერეთს. პირველად, სოლომონმა ჯარების შეკრება ვერ მოასწრო და დამარცხდა, ლეკებმა გაძარცვეს [[გელათი]], დაარბიეს სოფლები და დიდი ნადავლით დაბრუნდნენ უკან; მეორედ კი სოლომონმა სძლია მტერს.

არსებობს ერთი უცხოური ცნობა, რომელიც არაჩვეულებრივად ახასიათებს სოლომონის ხერხიანობას და პირად სიმამაცეს: სოლომონი პირადად ჩასულა ახალციხის ფაშასთან და შეუჩივლია თურქ მეციხოვნეთაგან იმერეთის რბევის ამბავი. სოლომონს ფაშასათვის ერთგულება აღუთქვამს იმ შემთხვევაში, თუ ფაშა შეაჩერებდა თურქ მეციხოვნეებს. ფაშამ დაიჯერა სოლომონის ნათქვამი და მას მეციხოვნეთა დასასჯელად 3 ათას კაციანი ჯარი გაატანა. სოლომონმა ეს ამბავი შეფარულად აცნობა თავის სარდლებს, მათ გზებზე ჩასაფრებები მოაწყვეს და სულ ერთიანად გაჟლიტეს თურქები. ეს ცნობა სინამდვილეს რომც არ შეეფერებოდეს, მაინც მნიშვნელოვანია სოლომონის მაღალი ავტორიტეტის და ხალხზე მისი მორალური ზეგავლენის შესაფასებლად.

====საეკლესიო კრება, ტყვეებით ვაჭრობის აკრძალვა და რეფორმები====
[[1759]] წლის 4-5 დეკემბერს სოლომონმა საეკლესიო და საერო ფეოდალების საგანგებო კრება მოიწვია. ერთი თვის განმავლობაში მსჯელობა დასავლეთ საქართველოს საერთო საკითხებზე მიმდინარეობდა. კრებაზე [[იმერეთი]]ს, [[ოდიში]]სა და [[გურია|გურიის]] სასულიერო და საერო ხელისუფლებმა იმერეთის მეფის მორჩილებისა და ტყვეებით ვაჭრობის აკრძალვის პირობა დადეს. კრების გადაწყვეტილებით, რომელიც ფაქტობრივად სახელმწიფო დარბაზის სხდომა იყო, დაკანონდა ეკლესიის მიერ მათი შეჩვენება, ვინც ამ საქმეს გააგრძელებდა, ხოლო საერო კანონმდებლობით ტყვეებით მოვაჭრეთათვის სიკვდილით დასჯა დადგინდა. გარდა ამისა, კრებამ სხვა დადგენილებებიც მიიღო: აღადგინა გაუქმებული [[ქუთაის-გაენათის ეპარქია|ქუთაისის ეპარქია]] და დაუბრუნა მას მიტაცებული ყმა-მამული. ქუთაისის კათედრის მწყემსმთავრად კრებამ [[მაქსიმე აბაშიძე]] აირჩია; ეკლესიის მამულები მთლიანად გაათავისუფლა გადასახადებისაგან. კრებამ ასევე დაადგინა [[დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები|დასავლეთ საქართველოს კათალიკოსის]] უფლებები მის ძველადვე კუთვნილ ქონებაზე; უკანონოდ მიტაცებული ყმა-მამულები სახელმწიფოს დაუბრუნდა, საეკლესიო ყმები გათავისუფლდნენ ზედმეტი გადასახადებისაგან; დადგინდა ეკლესიის საქმეებში სახელმწიფოს ჩაურევლობა, უღირსთა გადაყენება და ღირსეულთა დანიშვნა, ეკლესია-მონასტრების აშენება და სხვა.

