აიაქსი ამსტერდამი (საფეხბურთო კლუბი): განსხვავება გადახედვებს შორის

ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
გუნდმა ჩემპიონატი დაასრულა მეორე ადგილზე, თუმცა ამას ლოგიკური ახსნა მოეძებნებოდა — ჩემპიონთა ლიგა. სეზონის ბოლოს ევროპული სატრანსფერო მანქანა კვლავ მოადგა ამსტერდამს. შედეგად გუნდი შეელია ანდი ვან დერ მეიდეს, აჰმედ ჰოსამ მიდოს, ზლატან იბრაჰიმოვიჩს და კრისტიან კივუს. კუმანი გამოუვალ სიტუაციაში ჩავარდა. მისი განცხადებით მას არ შეეძლო მათი შემცვლელების მოძებნა. „აიაქსმა“ გამოჩნდნენ გრიგერა, ესკუდე, ტომ დე მული, სუტარსი და დე რიდერი, თუმცა მათ ვერ გაამართლეს იმედები. გუნდმა ვერ გადალახა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი, სამაგიეროდ იმ წელს გახდა ჰოლანდიის ჩემპიონი. სეზონის ბოლოს გუნდიდან წავიდნენ იარი ლიტმანენი, ვან დერ ვაარტი, [[მაქსველი]], სონკი, ო’ბრაიენი, დიდულიცა, დე იონგი და პასანენი. „აიაქსი“ დაიშალა ერთი ხელის მოსმით. მაგრამ ბედის ირონიით ასეთ მომენტებში ყოველთვის გამოჩნდებიან ხოლმე აკადემიიდან ახალ-ახალი ტამანტები. ამჯერადაც ესე იყო: ურბე ემანუელსონი, ჰედვიგ მადურო, რაიან ბაბელი, მარკუს როზენბერგი, ვერმალენი და ა.შ. თუმცა რონალდ კუმანის ადგილი ა უკვე აღარ იყო. იგი გაათავისუფლეს თანამდებობიდან.
საბოლოო შეფასებები ასეთი იყო: კუმანმა შეძლო და შესანიშნავი ინდივიდუალური ოსტატებისგან შექმნა ნამდვილი გუნდი, რომელიც იბრძოდა ნებისმიერ მეტოქესთა და აღწევდა გარკვეულ წარმატებებს, ხოლო 2002-2003 სეზონი იყო საუკეთესო ვან გაალის შემდეგ. კუმანის ბოლო განცხადებით მისთის ძალიან რთული იყო ყოველ ზაფხულს ნახევარი გუნდის გაშვება და ახალი „აიაქსის“ შენებსა. თუმცა მის მინუსად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ ხშირად იყო კონფლიტური სიტუაციები იბრაჰიმოვიჩთან და ვან დერ ვაარტთან. ბოლოს რონალდის „აიაქსი“ დაემსგავსა „წყნარ საშინელებას“ და ეს იყო ბოლო წვეთი. თუმცა ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ ამ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ხალხს მისცა იმედი იმისა, რომ „აიაქსისთვის“ შეუძლებელი არაფერი არ არის.
 
==რესურსები ინტერნეტში==
*{{ოფიციალური|ajax.nl}}
*{{twitter|@AFCAjax}}
 
== სქოლიო ==

სანავიგაციო მენიუ