სოლომონ მეფემ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად თავდაცვითი ნაგებობები მეფის იურისდიქციაში მოაქცია. ზოგი ციხე მან შეიძინა თავადებისაგან ([[ხორაგაულის ციხე|ხორაგაული]], [[ჩხერის ციხე|ჩხერი]]), ზოგი ჩამოართვა ურჩ თავადებს ([[კაცხის ციხე|კაცხი]]), ზოგიც ნებაყოფლობით გადასცეს ([[მოდინახე]]). ამასთანავე სოლომონი ზრუნავდა ყმა-გლეხების მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის. სახელმწიფო მიწებს სოლომონი თურქთაგან დახსნილ ტყვეებს, ომში დატყვევებულ [[ისლამი|მაჰმადიან]] ქართველებს, ახალციხიდან გადმოსულ ქართველ [[კათოლიციზმი|კათოლიკეებს]] ურიგებდა.

====თურქების წარუმატებელი მცდელობა ხელისუფლების შესაცვლელად და ოსმალეთ–იმერეთის ზავი====
[[1760]] წელს ახალციხის ფაშამ სოლომონს ოფიციალურად მოსთხოვა ტყვეებით ვაჭრობის დაშვება. სოლომონმა უარი შეუთვალა. პასუხად იმერეთში ოსმალთა 20-ათასკაციანი დამსჯელი რაზმი შემოიჭრა, რომელიც ქართველებმა დაამარცხეს. სულ მალე, [[1763]] წელს, სოლომონმა ოსმალთა 13-ათასიანი ჯარის შემოტევა მოიგერია და იმავე წელს [[სებეკას ციხე|სებეკასა]] და [[ასკანის ციხე|ასკანას]] ციხეებიც აიღო. ამ დამარცხებათა გამო ოსმალეთი უკვე საგანგებოდ მოემზადა ახალი ლაშქრობისათვის. [[1765]] წელს ოსმალთა ჯარი გურიასა და ოდიშში ჩადგა, იქ გამოიზამთრეს და [[1766]] წლის სექტემბერში იმერეთს შეესივნენ. თურქბმა ქვემო იმერეთი დაიკავეს, [[სვერის ციხე]]ც აიღეს და [[ქუთაისი|ქუთაისში]] სოლომონის ბიძაშვილი, [[თეიმურაზ მამუკას ძე]] დასვეს მეფედ. სოლომონი [[წერეთლები|წერეთლებმა]] [[მოდინახე]]ს ციხეში შეაფარეს. იგი [[ჩრდილო კავკასია]]ში განლაგებულ რუსეთის ჯარების სარდლობას სთხოვდა დახმარებას, მაგრამ ამაოდ. თურქების ძირითადმა ჯარმა ქვეყანა დაარბია და იმერეთს გაეცალა, ადგილზე კი 4 ათასი თურქი ჯარისკაცი იქნა დატოვებული. სოლომონი გამოვიდა საფარიდან, თავისი მომხრეები შეკრიბა და სულ მალე მთელი იმერეთი დაიკავა. მოღალატე თეიმურაზმა თურქეთს შეაფარა თავი.

ოსმალეთის მთავრობას თავად აღარ უღირდა იმერეთისათვის სამხედრო კამპანების მოწყობა – ეს აუნაზღაურებელ ფინანსურ დანახარჯებთან იყო დაკავშირებული. ამიტომ, ოსმალეთი ადვილად დათანხმდა ზავზე, რომლის პირობების შემუშავებაში ერეკლე II-ის დიპლომატიც მონაწილეობდა. [[1767]] წელს ოსმალეთმა იმერეთის სამეფოსთან საზავო ხელშეკრულება გააფორმა , რომლის თანახმად, იმერეთის სამეფო ცხადდებოდა ოსმალეთის არა ვასალურ, არამედ მფარველობაში მყოფ ქვეყნად. ხელშეკრულებაში აღარ იყო წამოყენებული ტყვეებით ვაჭრობის მოთხოვნა, იმერეთს ყოველწლიური ხარკის სახით უნდა გაეგზავნა 60 ქალი, მხოლოდ, ამჯერად, ოსმალეთი არ მოითხოვდა, რომ ეს ქალები აუცილებლად ქართველები ყოფილიყვნენ. როგორც ირკვევა, სოლომონი ამ პირობასაც აღარ უსრულებდა ოსმალეთის მთავრობას.

[[თეიმურაზ მამუკას ძე]] არ თმობდა პოზიციებს, ბრძოლას განაგრძობდა, მაგრამ [[ჩხერი (ხარაგაულის მუნიციპალიტეტი)|ჩხერთან]] გადამწყვეტ ბრძოლაში სოლომონმა თეიმურაზი დაამარცხა ([[1768]]). იგი [[მუხურის ციხე]]ში გამოკეტეს და იქვე გარდაიცვალა.

====რაჭის საერისთავოს გაუქმება, ოდიშზე სუვერენიტეტის აღდგენა====
[[1769]] წელს მეფემ მუდამ განდგომილი და ოსმალების მომხრე [[როსტომ რაჭის ერისთავი]] ოჯახიანად [[ვარციხე]]ში ისტუმრა. [[იაშვილები]]ს მამულში სანადიროდ მიიტყუა და თვალები დასთხარა. ცალი თვალი მის ძეს – [[გიორგი რაჭის ერისთავი|გიორგისაც]] ამოუღო. როსტომს ყმა-მამული ჩამოერთვა [[რაჭის საერისთავო]] გააუქმდა. მეფემ როსტომის ძმა, [[ბესარიონი (დასავლეთი)|ბესარიონი]] კათოლიკოსობიდან გადააყენა და თავისი ძმა, [[იოსები|იოსებ გენათელი]] აკურთხა. ბესარიონი [[კაცია II დადიანი|კაცია II დადიანმა]] [[სამეგრელო]]ს პატრიარქად აკურთხებინა და ეკლესიის დამოუკიდებლობა მოითხოვა, მაგრამ ახალციხის ფაშამ იოსების მხარე დაიჭირა და მალე სამეგრელოში კათალიკოსობა გაუქმდა, ხოლო დადიანმა იმერეთის მეფის სუვერენიტეტი აღიარა.

==== რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის გააქტიურება====
ტახტის დაბრუნების შემდეგ, საჭირო იყო ძლიერი მოკავშირის მოძებნა. ამ მიზნით, სოლომონმა [[1768]] წლის [[23 ივნისი|23 ივნისს]] რუსეთში საგანგებო ელჩი – [[მაქსიმე აბაშიძე|მაქსიმე ქუთათელი]] (აბაშიძე) გააგზავნა. მეფე რუსეთისგან მფარველობას ითხოვდა, სამაგიეროდ რუსეთ-ოსმალეთის ომში თანადგომას აღუთქვამდა. ამავე პერიოდში, მეფე სპარსეთშიც აგზავნის ელჩობას [[ბესიკი|ბესარიონ გაბაშვილის]] (ბესიკი) მეთაურობით და დახმარებას ითხოვს.

[[რუსეთ-ოსმალეთის ომი (1768-1774)|ოსმალეთთან დაწყებული ომის (1768-1774)]] პირობებში, რუსეთის მთავრობამ ქუთაისის მიტროპოლიტის ჩამოსვლა დროულად მიიჩნია, რადგან შესაძლებლობა ეძლეოდათ, გამოეყენებინათ იმერეთის მეფე ოსმალეთის წინააღმდეგ. სწორედ ამიტომ, მაქსიმე [[ყიზლარი]]დან სასწრაფოდ მიიწვიეს [[პეტერბურგი|პეტერბურგში]]. ამავე დროს პეტრბურგიდან აცნობეს ყიზლარის კომენდატს, რომ უკან გაებრუნებინათ მაქსიმეს თანმხლები არქიმანდრიტი, რათა მას ეცნობებინა სოლომონ მეფისათვის რუსეთის მთავრობის მზადყოფნა დახმარებისათვის; ამასთანვე გაეტანებინათ არქიმანდრიტისათვის საიდუმლო მრჩევლის, გრაფ პანინის წერილი, რომელშიც ის გამოხატავდა რუსეთის მთავრობის სურვილს, სოლომონს ახლავე დაეწყო დივერსიული მოქმედებები თურქების წინააღმდეგ. წერილში ნათქვამი იყო ისიც, რომ სასურველი იქნებოდა, რომ სოლომონი ერეკლესთან ჩასულიყო [[თბილისი|თბილისში]] და ცდილიყო მის დაყოლიებას თურქთა წინააღმდეგ ერთობლივ მოქმედებაზე . ასეთი იყო რუსეთის გეგმა მიმდინარე მომენტისათვის. თავად სოლომონს კი თავისი ქვეყნის საამომავლო პერსპექტივა აწუხებდა და ამიტომ იმედის თვალით შეჰყურებდა ერთმორწმუნე ძლიერ სახელმწიფოს.

რუსეთ-ოსმალეთის 1768-1774 წლების ომის დროს ერეკლეც და სოლომონიც მზად იყვნენ ოსმალეთის წინააღმდეგ ომი დაეწყოთ. მაგრამ ამისათვის რუსეთისგან ჯარითა და ფულით დახმარებას ითხოვდნენ. სოლომონი ამ ჯარით ოსმალთა მიერ მიტაცებული მიწების დაბრუნებას და ურჩ თავადთა დამორჩილებას აპირებდა. თავის მხრივ, რუსეთი ვარაუდობდა ამიერკავკასიის ქრისტიანთა ჩაბმას ე. წ. კავკასიის ფრონტზე, რაც რუსეთს შეუმსუბუქებდა სამხედრო ოპერაციებს [[ბალკანეთის ნახევარკუნძული|ბალკანეთში]].

რუსული გეგმაზე თანახმობის ნიშნად, სოლომონი [[1769]] წლის [[21 მაისი|21 მაისს]] თბილისს ეწვია, სადც ერეკლეს ეთათბირა. მათ ერთად შეიმუშავეს კონკრეტული მოთხოვნები და რუსეთში ელჩების გაგზავნა გადაწყვიტეს. სოლომონმა რუსეთში [[დავით კვინიხაძე]] გააგაზვნა.

====რუსეთის სამხედრო ქმედებები დასავლეთ საქართველოში====
ელჩობის შედეგად, [[ეკატერინე II (რუსეთი)|ეკატერინე II]]–მ იმერეთში ოთხასკაციანი სამხედრო შენაერთი გამოაგზავნა [[გოტლიბ ჰეინრიხ ტოტლებენი|გენერალ ტოტლებენის]] მეთაურობით. [[1769]] წლის სექტემბერში ტოტლებენი იმერეთში შევიდა. ოქტომბრის თვეში ქართველები და რუსები [[შორაპნის ციხე]]ს გარს შემოეტყნენ. ამ დროს სოლომონს ცნობა მოუვიდა, რომ თურქები, დადიანთან ერთად, იმერეთში შემოიჭრნენ. სოლომონი იძულებული გახდა თავისი ხალხი მოეხსნა და წასულიყო, შორაპანთან კი ტოტლებენი დატოვა. ტოტლებენმაც თვითნებურად მოხსსნა ალყა და ქართლში გადავიდა.

[[1770]] წელს საქართველოში მყოფ რუსეთის ჯარს ახალი ნაწილები დაემატა. სულ საქართველოში 4 ათასამდე რუსმა ჯარისკაცმა მოიყარა თავი. როდესაც ერეკლე დარწმუნდა, რომ ეკატერინე მართლაც აგზავნიდა ჯარს, ომში ჩაება. [[ასპინძის ბრძოლა|ასპინძის ცნობილი ბრძოლის]] შემდეგ, რომელშიც ტოტლებენს არავითარი მონაწილეობა არ მიუღია, რუსთა ჯარი იმერეთში გადავიდა. ამჯერად, ტოტლებენი დაეხმარა იმერეთის მეფეს და შეერთებული ჯარით [[ცუცხვათის ციხე|ცუცხვათის]], [[შორაპნის ციხე|შორაპნისა]] და [[ბაღდათის ცხიხე|ბაღდათის]] ([[2 ივლისი|2 ივლისს]]) ციხეები აიღეს, [[6 აგვისტო|6 აგვისტოს]] კი რუს-იმერელთა ჯარმა [[ქუთაისის ციხე]]ც აიღო. ცნობილია, რომ ქუთაისის თურქი მეციხოვნეები ტოტლებენმა მშვიდობიანად გააპარა. ტოტლებენის თვითნებურმა გადაწყვეტილებებმა სოლომონთანაც ურთიერთობა დაძაბა.

[[1770]] წლის [[3 ოქტომბერი|3 ოქტომბერს]] ტოტლებენმა, სოლომონის აზრის გაუთვალისწინებლად, [[ფოთის ციხე|ფოთის ციხის]] ალყა დაიწყო, რომელიც ვერ აიღო და [[6 თებერვალი|6 თებერვალს]] ალყა მოხსნა. ამას, ოსმალების მხრივ, ფოთის მიმართულებით ახალი ნაწილების გადმოსროლა მოჰყვა. სოლომონ მეფემ სწრაფი სამხედრო მანევრით გზა გადაუკეტა გურიიდან ფოთისაკენ მომავალ ჯარებს. [[1771]] წლის [[3 იანვარი|3 იანვარს]] რუსებმა ფოთი აიღეს. იმავე წელს ტოტლებენი [[სუხოტინი|სუხოტინმა]] შეცვალა.

====რუსთა ჯარის გასვლის შემდგომ, ჩხერის ბრძოლა====
ახალციხის ფაშა აგრძელებდა საქართველოში [[მარბიელი]] რაზმების შემოგზავნას. ოსმალთა წინააღმდეგ ერთობლივი მოქმედების მიზნით, [[1773]] წელს სოლომონმა და ერეკლემ თავიანთი კავშირი ხელშეკრულებით გააფორმეს და ხელშეკრულების ასლი რუსეთის მთავრობას გაუგზავნეს. იმავე წელს, ერეკლესა და სოლომონის ჯარები [[გორი|გორში]] შეიყარნენ და [[ჯავახეთი|ჯავახეთში]] ერთად გაილაშქრეს. ქართველთა შეერთებეულმა ჯარმა [[არტაანი (ქალაქი)|არტაანამდის]] მიაღწია, მაგრამ სოლომონი მოულოდნელად ავად გახდა და ჯარი უკან გამობრუნდა.

[[1774]] წელს, რუსთა ჯარის წასვლის შემდეგ, ფაშამ იმერეთში 4 ათასი კაცისაგან შემდგარი ჯარი გამოაგზავნა და თან დადიანი და აფხაზეთის მთავრიც წააქეზა სოლომონის წინააღმდეგ. სოლომონის თხოვნით, ერეკლე II-მ დადიანს ღალატზე ხელი ააღებინა და მანაც უარი თქვა თურქების წინადადებაზე. ამ დროს, ერეკლე თავად ემზადებოდა იმერეთში გადასასვლელად, როცა თურქთა ჯარმა სასწრაფოდ უკან დახევა დაიწყო. [[6 თებერვალი|6 თებერვალს]] გაიმართა გადამწყვეტი [[ჩხერის ბრძოლა 1774|ჩხერის ბრძოლა]]. იმერთა ჯარი მტერს [[ჩხერი (ხარაგაულის მუნიციპალიტეტი)|ჩხერის]] ვიწროებში ჩაუსაფრდა და უკანდასახევი გზა მოუჭრა. სოლომონის რაზმებმა კი ოსმალთა ზურგს დაარტყეს. ოსმალებმა ბრძოლის ველზე 1000 მეომარი დაკარგეს, 600 კაცი ტყვედ ჩავარდა, იმერთა მდევარმა რაზმმა ჩხერიდან [[ვახანი|ვახანამდე]] დაახლოებით 1400 მებრძოლი მოკლა.

====ქუჩუკ-კაინარჯის ზავის შედეგები იმერეთისთვის====

[[1774]] წლის ნოემბერში სოლომონ I-მა რუსეთში ელჩად კვლავ [[დავით კვინიხიძე]] მიავლინა, რომელსაც თან ოფიციალური თხოვნა მიჰქონდა იმპერატორ [[ეკატერინე II]]-სთან იმერეთის მფარველობაში აყვანის შესახებ. მაგრამ ამ დროისათვის [[ქუჩუკ-კაინარჯის საზავო ხელშეკრულება|ქუჩუკ-კაინარჯის ზავი]] (1774 წლის 10–21 ივლისი) უკვე დადებული იყო, რომლის შედეგების შესახებ სოლომონმა ეკატერინეს მიერ გამოგზავნილი სიგელით შეიტყო. ამ ზავის 23-ე მუხლის თანახმად, რუსეთი ცნობდა დასავლეთ საქართველოზე ოსმალეთის უფლებას გარკვეული პირობებით – რუსეთი ოსმალეთს უბრუნებდა რუსული იარაღით აღებულ ციხეებს: ბაღდათს, შორაპანს და ქუთაისს, მაგრამ დანარჩენი ციხეები იმერეთის მეფეს რჩებოდა. ოსმალეთი უარს ამბობდა ადამიანების ხარკზე და ყოველგვარ გადასახდზე; ვალდებულებას კისრულობდა არ შეევიწროებინა ქრისტიანული ეკლესია. ეს დათმობები, უპირველეს ყოვლისა, სოლომონ მეფის გმირული ბრძოლის შედეგად იყო მიღწეული. ამდენად, ქუჩუკ-კაინარჯის ზავის შემდეგ იმერეთის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა და სოლომონის ხელისუფლება უფრო განმტკიცდა. ადგილობრივი მთავრებიც ვეღარ ბედავდნენ ურჩობას.

[[1776]] წლის [[5 ოქტომბერი|5 ოქტომბერს]] იმერეთის მეფეს თურქეთის ელჩობა ეახლა და [[სულთანი|სულთნის]] [[ფირმანი]] გადასცა ძვირფასი საჩუქრებითურთ. ამით დასტურდებოდა, რომ რუსეთ-თურქეთის ომის შედეგად თურქები დასუსტდნენ და ქართლ-კახეთთან და იმერეთთან ბრძოლის უნარი დაკარგეს.

====საშინაო საქმეები, შეთქმულება მეფის წინააღმდეგ====
სოლომონ I განაგრძობდა საშინაო საქმეების მოწესრიგებას. მან ერთი პირის ხელში გააერთიანა ქუთაისის [[მოურავი]]სა და [[ბოქაულთუხუცესი|სარდალბოქაულთუხუცესის]] სახელო. სოლომონის ცენტრალიზებულმა პოლიტიკამ ფეოდალთა ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. [[1778]] მათ მოაწყვეს შეთქმულება, რომლის მიზანი იყო სოლომონ I-ის გადაყენება და მისი მემკვიდრის — [[ალექსანდრე სოლომონის ძე|ალექსანდრეს]] გამეფება. მეფემ შეთქმულები დაამარცხა და მკაცრად დასაჯა.

====ოსმალეთის აგრესიის კვლავ გააქტიურება, რუხის ბრძოლა====
[[1779]] წელს, სოლომონ I-გან მოკავშირის ჩამოშორების მიზნით, ოსმალეთის მთავრობის დავალებით, [[ოდიში|ოდიშში]] [[აფხაზები]]სა და ჩრდილო-დასავლეთ კავკასიელი მოლაშქრეებისაგან ([[ჯიქები]], [[ალანები]], [[ჩერქეზები]], [[ბალყარელები]] და [[ყირიმელი თათრები]]) შემდგარი დიდძალი ჯარი შეიჭრა. [[კაცია II დადიანი|კაცია II დადიანმა]] დახმარებისათვის იმერეთის მეფეს მიმართა. სოლომონ I იმერეთ-გურიის ლაშქრით დადიანს მიეშველა, სწრაფად გადავიდა ოდიშში და დადიანთან ერთად [[რუხის ციხე]]სთან [[რუხის ბრძოლა 1779|ბრძოლაში ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა]]. გამარჯვებულებმა ხელთ იგდეს მრავალი [[ტყვე]] და დიდძალი [[ალაფი]], მ. შ. მტრის [[არტილერია]]. რუხის ბრძოლამ დიდი ხნით შეაჩერა თურქთა ექსპანსია საქართველოში ჩრდილო-დასავლეთიდან.თუმცა, ამის შემდეგ, ოსმალებმა ქვემო გურიის და და აჭარის სიმაგრეებიდან დაიწყეს ორგანიზებული თავდასხმები იმერეთზე. [[1781]] წელს სოლომონმა აჭარაზე გალაშქრება სცადა, მაგარამ ამ ლაშქრობას წარმატება არ მოჰყოლია.

[[1783]] წელს სოლომონმა მოინდომა აღმოსავლეთ საქართველოსა და რუსეთს შორის გაფრმებული [[გეორგიევსკის ტრაქტატი|ტრაქტატის]] მსგავსი ხელშეკრულება გაეფორმებინა რუსეთთან. ამ ამბავმა ოსმალეთი იმდენად შეაშფოთა, რომ იმავე წლის [[1 ნოემბერი|1 ნოემბერს]] საგანგებო ელჩობა გაუგზავნეს სოლომონს, რათა უარი ეთქვა რუსეთთან ურთიერთობაზე. ელჩი სოლომონს უარით გაუსტუმრებია.

====ტახტის მემკვიდრის ძიებაში====
სოლომონ I-ს პირდაპირი მემკვიდრე არ ჰყავდა. მისი ძე, [[ალექსანდრე სოლომონის ძე|ალექსანდრე]] [[1780]] წელს გარდაიცვალა. სოლომონს კარგად ესმოდა, რომ მისი სიკვდილის შემდეგ იმერეთში ტახტისათვის ბრძოლა გაჩაღდებოდა. [[1783]] წელს მან თავისი მოძღვარი მიუგზავნა [[ერეკლე II]]-ს და აცნობა, რომ ტახტის მემკვიდრედ დანიშნავდა თავის ძმისწულსა და ერეკლე II-ის შვილიშვილს, ქართლ-კახეთის მეფის კარზე აღზრდილ დავით არჩილის ძეს (მომავალი [[სოლომონ II]]), იმ პირობით, რომ ერეკლე II სოლომონის ურჩთა შეფარებაზე უარს იტყოდა.

====უკანასკნელი ბრძოლა ოსმალებთან და გარდაცვალება====
ოსმალთა აგრესიის აღსაკვეთად სოლომონ I-მა რამდენიმეჯერ ილაშქრა ქვემო გურიაში. 1784 მარტში მან დიდი ბრძოლა გადაიხადა ქვემო გურიის გასათავისუფლებლად. [[ნაჭიშკრევის ბრძოლა|ნაჭიშკრევთან]] გამართულ ცხარე ბრძოლაში იმერეთ-გურიის ლაშქარმა [[ქობულეთი]]სა და [[ჩაქვი]]ს მხარე სულ გაწმინდა მტრისაგან, მაგრამ მეფის მტრებისაგან წინდაწინ გაფრთხილებულმა ოსმალო მეციხოვნეებმა ზურგიდან მოუარეს სოლომონს და დიდი დარტყმა მიაყენეს. ქვემო გურია ისევ მტრის ხელში დარჩა კიდევ ერთი საუკუნის განმავლობაში.

ეს მარცხი ჯანმრთელობაშერყეულმა მეფემ ვეღარ გადაიტანა. [[1784]] წელს ძვ. სტ. [[23 აპრილი|23 აპრილს]] ([[გიორგობა]] დღეს), 49 წლის ასაკში იგი გარდაიცვალა. სოლომონ I დაკრძალეს [[გელათის მონასტერი|გელათის ღვთისმშობლის ტაძარში]].

==წყაროები==
* ისტორიული დოკუმენტები იმერეთის სამეფოსა და გურია–ოდიშის სამთავროებისა (1466–1770), წიგ. I, შ. ბურჯანაძის გამოც., თბ., 1958
* ერთგულების პირობის წიგნი მამია გურიელისა სოლომონ I-ისადმი, ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოცემა, II, გვ. 422-423.
* შეწირულების წიგნი სოლომონ I-ისა ქუთაისის ღმრთისმშობლისადმი, ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოცემა, II, გვ. გვ. 428-433.
* მეგობრობის დადგენილება ერეკლე II-სა და სოლომონ I-ს შორის, ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოცემა, II, თბილისი, 1965, გვ. 433-436

==ლიტერატურა==
====ქართული====
* საქართველოს მეფეები, მ. ლორთქიფანიძისა და რ. მეტრეველის რედაქცია, თბ., ნეკერი, 2000
* ''ნ. ბერძენიშვილი,'' საქართველოს ისტორიის საკითხები, წგნ. II, თბ., 1968
* ''შ. ბურჯანაძე,'' სოლომონ I-ის მეფობის პირველი პერიოდი, უნივერსიტეტის შრომები, ტ. 41, 1950.
* ''შ. ბურჯანაძე,'' იმერეთის სამეფო 1768-1784 წლებში, ხელნაწერთა ინსტუტის მოამბე, ტ. III, თბ., 1989
* ''მ. რეხვიაშვილი'', იმერეთის სამეფო 1462–1810 წწ., თბ., 1989
* ''გ. პაიჭაძე,'' ქ. ჩხატარაიშვილი, 1768–1774 წლების რუსეთ–თურქეთის ომი და საქართველო, სინ. ტ. IV, თბ., 1973
*'' ს. კაკაბაძე'', საეკლესიო რეფორმებისათვის სოლომონ I-ს დროს, თბ., 1913
* ''პაპუნა ორბელიანი'', ამბავნი ქართლისანი, ე. ცაგარეიშვილის გამოცემა, თბილისი, 1977
* ''ნ. დადიანი,'' ქართველთ ცხოვრება, გამოსცა შ. ბურჯანაძემ, თბილისი, 1962.
* ''ჯაბა სამუშია,'' ხრესილის ბრძოლა, არსენალი : "კვირის პალიტრა", სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი, თბ., 2007, 16-29 ნოემბერი, N12(41), გვ.52-53
{{ქსე|9|457|სოსელია ო.}}

====უცხოური====
* ''Alexandre Manvelichvili,'' Histoire de la Géorgie, Nouvelles Éditions de la Toison d'Or, Paris, 1951, 476 p., p. 324-331
* ''Nodar Assatiani et Alexandre Bendianachvili'', Histoire de la Géorgie, l'Harmattan, Paris, 1997, 335 p. (ISBN 2-7384-6186-7), p. 219-229 .
* ''Cyrille Toumanoff,'' Manuel de généalogie et de chronologie pour le Caucase chrétien (Arménie, Géorgie, Albanie), Édition Aquila, Rome, 1976, p. 172 & 551 .

==რესურსები ინტერნეტში==
* [http://www.qim.ge/solomon%20I.html სოლომონ I, იმერეთის მეფე 1752-1782 წლებში]
* [http://www.istoria.ge/personografia/S/solomon%20I.htm სოლომონ I (1735-23.04.1784)]
* [http://burusi.wordpress.com/2009/11/18/solomon-i/ სოლომონ I]

{{დაიწყე ყუთი}}
{{მემკვიდრეობის ყუთი| ტიტული= [[იმერეთის სამეფო|იმერეთის მეფე]]| წინამორბედი= [[ალექსანდრე V]]| შემდეგი= [[თეიმურაზ I (იმერეთი)|თეიმურაზ I]] | წლები= [[1752]] - [[1766]]}}
{{მემკვიდრეობის ყუთი| ტიტული= [[იმერეთის სამეფო|იმერეთის მეფე]]| წინამორბედი= [[თეიმურაზ I (იმერეთი)|თეიმურაზ I]]| შემდეგი= [[დავით II (იმერეთის მეფე)|დავით II]]| წლები= [[1768]] - [[1784]]}}
{{დაასრულე ყუთი}}

{{საქართველოს მეფეები (1490-1810)}}

[[კატეგორია:იმერეთის მეფეები]]
[[კატეგორია:დაბადებული 1735]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1784]]
[[კატეგორია:იმერეთის სამეფოს ბაგრატიონები]]

12:15, 6 აპრილი 2015-ის ვერსია

fkfiuyfgg